17 მარტი 2022, 12:57 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაური: საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, 2021 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონმდებლებს უწყების ინიციატივების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, 2021 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში. მადლობა მინდა გითხრათ ჩვენი ინიციატივების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. მიმდინარე წელსაც განსახილველად წარმოდგენილი იქნება არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა მინდა გამოვყო „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან არის ნაკარნახევი. თქვენ ყველას გახსოვთ, თუნდაც ბოლო ფაქტი, სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთ ოჯახში მომხდარი ტრაგედია, რომელიც პნევმატიკური იარაღის არასწორმა გამოყენებამ გამოიწვია. შესაბამისად გამკაცრდება პნევმატიკური იარაღის ტარებასა და შენახვასთან დაკავშირებული რეგულაციები. საკანონმდებლო ცვლილებები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ იარაღის კატეგორიებად დაყოფა მოხდება არა იარაღის დანიშნულების და მიზნის მიხედვით, არამედ იარაღის სახე დადგინდება მისი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად. კერძოდ, სამოქალაქო იარაღის სახეებად დაყოფის ძირითად კრიტერიუმად განისაზღვრება იარაღის პარამეტრი - ლულის სიგრძე. გარდა ამისა, იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გახდება ვადიანი. ამასთანავე, პირს მიენიჭება გარკვეული პერიოდულობით მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის უფლება სასროლეთში, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრება იარაღის ბრუნვის წესების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები. მათ შორის, განისაზღვრება სანქციის ახალი სახე - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა. იარაღის უკანონო ბრუნვის პრევენციის მიზნით, პოლიციას მიენიჭება უფლება, პირს მოსთხოვოს მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციაში წარმოდგენა. აღნიშნულის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის ივლისში დაამტკიცა ხმოვანი-აკუსტიკური იარაღის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები. ცვლილების თანახმად, აიკრძალა ხმოვანი იარაღის ტარება და დასახლებულ პუნქტში მისი გამოყენება. დადგენილი წესების დარღვევისთვის დაწესდა საკმაოდ მკაცრი ადმინისტრაციული სანქციები, მათ შორის შესაძლებელი გახდა იარაღის კონფისკაცია. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ხმოვანი -აკუსტიკური იარაღის უნებართვო გამოყენების მაჩვენებელი მინიმუმამდე შემცირდა. დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები საგზაო მოძრაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. მათ შორის, სანქციები გამკაცრდება სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე, სანომრე ნიშნის გარეშე ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვაზე, მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებაზე, ასევე, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული-მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობის წესების დარღვევაზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველა სიახლე

30 აგვისტო 2026, 13:55

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

რიკარდ იოზვიაკი

30 აგვისტო 2026, 12:55

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

30 აგვისტო 2026, 12:34

რეგიონი

ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.

30 აგვისტო 2026, 12:26

სამართალი

შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

30 აგვისტო 2026, 12:20

მსოფლიო

CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 12:15

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.

30 აგვისტო 2026, 12:12

ჯანდაცვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

30 აგვისტო 2026, 11:58

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

30 აგვისტო 2026, 11:45

სპორტი

ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია

ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.

30 აგვისტო 2026, 11:27

მსოფლიო

კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.

30 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

ვლადიმირ პუტინი

30 აგვისტო 2026, 11:18

მსოფლიო

პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას

არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეხვედრისას. ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა თეთრი დათვებს და შემდგომ მოუყვა აუდიტორიას, თუ როგორ ესხმიან ვეშაპები თავს დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინასთან რუსეთის ომს დაუკავშირა.

30 აგვისტო 2026, 11:12

რეგიონი

ლენტეხის სოფელ საყდართან, სარმის დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.

30 აგვისტო 2026, 11:11

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნის პარალელურად, ფედოროვი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს

მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ ყოფილი მინისტრი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფედოროვის დანიშვნა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს მრჩევლად მის ყოფილ თანამდებობასთან შეუთავსებელი არ არის.

30 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს. შეხვედრის დროს თურქმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების, ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნვლელყოფის აუცილებლობას და ელჩს შესაბამისი გაფრთხილებები გასცეს.

30 აგვისტო 2026, 10:14

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ტიბეტში დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3044 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ამასთან, მაშველები მდინარის დონის აწევის გამო უფრო შემაღლებულ მაღალ ადგილებში გადავიდნენ. როგორც ცნობილია, პარასკევის შემდეგ სამაშველო ოპერაციები რამდენჯერმე შეჩერდა ცუდი ამინდის და საფრთხის გამო, რომ ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე ოთხშაბათს მყინვარის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ შესაძლოა ახალი წყალდიდობა გამოიწვიოს მას შემდეგ.

30 აგვისტო 2026, 09:46

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 96-ე კმ-ზე - სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

30 აგვისტო 2026, 09:42

რეგიონი

საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილ ვადაზე ადრე დასრულდა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 09:00 საათიდან უკვე აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეზღუდული იყო.

ალექსანდრ სტუბი

30 აგვისტო 2026, 09:39

მსოფლიო

ალექსანდრ სტუბი: ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს.

29 აგვისტო 2026, 22:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.