imedi /  20 ოქტომბერი 2021, 17:10 / სანდო წყარო

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები.

ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.ც.-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გ.ნ.-ს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა.

აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულია კიდევ ორი პირი - შ.წ. და ზ.წ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს ,,IKA TRANS“-ის საკუთრებაში არსებული SCANIA-ს ფირმის ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ე.ც.-მ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.ც.-მ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ე.ც.-ს დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით.
აღნიშნულის შემდეგ, 01:50:52 საათზე ე.ც.-მ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა 01:53:06 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა.

ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ შ.წ. და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით. 02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ე.ც.-მ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე. 03:13:35 საათზე ე.ც. ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, შ.წ., ზ.წ. და წავიდნენ აბაშის მიმართულებით. იმავე დღეს, დაახლოებით 04:03 საათზე, ისინი ჩავიდნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ სახლში.
29 სექტემბერს, დღის საათებში, ე.ც. დაუკავშირდა თავის მეგობარს გ.ნ.-ს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში თავისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. გ.ნ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა. პარალელურად, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის „FORD“-ის ფირმის TRANSIT-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში.

29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ.ნ. და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით. ზემოაღნიშნული პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და ქ.თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ. ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ე.ც., რომლებიც დაბინავდნენ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გ.ნ.-მ გააგრძელა გზა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე. სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დადგენილია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის და გადაადგილების ზუსტი მარშრუტი, შესწავლილია 112-ს სათვალთვალო კამერების ასეულობით ვიდეოჩანაწერი, ასევე, კერძო კომპანიების სათვალთვალო კამერები. გამოკითხულია საქმესთან კავშირში მყოფი 69 პირი, გამოთხოვილი და შესწავლილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების მობილურ ტელეფონებზე მომსახურე ანძების და მათი ადგილმდებარეობის, დაფარვის ზონის და რადიუსის შესახებ ინფორმაციები. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მეშვეობით უკრაინის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნილია შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ; ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკები და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები; საქმეზე ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და ამავე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე დანიშნულია 4 საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; საქმეზე ამოღებულ ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ SCANIA ფირმის სატვირთო ავტომანქანაზე დანიშნულია ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ოთხი ადამიანია დაკავებული.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 16:03

პოლიტიკა

სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის

არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.

28 მაისი 2026, 16:01

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

ილია ინჯია

28 მაისი 2026, 15:58

პოლიტიკა

ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის

საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

28 მაისი 2026, 15:39

მსოფლიო

შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა

ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

28 მაისი 2026, 15:38

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 15:37

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:34

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა

რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

28 მაისი 2026, 15:23

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

28 მაისი 2026, 15:21

ტაბლოიდი

Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება

„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.

ირაკლი ზარქუა

28 მაისი 2026, 15:15

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები

ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 15:14

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა

ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მირდატ ქამადაძე

28 მაისი 2026, 15:09

პოლიტიკა

მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს - ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა, შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა

დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 15:06

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ

უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:05

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

28 მაისი 2026, 15:04

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ძველი რუსთავის განახლების მასშტაბური პროექტი, 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და სოციალური პროგრამები განიხილეს

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი მიულოცა და განცხადება გააკეთა.

28 მაისი 2026, 15:04

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანმა 27 მაისს ქუვეითის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რითაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ირანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.

პატრიარქი შიო მესამე

28 მაისი 2026, 14:58

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების

ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში ქადაგებისას.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:53

პოლიტიკა

გივი მიქანაძე გახარიას გუნდს: მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა

მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

ანა პაულინა ლუნა

28 მაისი 2026, 14:53

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ზელენსკის სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში სდებს ბრალს

ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს.

28 მაისი 2026, 14:52

პოლიტიკა

„ადამიანს რომ დაიქირავებ, უნდა უთხრა მაინც, სად მიდის“ - ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს

ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს. მისი ამ განცხადების შემდეგ „დროა“-ს წევრმა შუშანა მაცაბერიძემ დაადასტურა, რომ მძღოლს ის ეკონტაქტებოდა და თანხაც მან გადაუხადა.