imedi /  19 ნოემბერი 2021, 21:03 / სანდო წყარო

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტროს წინადადება მიიღო და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შემდეგია: იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და იქ მოთავსებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაზუსტებით ვიცოდეთ, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. ე.წ. რეფიდინგის პროტოკოლი უნდა გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები. ეს უნდა იყოს აქამდე შექმნილი ყველა კონსილიუმის მონაწილეობით. სააკაშვილი დღეს გადაყვანილი იქნება გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უნდა დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, ზუსტ დროს არ ვამბობ, იმიტომ, რომ ამას ითხოვს უსაფრთხოების ზომები. ძალიან ვთხოვ ყველას, ვინც აქ იმყოფება, არ შექმნან აქ შეფერხებები. თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე, რეანიმობილი უბრალოდ არ გამოვა დაწესებულებიდან. ჩვენ მოგვიანებით გავემგზავრებით გორში და მოვახდენთ სააკაშვილის იქ გადაყვანის ინსპექტირებას“, - აღნიშნა გვარამიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 08:05

პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო

საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.

28 მაისი 2026, 08:03

პოლიტიკა

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.

28 მაისი 2026, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან

გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის’’ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.

28 მაისი 2026, 08:00

სამართალი

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა, ამის შემდეგ ის სრული სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, გორიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 03:18

მსოფლიო

ტრამპი: მალე, აშშ და სომხეთი ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ლუიშ მონტენეგრუ

28 მაისი 2026, 03:07

მსოფლიო

პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.

28 მაისი 2026, 02:36

სპორტი

„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა

ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 01:44

მსოფლიო

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:24

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია

პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:18

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა

მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია

მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება

ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

28 მაისი 2026, 00:08

მსოფლიო

POLITICO: პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო

პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN), რომლის წევრიც არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, - წერს გამოცემა POLITICO.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:02

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს

ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:51

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან

მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ

ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი

ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, დიფ სთეითის ხელდასხმული ე.წ. პოლიტ ელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს

ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

დიმიტრი ბიძინაშვილი

27 მაისი 2026, 23:15

პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.