პროკურატურის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ფოტო: გენერალური პროკურატურა
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ამ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. ამ ნაწილში, ნ.გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.
ნალოგიურად, ტელეკომპანია რუსთავი-2-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. ამ შემთხვევაშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. კახაბერ დამენიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.
რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალი ედებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.
კახაბერ დამენიას ბრალი ედებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.
ზურაბ იაშვილს ბრალი ედებოდა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2015 წლის 16 იანვარს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის თანახმადაც, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა შპს ,,ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.
2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95%-ს ითხოვდა შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“, ხოლო დარჩენილ თანხას, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უტოვებდა ამ უკანასკნელ საწარმოს.
მას შემდეგ, რაც 2015 წლის 05 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების აშკარა უგულებელყოფითა და მის საწინააღმდეგოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ ყოველთვიურად მხოლოდ კომპანია შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყეს.
2015 წელს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის რეალიზაციიდან შპს „ინტერ მედია პლიუსის“ მისაღებმა შემოსავალმა შეადგინა 48 014 847 ლარი, საიდანაც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს გადაუხადა მხოლოდ 36 467 000 ლარი, რაც 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე მიღებულ თანხებთან შედარებით 6 763 509 ლარით ნაკლები იყო. შედეგად, ნ.გვარამიამ და კ.დამენიამ, 2015 წლის მეორე ნახევარში, შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს.
შპს „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით - 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის - ზურაბ იაშვილის მეშვეობით, ხსენებული კომპანიისაგან უკანონოდ მიიღო შესაბამისი სარგებელი - უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, ქ.თბილისი, მუხაძის ქუჩაზე მდებარე 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით - 238,74 კვ.მ
ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ უძრავი ქონებების უკანონოდ მიღების შემდეგ, განიზრახა დანაშაულებრივად მიღებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა. შედეგად, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამდენიმე თვეში, 2017 წლის ივლისში და სექტემბერში ორივე საცხოვრებელი ბინა, გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 602 521 ლარის შემოსავალი.
გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის თებერვალში, ნ. გვარამიამ ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ (პორშეს ცენტრი) ხელმძღვანელებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, შესთავაზა, რომ მათგან ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ, რაც მასთან დაკავშირებული სარეკლამო სააგენტო შპს ,,პროესკო მედიას“ მეშვეობით განხორციელდებოდა.
შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S”-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.
2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანიამ განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი - ,,Porche Macan S”.
ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:57
სპორტი
„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს
„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.
11 ივლისი 2026, 20:00
სპორტი
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.
11 ივლისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.
11 ივლისი 2026, 18:44
სამართალი
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.
11 ივლისი 2026, 18:39
საზოგადოება
ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება
ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.
11 ივლისი 2026, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ
ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.


