პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებისა და რესპონდენტის დაშანტაჟების სავარაუდო მცდელობის გამო, „TV პირველის“ წინააღმდეგ, საგამოძიებო უწყებას მიმართავენ
გელა ნიკოლაიშვილი და ვატო შაქარიშვილი
ფოტო: Facebook
საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“ „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ, რესპონდენტის - გიორგი შარაშიძისა და სხვა პირების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შენახვისა და გავრცელების, ასევე, რესპონდენტის დაშანტაჟების სავარაუდო მცდელობის გამო, დღეს საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართავს.
საქმის მასალებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცემენ.
„ნოდარ მელაძის „შაბათმა“, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ცილისწამებითაა ცნობილი და რომელიც ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებლის, გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ შესახებ, მისი და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მიზნით, ასევე, თითიდან გამოწოვილ სიუჟეტს ამზადებდა, კიდევ ერთი ეპიზოდი შემოგვთავაზა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა რესპონდენტისგან - გიორგი შარაშიძისგან, შესაბამისი, სასურველი პასუხები და მოისმინა სიმართლე, ფაქტები და არგუმენტები, მან განზრახ თუ გაუაზრებლად, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და რესპონდენტს, რომლისთვისაც მთელი ინტერვიუს განმავლობაში ცდილობდა, მიეთითებინა, რომ მის ხელთ არსებულ გარკვეულ დოკუმენტებში, რომელსაც ის საიდუმლო ფაილებს უწოდებდა, იყო გიორგი შარაშიძისა და საქმის სხვა ფიგურანტი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. ინტერვიუს განმავლობაში, ის [ჟურნალისტი] სთხოვდა, ჩაეხედა ამ დოკუმენტებში, ენახა, გაცნობოდა და მხოლოდ მას შემდეგ გაეგრძელებინა ჟურნალისტთან საუბარი. ეს მიუთითებს, რომ ხელშეუხებელი ინფორმაციის ნახვის შემდეგ, ცდილობდა, მისგან სასურველი პასუხები მიეღო, ანუ რესპონდენტი დაეშანტაშებინა, რაც უმძიმესი, უბინძურესი დანაშაულია“, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, არსებობს ჟურნალისტისა და გიორგი შარაშიძის მიმოწერის ამსახველი მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ ჟურნალისტი რესპონდენტის დაშანტაჟებას ცდილობდა. ვატო შაქარიშვილი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“ ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა „TV პირველის“ ჟურნალისტის მხრიდან რესპონდენტის შანტაჟის მცდელობა დაუსჯელი არ დარჩეს.
„ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში მოვუწოდებდით სამართალდამცველ ორგანოებს, მობრძანებულიყვნენ, დაელუქათ და წაეღოთ ეს მასალები, რადგან ის სიბინძურეს შეიცავს. დღეს ჩვენ ვაპირებთ, თავად წარვადგინოთ ეს ე.წ. დოკუმენტები შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებში. ეს უმძიმესი დანაშაულია. მინდა, ძალიან მოკლე ვიდეო შემოგთავაზოთ, რომელსაც თან მიმოწერის ე.წ. სქრინები ახლავს, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენ საერთოდ არ გვექნებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ დოკუმენტების შიგთავსი, რომ არა ჟურნალისტის ისტერიული მიმოწერა რესპონდენტთან - გიორგი შარაშიძესთან, რომელსაც ამ დოკუმენტების დაბრუნებას სთხოვდა. ეს ადასტურებს, რომ მთელი ინტერვიუს განმავლობაში, ის ადამიანის დაშანტაჟებას ცდილობდა“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
ყველა სიახლე
09 აპრილი 2026, 17:23
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ეს არის მათი არასერიოზული დამოკიდებულება საკითხისადმი მაშინ, როდესაც ისინი აახლებენ ინფორმაციას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე, მაინცდამაინც საქართველოსთან დაკავშირებით ისევ ზურაბიშვილი ჰყავთ მოხსენებული პრეზიდენტად
ეს არის მათი არასერიოზული დამოკიდებულება საკითხისადმი მაშინ, როდესაც ისინი აახლებენ ინფორმაციას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე, მაინცდამაინც საქართველოსთან დაკავშირებით ისევ ზურაბიშვილი ჰყავთ მოხსენებული პრეზიდენტად. ეს გვაგონებს ევროპარლამენტარების აბსურდულ რეზოლუციებს, სადაც ასევე წერია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა დღეს 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩის მისვლაზე საუბრისას.
