imedi /  18 ნოემბერი 2021, 19:53 / სანდო წყარო

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა გულყრის ეპიზოდი, ახლა კი მისი მდგომარეობა სტაბილურია

გულიკო ქილიფთარი

გულიკო ქილიფთარი

პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია. ჰერმოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი. მე დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი და ასეთი რამ მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმმა რეანიმატოლოგმა, გულიკო ქილიფთარმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას განუცხადა.

„ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტთან ყოველდღე მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა“, - განმარტა ექიმმა.

მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მან გონება დაკარგა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი ენტონი ბლინკენი

09 დეკემბერი 2021, 02:06

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

09 დეკემბერი 2021, 01:38

მსოფლიო

პენტაგონი: ამ ეტაპზე არ გვაქვს განცხადებები ან გადაწყვეტილებები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს.

09 დეკემბერი 2021, 00:47

საზოგადოება

გაზგამანაწილებელ ქსელზე დაზიანების გამო, 9 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება

გაზგამანაწილებელ ქსელზე აღმოჩენილი დაზიანების გამო, 9 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

ოლაფ შოლცი

09 დეკემბერი 2021, 00:33

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრების დარღვევას შედეგები მოჰყვება

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრების დარღვევას შედეგები მოჰყვება.

გიორგი კალანდია

09 დეკემბერი 2021, 00:32

საზოგადოება

გიორგი კალანდია: თუ იმაზე ვკამათობთ, ბიძინა ივანიშვილი რატომ არის საქართველოს ისტორიის წიგნში შეტანილი, ეს უბრალოდ სასაცილოა

თუ ჩვენ იმაზე ვკამათობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი რატომ არის შეტანილი საქართველოს ისტორიის წიგნში ეს უბრალოდ სასაცილოა, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ბულინგი, სიძულვილის ენით საუბარი უფრო პოპულარული და მისაღებია, ვიდრე მადლიერების გამოთქმა.

გიორგი კალანდია

09 დეკემბერი 2021, 00:29

საზოგადოება

გიორგი კალანდია: ამ ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები არიან აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები და თავიანთი საქმის მაღალი პროფესიონალები

მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ სახელმძღვანელოების ავტორებს, ისინი არიან უმაღლესი პროფესიონალები. ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო. საქართველოს ამ ისტორიის წიგნში, რომელზეც ახლა კამათია, ამ ადამიანებს ისტორიული ფაქტების აღნუსხვის გარდა არაფერი არ გაუკეთებიათ, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

09 დეკემბერი 2021, 00:13

საზოგადოება

გიორგი კალანდია: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ხელოვნების სასახლის ისტორიაში ყველაზე დიდი შემომწირველი და ყველაზე დიდი დონორი არის ბიძინა ივანიშვილი

თამამად შემიძლია გითხრათ და ამის გადამოწმებაც შეიძლება, რომ ხელოვნების სასახლის ისტორიაში ყველაზე დიდი შემომწირველი და ყველაზე დიდი დონორი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერ გავექცევით, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

09 დეკემბერი 2021, 00:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ გარკვეული რეალობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევის გათვალისწინებით

საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ გარკვეული რეალობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევის გათვალისწინებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

09 დეკემბერი 2021, 00:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ისტორიის სახელმძღვანელოს მონაკვეთი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების ინტერპრეტაციის საშუალებას 0 პროცენტით იძლევა

ისტორიის სახელმძღვანელოში 2008 წლის ომის შესახებ არსებულ მონაკვეთთან დაკავშირებით აგორებული კამპანია, ჩემი ვარაუდით, გამიზნული რუსული საქმის კეთება იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რომელია სახელმძღვანელოში არასწორი? ბიძინა ივანიშვილი არ იყო და არ არის მეცენატი?!

