29 ივნისი 2022, 11:45 / სანდო წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა, მათ შორის 3 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისსა და შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, მათ შორის 3 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკორეალიზაციისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

„ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1993 წელს დაბადებული ნ.მ. და 1992 წელს დაბადებული ხ.კ. და 1980 წელს დაბადებული ლ.ტ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის არიან დაკავებული 1993 წელს დაბადებული ლ.შ. და 1991 წელს დაბადებული ი.ა.

1963 წელს დაბადებული თ.გ. კი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს - 1987 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფ.ზ.-ს, იგი სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკორეალიზაციისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებთ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ,
ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა. ასევე, ბრალდებულების მითითებით ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული ნარკოტიკი.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ჯამში ამოღებულია: 33 შეკვრა "კოკაინი", 155 გრამი "მეტადონი", 85 გრამზე მეტი "ჰეროინი", 1 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი", 83 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება ,,ლსდ“, 295 აბი "სუბუტექსი", 1040 აბი "ოქსიკოდონი" და 690 აბი "ლირიკა".

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

14 მაისი 2026, 14:20

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერი არ არის, ბოლო წლები ჩვენ ვნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა

ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მათთვის არასასურველი ხმები გააჩუმონ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

14 მაისი 2026, 14:13

მსოფლიო

რუსეთმა კიევი დაბომბა. დაიღუპა 5 და დაშავდა 40 ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქი დაბომბა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40 დაშავდა, მათ შორისაა ერთი თვის ჩვილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შიო მესამე

14 მაისი 2026, 14:07

საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღეს - 17 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, სამების ტაძარში აღავლენს პირველ სადღესასწაულო წირვას, რომელსაც ეკლესიების დელეგაციები დაესწრებიან

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცეებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

კრისტო ფერნანდესი

14 მაისი 2026, 14:05

სპორტი

„ტედ ლასოს“ ვარსკვლავი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა⚽

„ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრებისა და იდენტობის უდიდესი ნაწილი. სადაც არ უნდა წავეყვანე ცხოვრებას, პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობის ოცნება გულიდან არასდროს გამქრალა. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა ფერნანდესმა.

დავით ქართველიშვილი

14 მაისი 2026, 14:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას

სანამ ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში ოცნებობს საქართველოში „რეჟიმის შეცვლაზე“, ამზადებს სანქციების პაკეტებს, იმუქრება „იზოლაციით“, სავიზო რეჟიმის შემოღებით და მაღალი ევროტრიბუნებიდან თბილისს ასწავლის, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას „სწორად“ - თავად ევროპა, „დომინოს" პრინციპით პოლიტიკური "სტაბილურობის" მართლაც უნიკალურ მაგალითებს გვიჩვენებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

14 მაისი 2026, 14:01

საზოგადოება

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება

„17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე

14 მაისი 2026, 13:45

პოლიტიკა

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა საკუთარი პარტიის აქტიურობით, თუმცა ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა, სინამდვილეში საკუთარი პარტიის აქტიურობით, თუმცა ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს.

შიო III

14 მაისი 2026, 13:41

საზოგადოება

ანტიოქიის პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს მისალოც წერილს უგზავნის - ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და საქართველოს ეკლესიისთვის, რომელთანაც ქრისტიანობის გარიჟრაჟიდან ისტორიული კავშირები გვაკავშირებს

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი იოანე მე-X შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.

14 მაისი 2026, 13:40

კულტურა

სტოკჰოლმში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა

„ღონისძიებას, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, 500-მდე მაყურებელი დაესწრო. სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულდა 20-ზე მეტი ნომერი. კონცერტის ფარგლებში, საელჩოს მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ოფიციალური მიღებაც გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ შვედეთის სამეფო კარის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ასევე მედიის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:30

პოლიტიკა

შათირიშვილი: ბუნებრივია, თავისუფალი მედია სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც მასიურად ატყუებენ ამომრჩეველს

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

14 მაისი 2026, 13:28

მსოფლიო

The Wall Street Journal: პენტაგონმა ევროპაში დამატებითი ჯარების გადასროლა მოულოდნელად შეაჩერა

აშშ-მა ევროპაში დამატებითი ჯარების განლაგების პროცესი ყველასთვის მოულოდნელად შეაჩერა, რაც კონტინენტზე ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

14 მაისი 2026, 13:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:24

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა, მორიგი თავდასხმა იმ მედიასაშუალებებზე, რომლებიც „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის დავალებებს არ ასრულებენ

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს“, „პოსტ ტვ“-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, - ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:22

პოლიტიკა

შათირიშვილი: ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს

„დიფ სთეითის“ გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:20

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს. ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

14 მაისი 2026, 13:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტ მაურიციო გასპარისთან.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:17

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს“, „პოსტ ტვ“-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

14 მაისი 2026, 13:10

ტაბლოიდი

Metallica-ს კონცერტმა საბერძნეთში მცირე მიწისძვრა გამოიწვია

ადგილობრივი მედიის ცნობით, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ კონცერტს 80 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ჯგუფის გამოსვლის დროს, მიწისძვრების მონიტორინგისთვის განკუთვნილმა სპეციალურმა მოწყობილობებმა უმნიშვნელო მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირეს.

გივი მიქანაძე

14 მაისი 2026, 13:07

საზოგადოება

გივი მიქანაძე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მარკო რუბიო

14 მაისი 2026, 13:02

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩინეთს აქვს გეგმა, მათ სჯერათ რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იქნებიან. ჩინეთის შეკავებას არ ვცდილობთ, მაგრამ ჩვენს ხარჯზე ვერ აღზევდებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთს აქვს გეგმა, პეკინს სჯერა, რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იქნება.