09 აპრილი 2026, 17:23
მსოფლიო
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედროები უნგრეთის დედაქალაქის რუკასთან დგანან და ბუდაპეშტში, სავარაუდოდ, მაიდნის მსგავს საპროტესტო აქციას გეგმავენ
სოციალურ ქსელ X-ში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედროები უნგრეთის დედაქალაქის რუკასთან დგანან და ბუდაპეშტში, სავარაუდოდ, მაიდნის მსგავს საპროტესტო აქციას გეგმავენ.
09 აპრილი 2026, 17:13
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ელჩ ფიშერზე: შეუძლებელია, რომ ვინმემ ჩათვალოს ეს ადამიანი გულწრფელად, როდესაც ის 9 აპრილის მემორიალთან მიდის და ამ დროს მხარს უჭერს და ახალისებს რადიკალებს
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ხომ უწოდებს საკუთარ თავს პრეზიდენტს? როგორც ჩანს, ქართველი ხალხის არჩევანსა და გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს. მაშინ, როდესაც ისინი სირიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს მომენტალურად ასახავენ ხოლმე, იმ ქვეყნის წარმომადგენლებს ეპატიჟებიან და ხვდებიან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. რა თქმა უნდა, არც არის გასაკვირი, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებდნენ“, - განაცხადა გორდულაძემ.
09 აპრილი 2026, 17:08
საზოგადოება
მეუფე შიო: გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას
გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას. დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ის ყველაფერი, რაც ღვთის მადლით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონებისთვის, ფერისცვალებისთვის, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას.
09 აპრილი 2026, 17:07
მსოფლიო
მედია: მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში მომლოცველებისთვის გაიხსნა
იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს მომლოცველებისთვის გაიხსნა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 16:52
მსოფლიო
პესკოვი: პუტინს უკრაინაში სააღდგომო ზავთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია
კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში სააღდგომო ზავთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 16:46
რეგიონი
ხულოს მერმა, პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
09 აპრილი 2026, 16:44
რეგიონი
სულხან თამაზაშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ასევე, აჭარის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 16:34
მსოფლიო
CNN: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ისრაელის გენშტაბის ყოფილი უფროსის ტელეფონი გატეხეს
ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-ლეიტენანტის ჰერცი ჰალევის ტელეფონში შეაღწიეს და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 16:21
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 16:11
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან - პრივატიზებული აქვთ ის ღირებულებები, რომლებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ, დასჯადი უნდა გახდეს ის ქმედებები, რაც დღეს რუსთაველზე ვნახეთ
გიორგი გამსახურდია, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი რადიკალების მცირერიცხოვანი ჯგუფის ქმედებებს სოციალურ ქსელში აფასებს.
09 აპრილი 2026, 16:03
ეკონომიკა
პაატა კოკაია: მსგავსი შეხვედრები ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი
საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
09 აპრილი 2026, 16:02
საზოგადოება
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
09 აპრილი 2026, 16:01
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: პირი, რომელიც რუსთაველზე ცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. დღეს კი მონას ეძახდნენ და იქ არ უშვებდნენ ეს მართლა მონები
რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და 9 აპრილის მონაწილეზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
09 აპრილი 2026, 15:59
რეგიონი
ახალციხეში 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ქალაქ ახალციხეში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლისთავი აღნიშნეს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 15:56
მსოფლიო
Reuters: ირანში ომის გამო ნავთობის გაყიდვით მიღებული რუსეთის შემოსავალი აპრილში 9 მილიარდ დოლარამდე გაორმაგდება
ნავთობიდან მიღებული რუსეთის შემოსავლები აპრილში გაორმაგდება და 9 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 15:39
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი
დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
09 აპრილი 2026, 15:25
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 15:19
რეგიონი
ხაშურში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა შვილებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
09 აპრილი 2026, 15:18
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


