IMEDI /  15 ოქტომბერი 2021, 17:47 / სანდო წყარო

იუსტიციის მინისტრი: შექმნილია ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ციხის სამედიცინო პერსონალს ხვდება

რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

ჩვენი ინტერესი ერთადერთია, მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა პატიმრის უფლება და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და მისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მან მიმართა სახალხო დამცველს, პარლამენტის წევრებს: მიხეილ სარჯველაძეს, დიმიტრი ხუნდაძეს და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, რომ ყველას თავისი კომპეტენციის ფარგლებში განეხორციელებინა უფლებებზე დაკვირვება, თუ როგორ ხდება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. „ეკატერინე ტიკარაძეს ვთხოვეთ, რომ გამოეყოთ ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას. არაფორმალური ინფორმაციის გაზიარების პლატფორმა უწყებებს შორის უკვე შეიქმნა. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა და ვუზიარებთ ინფორმაციას მისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

მან მადლიერება გამოხატა ჯანდაცვის მინისტრის მიმართ, რადგან ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე ჩამოყალიბდა. „მათი ვინაობა შეთანხმდა პატიმართან, ის თანახმაა და ამ წუთებში იმართება შეხვედრა ამ ჯგუფსა და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის, სადაც მოხდება ინფორმაციის გაზიარება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, თუკი ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვიმოქმედებთ მათი რეკომენდაციის შესაბამისად“, - განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2021, 13:55

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

09 დეკემბერი 2021, 13:45

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველომ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია ე.წ. 3+3 ფორმატზე, შესაბამისად, 10 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი.

მამუკა ბახტაძე

09 დეკემბერი 2021, 13:33

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: განვითარების დაფინანსების კორპორაციის საინვესტიციო მოცულობა 60 მილიარდია, თუ მისი გარკვეული ნაწილი ჩვენი რეგიონისთვის გამოიყოფა, ეს იქნება დაფინანსების ალტერნატიული წყარო კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის

ჩვენ მთავარი მიზანი გვაქვს - საერთაშორისო განვითარების დაფინანსების კორპორაციის წარმომადგენლობის გახსნის იდეის ხელშეწყობა და ადვოკატირება საქართველოში, რომელიც სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონს დაფარავს თბილისიდან,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდისა (AGECF) და Foreign Policy-ის ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც აშშ-დან მიიღო მონაწილეობა.

09 დეკემბერი 2021, 13:29

საზოგადოება

კახა კუჭავამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა.

მამუკა ბახტაძე

09 დეკემბერი 2021, 13:27

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ პატარა ქვეყნების - ამ შემთხვევაში საქართველოს - მისწრაფებების შესაფერხებლად, რასაც ევროკავშირის და ნატოს წევრობა წარმოადგენს

ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ პატარა ქვეყნების - ამ შემთხვევაში საქართველოს - მისწრაფებების შესაფერხებლად; მოგეხსენებათ, ჩვენს მისწრაფებას ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა წარმოადგენს, ამდენად, ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება მთავარი უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდისა (AGECF) და Foreign Policy-ის ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც აშშ-დან მიიღო მონაწილეობა.

09 დეკემბერი 2021, 13:17

COVID19

საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა 82% სრულად არის ვაქცინირებული

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული, საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს.

გიორგი ცუცქირიძე

09 დეკემბერი 2021, 13:06

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს მთავრობის წამყვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს, რაც სტრატეგიულად სწორი არჩევანია

ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა შეინიშნება, როგორც მესამე კვარტალში, ასევე მთლიანად პირველ 9 თვეში, რაც მოსალოდნელი იყო. წლის განმავლობაში წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან ერთად, თვალში საცემია გლობალური კვლევითი ინსტიტუტების მიერ, გაუმჯობესებული ინდიკატორებიც, განსაკუთრებით ეკონომიკური თავისუფლების, მმართველობის ეფექტურობის და კორუფციისგან თავისუფლების შეფასებების ნაწილში, რამაც შესაბამისი ასახვა საინვესტიციო გააქტიურებაშიც პოვა, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები.

09 დეკემბერი 2021, 13:05

პოლიტიკა

კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ყურადღება 2021 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამახვილდა. საუბარი, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო.

