11 მაისი 2022, 14:20 / სანდო წყარო

ნარკოდანაშაულისთვის, თბილისსა და რეგიონებში 17 პირი დააკავეს - მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ქუთაისში, აჭარასა და კახეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 1996 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ რ.ფ.-ს, 1984 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ე.ა.-ს, 1981 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, 1986 წელს დაბადებულ ი.თ.-ს, 1996 წელს დაბადებულ თ.მ.-ს, 1974 წელს დაბადებულ ვ.ბ.-ს, 1981 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს: 1984 წელს დაბადებულ ჰ.კ.-ს და 1986 წელს დაბადებულ მ.ნ.-ს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ი.დ., 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ჩ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ა.მ. და 2002 წელს დაბადებული დ.კ. 1985 წელს დაბადებულ, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ც.ღ.-ს, 1976 წელს დაბადებულ ვ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ რ.გ.-ს კი ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ვ.ბ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2945 აბი ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლი", 2586 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი", სარეალიზაციოდ გამზადებული და 71 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი , „გეკოს" სისტემის იარაღი, ხელყუმბარა, 305 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 7 მჭიდი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ თბილისში კიდევ ერთი დაკავებული პირი - ა.მ. ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. იგი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დედაქალაქის კონკრეტულ უბნებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებას“, - აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, პოლიციამ ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, 10 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

„ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები - ჰ.კ. და მ.ნ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ვიდეოგადაღება. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისათვის მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქუთაისში დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა დ. კ.-მ, შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკი ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა. სამართალდამცველებმა დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი ბათუმში, ბრალდებული ც.ღ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინსა“ და „ბუპრენორფინს" შეიცავს. რაც შეეხება ი. დ.-ს და ს.ჩ.-ს, აჭარის პოლიციამ მათ მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 23 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.

„სამართალდამცველებმა, ი.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 312 ერთჯერადი გამოყენების შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი სითხით. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს რ.ფ.-სა და ე.ა.-სგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული. კახეთის პოლიციის მიერ კიდევ ერთი დაკავებულის - რ.გ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მე-8 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

27 აგვისტო 2026, 19:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, ხელისუფლების და ქართველი ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა

იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო საქართველოში მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

27 აგვისტო 2026, 19:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო „ფუძეობა“, რომელიც არაჩვეულებრივი დღესასწაულია, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს

აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე, - გაუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

27 აგვისტო 2026, 19:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე, ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ქვეყნის განვითარებაზე

მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

27 აგვისტო 2026, 18:58

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის ძალების ევროპაში განლაგების შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებული ანალიზი პიტ ჰეგსეტს გადაწყვეტილების მიღების, სულ მცირე, ოთხ ვარიანტს შესთავაზებს - ნატოს მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს ივნისში გამოცხადებული ექვსთვიანი ანალიზი, რომელმაც, შესაძლოა, ევროპაში განლაგებული ამერიკული კონტინგენტის მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს

აშშ-ის თავდაცვის ძალების ევროპაში განლაგების შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებული ანალიზი თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს გადაწყვეტილების მიღების, სულ მცირე, ოთხ ვარიანტს შესთავაზებს. Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ეს 6 ნოემბრამდე მოხდება.

კეროლაინ ლევიტი

27 აგვისტო 2026, 18:45

მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივანი: აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

27 აგვისტო 2026, 18:41

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: მოდულური სკოლები დროებითი ინფრასტრუქტურაა, რომელიც მოსწავლეებს სხვა სკოლაში გადაყვანის საჭიროებას მაქსიმალურად შეუმცირებს

„მინდა გამოვეხმაურო იმ რეაქციებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოდულური სკოლების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ყველას მოვუწოდებ, სანამ რაიმე კომენტარს ან კრიტიკულ დასკვნას გააკეთებენ, კარგად გაეცნონ გავრცელებულ ინფორმაციას. თუ რამე დამატებით განმარტებას საჭიროებს, ჩვენ მზად ვართ, ეს დეტალურად ავხსნათ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

27 აგვისტო 2026, 18:36

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

27 აგვისტო 2026, 18:28

საზოგადოება

თბილისში ისტორიული ქორწინების სახლის, ე.წ. კონკას რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„კონკას“ განახლების მიზანი ავარიული შენობის ახლით ჩანაცვლება, შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და სივრცის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობაა.

27 აგვისტო 2026, 18:09

რეგიონი

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭაში საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს.

ფაბიენ მანდონი

27 აგვისტო 2026, 17:46

მსოფლიო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ფაბიენ მანდონის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან თავდაცვით იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 17:34

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა

ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 17:25

სამართალი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. ერთ-ერთი მოწმე ლილუაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იყო, რომელიც ვერ იხსენებს მიქაუტაძის სუსში მისვლას.

27 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა.

რატკო მლადიჩი

27 აგვისტო 2026, 17:17

მსოფლიო

Reuters: ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოსნიელი სერბების საჯარისო შენაერთის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 17:11

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.

ლევან მაჭავარიანი

27 აგვისტო 2026, 17:03

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

27 აგვისტო 2026, 16:56

მსოფლიო

Bloomberg: ხორბლის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება

ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 16:35

რეგიონი

იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

27 აგვისტო 2026, 16:30

საზოგადოება

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს კობა კობალაძე და გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ. გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე მონაწილეებს მიესალმა და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა.

27 აგვისტო 2026, 16:26

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.