„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის ადვოკატი: ბანკს მივმართავ მომდევნო კვირას, აბსოლუტურად დასაბუთებულად ჩამოვუყალიბებ ჩვენ მოთხოვნებს, რომ სპეკულაციების თემა აღარ არსებობდეს
დიმიტრი ტორაძე
ფოტო: IMEDI
მე ბანკს მივმართავ მომდევნო კვირას, რაზეც ვაცნობებ მედიას და აბსოლუტურად დასაბუთებულად და გარკვევით ჩამოვუყალიბებ ჩვენ მოთხოვნებს, რომ ყოველგვარი სპეკულაციების თემა აღარ არსებობდეს და აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ რატომ ვითხოვთ და გვაქვს თუ არა ამ მოთხოვნის უფლება, იმიტომ რომ ჩვენი მოთხოვნა არის ლოგიკური, დასაბუთებული, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის, იან მალკოლმ ჰოქის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ფინანსურ ინსტიტუტზე ვსაუბრობთ, სააქციო საზოგადოებაზე, მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაზე, ხომ არ ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე და ისეთ ინსტიტუტზე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და საერთოდ არ აინტერესებს მოგება. მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაზე ვლაპარაკობთ და უარს ვამბობთ კაპიტალიზაციაზე - რა ლოგიკაა ამაში.
დავის მოგების შემთხვევაში, ეს ფული უნდა დაუბრუნდეს იმას, ვინც დაზარალდა. ვინ დაზარალდა - სესხი გასცა სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკმა“ და მას უნდა დაუბრუნდეს ეს ფული. შესაბამისად, რაც უფრო მეტი იქნება კაპიტალიზაცია, სააქციო საზოგადოებაში, შესაბამისი ნომინალის მიღებით, მით უფრო მეტი იქნება ჩემი კლიენტის აქციების ფასი. ამ შემთხვევაში, „თიბისის“ იმდენი აქციონერი ჰყავს, რომ 0.21%, კიდევ უფრო მაღალი და კიდევ უფრო დაბალი პროცენტი, ყველა, ყველა ბენეფიციარის, მათ შორის ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის აქციების ნომინალიც მოიმატებს თუ კაპიტალიზაცია 40 მილიონით გაიზრდება. ასე რომ ძალიან ლოგიკურია რომ აქციონერებს აქვთ პირდაპირი ინტერესი გაიზარდოს კაპიტალიზაცია. ეს ის საკითხია, რომელიც სპეკულაციის საგანს, საერთოდ არ ტოვებს“, - განაცხადა ადვოკატმა.
ყველა სიახლე
03 მარტი 2026, 11:43
მსოფლიო
ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ისრაელური მედია ისრაელის თავდაცვის მინისტრზე, ისრაელ კაცზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 მარტი 2026, 11:37
სამართალი
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 მარტი 2026, 11:33
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლა, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
სერიოზულად რომ შევხედოთ საკითხს, ვხედავ სამ მდგენელს, რომელიც ალბათ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო. ერთი არის რომ იარლიყის მიწებება მომხდარიყო ამ ორი ტელევიზიისთვის, ჯამში ამ ორის რეიტინგი რომ აიღო, ფარავს ყველა დანარჩენს და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე მეტი ხალხი უყურებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, რასაკვირველია საზოგადოებრივ აზრზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ბრიტანეთშიც, ბორის ჯონსონი გვიყურებს თურმე, - განაცხადა „პოს ტვ"-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელევიზიისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".
03 მარტი 2026, 11:28
მსოფლიო
მარკო რუბიოს განცხადებით, ირანს თვეში ასზე მეტი რაკეტის წარმოება შეუძლია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანს თვეში ასზე მეტი რაკეტის წარმოება შეუძლია, ხოლო იგივე რაკეტების ჩამოსაგდებად საჭირო შეიარაღება ერთ თვეში ექვსი ან შვიდი ერთეულის სახით იწარმოება.
03 მარტი 2026, 11:25
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: მშობელთა უმეტესობა ამ დროისათვის უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებდნენ პირველი კლასისთვის, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები
მშობელთა უმეტესობა ამ დროისათვის უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებდნენ პირველი კლასისთვის, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე საუბრისას.
03 მარტი 2026, 11:24
მსოფლიო
მელანია ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა
თავისი გამოსვლის დროს, აშშ-ის პირველმა ლედიმ ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობასა და ამ სფეროში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. „ცოდნა ხელს უწყობს სხვების მიმართ ემპათიის განვითარებას, ის ლახავს გეოგრაფიის, რელიგიის, რასის, სქესის და ადგილობრივი ნორმების საზღვრებსაც კი“, - განაცხადა ტრამპმა.
03 მარტი 2026, 11:06
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე საუბრისას.
03 მარტი 2026, 10:57
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს სამხედროებმა დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
03 მარტი 2026, 10:43
პოლიტიკა
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს 3-4 მარტს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
03 მარტი 2026, 10:43
სამართალი
სამართალდამცველებმა 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 მარტი 2026, 10:41
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 მარტი 2026, 10:35
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მათ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო შტაბი გაანადგურეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მათ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო შტაბი გაანადგურეს.
03 მარტი 2026, 10:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
03 მარტი 2026, 10:32
სამართალი
პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 მარტი 2026, 10:31
სამართალი
გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.
03 მარტი 2026, 10:30
საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ფარგლებში ტრენინგ-სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ გახსნა
სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის სამდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ქალბატონებისთვის გაიმართა.
03 მარტი 2026, 10:27
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი: ევროპელო მეგობრებო, თქვენ გზას ასცდით
ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, „Fox News"-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანელი ხალხი ითხოვს ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელიც რელიგიური ნაცისტების მიერ არ იმართება.
03 მარტი 2026, 10:25
ტექნოლოგიები
Apple-მა ახალი ბიუჯეტური ტელეფონი - iPhone 17e წარადგინა
კომპანიამ Apple iPhone 17-ის სერიის ახალი მოდელის, iPhone 17e-ს გამოშვება დააანონსა. სმარტფონი მუშაობს ჩიპზე A19, ექვსბირთვიანი CPU-თი და ოთხბირთვიანი GPU-თი. პლატფორმა გათვლილია Apple Intelligence-თან დაკავშირებული ამოცანების დამუშავებაზე.
03 მარტი 2026, 10:20
მსოფლიო
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩო დრონებით დაიბომბა
საუდის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩო ორი დრონით დაიბომბა. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 მარტი 2026, 10:10
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, მხოლოდ მკურნალობის დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს
ნარკოპოლიტიკასა და შესაბამისი სამკურნალო პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.


