28 აპრილი 2022, 14:05 / სანდო წყარო

გენპროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გაუხსნეს.
დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა.

მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის მიზნით, მიღებული შემოსავლები, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიული პირის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, ბრალდებულების საკუთრებაში არსებული ოთხი ძვირადღირებული უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა. პროკურატურის მიერ ჩატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2026, 10:32

საზოგადოება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ რუსთავში ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა

შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობისა და მომხმარებელთა ინტერესებზე მისი გავლენის შესახებ - როგორ უწყობს ხელს კონკურენტული გარემო უკეთესი ფასისა და ხარისხის შეთავაზებას. მან ასევე გააცნო კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 10:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების ფარგლებში გაჟღერდება, თუ რა არის ქართული საზოგადოების ნება - პარტნიორული ურთიერთობები გვექნება ყველასთან, ვინც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს

საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

ტეილორ სვიფტი

23 სექტემბერი 2026, 10:02

კულტურა

ტეილორ სვიფტმა ახალი სიმღერა დააანონსა

„სულმოუთქმელად ველოდებოდი შესაძლებლობას, თქვენთვის მეთქვა: ჩემი ახალი სინგლი Patient Zero 25 სექტემბერს გამოვა“, - დაწერა სვიფტმა სოციალურ ქსელში.

23 სექტემბერი 2026, 09:55

ეკონომიკა

საქართველოს ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ეწვივნენ

ინფოტურის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს ცნობილი ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი (Sun Yi) ეწვია. მოგზაურობისას მან თბილისი, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი და გერგეტის სამება მოინახულა.

23 სექტემბერი 2026, 09:39

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

უკრაინის დედაქალაქში დარტყმები რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა. სოლომენსკის რაიონში ხანძარი სატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა. გოლოსეევსკის რაიონში ცეცხლი სასაწყობო ფართობს გაუჩნდა, რუსული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა ავტოგასამართი სადგურიც.

23 სექტემბერი 2026, 09:27

მსოფლიო

ზელენსკიმ და სიბიგამ ევროკავშირი ​უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნის გამო გააკრიტიკეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნას „თვითმკვლელური“ უწოდა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის დაბომბვას გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურადაც აგრძელებს, „ცალკეული რუსი ოლიგარქების სანქციების სიიდან ამოღების სიგნალები კონტრპროდუქტიულია“. ზელენსკიმ დასძინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მზაობა გამოთქვა, იმუშაოს სანქციების სიაში დამატებითი გვარების შეყვანაზე.

23 სექტემბერი 2026, 09:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა

შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის და საავიაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, COSCO SHIPPING Holdings -ის გენერალური მენეჯერი ლი ძი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

მარკო რუბიო

23 სექტემბერი 2026, 09:13

მსოფლიო

მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება

„ამ ეტაპზე ენერგეტიკული შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ეს ომი არცერთ მხარეს არ აწყობს, ამიტომ მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში ის, რაც ლოგიკურია, ყოველთვის არ ხდება,“ - აღნიშნა რუბიომ.

23 სექტემბერი 2026, 08:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 სექტემბერს საქართველოში

23 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 08:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „კორძის“ კონცერტზე: დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს

დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 სექტემბერი 2026, 08:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „კორძის“ კონცერტზე: რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველას, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, ხელი უნდა შეუწყონ

რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველა ის, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, მათ ხელი უნდა შეუწყონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

23 სექტემბერი 2026, 08:14

მსოფლიო

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

დოკუმენტი ვაშინგტონს კუნძულის უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ საჭიროებებზე მუდმივ კონტროლს ანიჭებს. ამასთან, ვაშინგტონის წერილობითი თანხმობის გარეშე არც ერთ სხვა ქვეყანას სამხედრო ბაზის ან ძალების ყოლის უფლება არ ექნება.

23 სექტემბერი 2026, 08:10

რეგიონი

ქობულეთში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ქობულეთში ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.

23 სექტემბერი 2026, 08:08

საზოგადოება

თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა

თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში საუდის არაბეთის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

23 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ეწვევა

კანონმდებლები ერთობლივი აუდიენციის ფარგლებში არაერთ საკითხს განიხილავენ. ისაუბრებენ საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების კონტექსტში.

ემანუელ მაკრონი

23 სექტემბერი 2026, 01:05

მსოფლიო

მაკრონი რუსეთსა და უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების „ორმხრივი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „რუსეთი საკუთარი განცხადებების პირისპირ დააყენოს“ და გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს „ორმხრივი მორატორიუმი“ რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

23 სექტემბერი 2026, 00:26

მსოფლიო

„მსოფლიო ხუთზე მეტია“ - ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის შესახებ თავისი მრავალწლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა.

23 სექტემბერი 2026, 00:12

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა

მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გაზსა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, ასევე მდინარე დნესტრში წყლის დონის კლება გახდა.

გიტანას ნაუსედა

23 სექტემბერი 2026, 00:03

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთმა ომი უკვე წააგო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მკაცრად დაგმო ვლადიმირ პუტინის შეჭრა უკრაინაში და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი უკვე პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება.

ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერი 2026, 23:52

მსოფლიო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“.