09 დეკემბერი 2021, 13:01

პოლიტიკა

დერეკ მიტჩელი: საქართველო ჩვენთვის პრიორიტეტული ქვეყანაა და მზად ვართ, მომავალშიც დავეხმაროთ იმ მიმართულებით, რომელსაც ქვეყანა საჭიროდ ჩათვლის

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთან, დერეკ მიტჩელთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრები ასევე, გაიმართა კონგრესმენ ერიკ სვოლველთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

იოსებ არჩვაძე

09 დეკემბერი 2021, 13:01

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: უცხოელი ინვესტორები სულ უფრო თამამ და პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გამოხატავენ მზადყოფნას, თავიანთი კაპიტალის მონაწილეობა დაუკავშირონ საქართველოს მთელი რიგი დარგების განვითარებას

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პოზიტიური დინამიზმი ასახვას პოვებს არა მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, არამედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაშიც. 2021 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო რვა კვარტლის მიხედვით და აღემატება: წინა წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს - 1.4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს - 39.3 პროცენტით, - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ 2021 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, რომლებიც დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

09 დეკემბერი 2021, 12:50

პოლიტიკა

საპატრულო პოლიციაში გატარებულ რეფორმებს სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრები გაეცნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი - ვაჰე ღაზარიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს.

09 დეკემბერი 2021, 12:46

კულტურა

სანდრა ნიუმანი ჯორჯ ორუელის „1984“-ის „ფემინისტურ“ ვერსიას დაწერს

ამერიკელი მწერალი სანდრა ნიუმანი ჯორჯ ორუელის „1984“-ის ახალ ვერსიას დაწერს, რომელშიც მოვლენები მთავარი გმირის, უინსტონ სმიტის შეყვარებულის, ჯულიას გადმოსახედიდან იქნება მოთხრობილი. The Guardian-ის ცნობით, შესაბამისი ნებართვა ორუელის ფონდისგან ნიუმანმა უკვე მიიღო.

ლევან ვეფხვაძე

09 დეკემბერი 2021, 12:30

სამართალი

პროკურორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთაში ძალოვანი სტრუქტურიდან წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა

„საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დეტალურად დადგინდა, მათ შორის, უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს. ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებული ექსპრეზიდენტის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

ანრი ოხანაშვილი

09 დეკემბერი 2021, 12:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: როგორც ჩანს, სააკაშვილს არაფერი აქვს სათქმელი სასამართლოზე, რა უნდა თქვას - არაჟნებთან ერთად როგორ შემოიპარა?!

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ აქვს სათქმელი სასამართლო სხდომაზე, რა უნდა თქვას - არაჟნებთან ერთად როგორ შემოიპარა?! - ასე გამოეხმაურა ]იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.

09 დეკემბერი 2021, 12:17

საზოგადოება

თბილისში, მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული პანო აღდგენილია

მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული დაზიანებული პანო აღდგენილია. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული პანო განახლებული სახით, კვლავ ამშვენებს ქალაქის ცენტრს.

09 დეკემბერი 2021, 12:12

რეგიონი

ხელვაჩაურში შუახნის კაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუახნის კაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 12:09

საზოგადოება

თბილისის მერმა მედიას თბილისთან დაკავშირებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას მოუწოდა, რომ საზოგადოებას თბილისში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. კახა კალაძის თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას, მედიის ყველა შეკითხვას უპასუხოს, თუმცა, ინფორმაცია დედაქალაქის სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოებამდე მიზანმიმართულად არ მიდის.

09 დეკემბერი 2021, 12:03

თემა

მოგვიწევს თუ არა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა ყოველ ექვს თვეში? რომელ ახალ მონაცემებზე საუბრობენ მეცნიერები?

Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრიდან გარკვეული დროის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა თანდათან მცირდება. შესაბამისად, ექვსი თვის თავზე ბუსტერ-დოზაა რეკომენდებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რამდენჯერ შეიძლება დაგვჭირდეს და რა როლს ასრულებენ ამ პროცესში T-უჯრედები? ამ კითხვებზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.

დმიტრო კულება

09 დეკემბერი 2021, 12:02

მსოფლიო

დმიტრო კულება: თუ რუსეთი უკრაინაში შემოიჭრება, უამრავი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ვიმედოვნებთ, რომ პუტინს ეს არ სურს

თუ რუსეთი უკრაინაში შემოიჭრება, უამრავი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ვიმედოვნებთ, რომ პუტინს ეს არ სურს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში.

09 დეკემბერი 2021, 12:00

საზოგადოება

როდის აინთება თბილისში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები. სადღესასწაულო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები დეტალურად

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.