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ძალიან აღიზიანებს. რომელია სახელმძღვანელოში არასწორი, ეს ადამიანი არ იყო და არ არის მეცენატი?! არ იყო და არ არის ქველმოქმედი?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის წამებაზე საუბარი არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის

„თუ აინტერესებთ რა არის წამება, ჰკითხონ თავიანთ მაშინდელ მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პენიტენციურ სისტემებში მუშაობდნენ. წამება არის ის, რაც ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე და წამება იყო ის, რის გამოც ის 10 000 ადამიანი მიდიოდა შუაღამეს ნოტარიუსთან და სახელმწიფოს „ჩუქნიდა“ მთელი ცხოვრება ნაგროვებ ქონებას. ეს ხდებოდა წამების საფუძველზე, მაგრამ სააკაშვილის წამებაზე საუბარი და ის, რაც დღეს ხდება, არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის, მათ მომხრეებშიც კი. მათ მხარეს რამე სიმართლე მაინც რომ იყოს, ისინი კარგად შეფუთავდნენ ამ სიმართლეს. პიარი ნამდვილად არის მათი ძლიერი მხარე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ ერთადერთი გზა დარჩათ - წაეყვანათ იქით, თითქოს ის იღებდა ისეთ წამლებს, რომ რაღაც თავის ჭკუაზე ვერ არის

იმ ნაწილში, სადაც სააკაშვილი ამბობს საკუთარ ინტერპრეტაციებს, თუ როგორ ჩადიოდა დანაშაულს სამშობლოს სიყვარულით და ამიტომ ეს დანაშაული არ იყო, სააკაშვილმა ბრალდების მიერ გაჟღერებული ფაქტები დაადასტურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 დეკემბერი 2021, 23:42

მსოფლიო

მალიში მომხდარ აფეთქებას გაეროს შვიდი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა

მალიში მომხდარ აფეთქებას გაეროს შვიდი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა, ხოლო სამი - მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ მალიში გაეროს მისია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თავი დაანებონ ამ ქვეყნის რყევისა და შეჯანჯღარების დაუსრულებელ მცდელობებს

​​​​​​​შესარიგებელიც არაფერია, როგორც ერთ ადამიანს, გულწრფელად ასე მგონია. თავი დაანებონ ტყუილებს, რაღაცეების მოგონებას და მერე ამ მოგონილი ამბებით ვითომ სიბრაზის დემონსტრირებას, თავი დაანებონ ამ ქვეყნის რყევისა და შეჯანჯღარების დაუსრულებელ მცდელობებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2021, 23:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შერიგების დიადი იდეით გამოვიდნენ მაშინ, როცა ყველაფერი წააგეს და მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი აღარ აქვთ

შერიგების დიადი იდეით გამოვიდნენ მაშინ, როცა ყველაფერი წააგეს, არეულობის ყველა სქემა ჩავარდა. ყველაფერი იკადრეს და როცა ზუსტად მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი აღარ აქვთ, ააფრიალეს თეთრი დროშა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

08 დეკემბერი 2021, 23:17

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მთავრობებმა კორონავირუსზე რეაგირების ეროვნული მექანიზმები უნდა გადააფასონ და ვაქცინაციის კამპანია დააჩქარონ „ომიკრონი“ ვარიანტის დასაძლევად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მთავრობებმა კორონავირუსზე რეაგირების ეროვნული მექანიზმები უნდა გადააფასონ და ვაქცინაციის კამპანია დააჩქარონ „ომიკრონი“ ვარიანტის დასაძლევად.

08 დეკემბერი 2021, 22:14

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი: უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენი უწყების მიმართ ბათუ ქუთელიას ბრალდებები უსაფუძვლოა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარტია „დროას” წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბათუ ქუთელიას ბრალდება საქართველოს ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, თითქოს ისინი არ გამოხატავენ უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, უსაფუძვლოა.

ჯასტინ ტრიუდო

08 დეკემბერი 2021, 22:05

მსოფლიო

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამაც გამოუცხადა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამაც გამოუცხადა. ამის შესახებ Twitter-ზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ დაწერა.

08 დეკემბერი 2021, 22:00

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიღებით გაუმჯობესდება პირობები საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

08 დეკემბერი 2021, 21:55

მსოფლიო

ჯო ბაიდენი მოელის, რომ 10 დეკემბრისთვის აშშ და ნატოს, სულ მცირე, ოთხი მოკავშირე და რუსეთი მაღალი დონის შეხვედრების გამოცხადებას შეძლებენ, რათა ნატოსთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება განიხილონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მოელის, რომ 10 დეკემბრისთვის აშშ და ნატოს, სულ მცირე, ოთხი მოკავშირე და რუსეთი მაღალი დონის შეხვედრების გამოცხადებას შეძლებენ, რათა ნატოსთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება განიხილონ.