IMEDI /  13 სექტემბერი 2021, 18:56 / სანდო წყარო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ავარიას ერთი ადგილობრივი მცხოვრები 35 წლის კაცი ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ვიცე- პოლკოვნიკი 40 წლის დავით გოგინაშვილიც.

როგორც imedinews-ს თვითმხილველებმა აცნობეს, სოფელ თოხლიაურთან ერთმანეთს „ფოლცვაგენისა“ და „პორშეს“ მარკის ავტომობილები ცოტა ხნის წინ შეეჯახნენ. სხეულის მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ფოლცვაგენის“ მძღოლი კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები .

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი

17 მაისი 2025, 12:21

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა კავშირგაბმულობის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და მსოფლიო ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დღე მიულოცა.

17 მაისი 2025, 12:18

საზოგადოება

ჯაბა სამუშიამ რენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ რენის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ვიცე-რექტორთან დიდიე მინერთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობას და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

ოთარ კიტეიშვილი

17 მაისი 2025, 12:12

სპორტი

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა

იგი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა - აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

17 მაისი 2025, 12:09

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. „ქრონიკა“ ბათუმიდან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. საზეიმო მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება. მრევლი და სასულიერო პირები ხატებით, ჯვრებითა და გალობით ბათუმის ქუჩებს მოივლიან.

მღვდელი გიორგი (კარელიძე)

17 მაისი 2025, 11:55

რეგიონი

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობისთვის ემზადებიან

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობა გაიმართება.

17 მაისი 2025, 11:51

მსოფლიო

ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:49

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება. მსვლელობით გაივლიან გზას ბაგრატის ტაძრამდე.

17 მაისი 2025, 11:35

მსოფლიო

ისრაელმა ღაზაში ოპერაცია „გედეონის ეტლი“ დაიწყო

ისრაელმა ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი, „გედეონის ეტლი“ დაიწყო. ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალებზე („ცაჰალზე“) დაყრდნობით ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:30

საზოგადოება

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისის ჩასატარებლად სამზადისი მიმდინარეობს

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს - პატრიარქის კურთხევით, ასიათასობით ადამიანი მეთორმეტედ ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად კიდევ ერთხელ გაერთიანდება.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მაისი 2025, 11:21

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა - სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი - შეუძლებელი!

17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

მასუდ პეზეშკიანი

17 მაისი 2025, 11:14

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ტრამპი ირანს მშვიდობაზე ესაუბრება და ამავდროულად ემუქრება მას

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი ოფიციალურ თეირანს მშვიდობაზე ესაუბრება, თუმცა ამავდროულად ის მას ემუქრება.

17 მაისი 2025, 11:13

საზოგადოება

„17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“, „მამული, ენა, სარწმუნოება“ - მოქალაქეებმა ბანერები თბილისის ხიდებზე გადმოფინეს

ახალი ბანერები თბილისში. „17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ამ შინაარსის ბანერები მოქალაქეებმა თბილისის ხიდებზე გადმოფინეს.

17 მაისი 2025, 11:07

ეკონომიკა

მაია ომიაძე: წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით - ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია

საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“ ოფიციალურად გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

17 მაისი 2025, 11:03

საზოგადოება

„გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით დარგვის აქცია გაიმართა

საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო” ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთისხილის ხე დარგეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:57

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

ემანუელ მაკრონი

17 მაისი 2025, 10:44

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, ტრამპი უახლოეს საათებში ან დღეებში რუსეთს დაურეკავს და სტამბოლის მოლაპარაკებებზე გაესაუბრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს საათებსა ან დღეებში რუსულ მხარეს დაურეკავს და სტამბოლში გუშინ გამართულ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაესაუბრება.

17 მაისი 2025, 10:41

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სუს-ის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. ანრი ოხანაშვილმა და აშოტ სმბატიანმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე.

ირაკლი კობახიძე

17 მაისი 2025, 10:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

17 მაისი 2025, 10:13

მსოფლიო

რუსეთმა სუმის ოლქში სამარშრუტო ტაქსი დაბომბა. დაიღუპა ცხრა ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ბელოპოლიე დაბომბეს. ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:05

ეკონომიკა

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.