15 ივლისი 2022, 11:53 / სანდო წყარო

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე: გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შემხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთის ზომა

ლაშა ჩხიკვაძე

ლაშა ჩხიკვაძე

მას შემდეგ რაც, მე ნიკა გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნათქვამია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მას შემდეგ რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ის, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები (ანუ რომელიც მე თითქოსდა დავუშვი), გადავწყვიტე გავაკეთო შემდეგი განცხადება: როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარ ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში?

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავ შემდეგს:

რა თქმა უნდა სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და მით უფრო, პოლიტიკური ინტერესი არ გამაჩნია ბრალდებულების მიმართ, თუმცა, ჩემი შეფასებით, ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და რომელიც აუცილებლად გაძლიერდება (ამის პირადი გამოცდილება სამწუხაროდ გამაჩნია).

მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან(ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი.

ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო, და არ მინდა რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ.

დაბოლოს, მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე", - წერს ლაშა ჩხიკვაძე.

ყველა სიახლე

გიორგი ჩაკვეტაძე

12 აგვისტო 2026, 09:11

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ბარამიძის განცხადებაზე: ის, რაც ამ ვაჟბატონმა იკადრა, არის წარმოუდგენელი ტიპის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსი, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის, იმ ვეტერანების, რომლებმაც იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზი ტყვეების თითქოს და დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

12 აგვისტო 2026, 09:03

საზოგადოება

დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი გავიდა

905 წელი დიდგორის ბრძოლიდან. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2026“ გაიმართება.

12 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინელებმა ნოვოროსიისკი და ოკუპირებული ყირიმი დაბომბეს

უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს დრონებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 03:13

მსოფლიო

The New York Times: ომის მსვლელობასთან ერთად ირანი უფრო დახვეწილ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა - მან აითვისა, თუ როგორ აარიდოს თავი ამერიკულ საჰაერო თავდაცვას, პარალელურად კი საბრძოლო მოქმედებების არეალი თითქმის მთელ ახლო აღმოსავლეთზე გააფართოვა

გასულ თვეს, ხუთი დაძაბული დღის განმავლობაში, ირანმა იორდანიაში მდებარე სამ ამერიკულ ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით იერიშები მიიტანა, იმ იმედით, რომ აშშ-ის მძლავრ საჰაერო თავდაცვას გაარღვევდა - თანამედროვე რაკეტების გამოყენებით, რომელთაც კურსის მკვეთრად შეცვლა შეუძლიათ, ირანმა ბაზების თავდაცვის სისტემები საგრძნობლად დააზიანა, რამაც ამერიკელები აიძულა, Patriot-ის რაკეტების მცირე მარაგები თითქმის სრულად ამოეწურათ, მეხუთე დღეს ირანელებმა საჰაერო თავდაცვა მაინც გაარღვიეს, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „როგორ მოარგო ირანმა თავისი თავდასხმები აშშ-ის საბრძოლო მასალის შემცირებას“.

12 აგვისტო 2026, 02:48

მსოფლიო

The Times: ბრიტანელი მაღალჩინოსნები და დიპლომატები შეშფოთებულნი არიან მოსკოვსა და ლონდონს შორის კომუნიკაციის ნაკლებობით და იმ რისკით, რომ ღია ზღვაში მომხდარი უბრალო გაუგებრობა შესაძლოა რუსეთთან უფრო ფართომასშტაბური კონფლიქტის საბაბი გახდეს

გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, ბრიტანელი მაღალჩინოსნები და დიპლომატები შეშფოთებულნი არიან მოსკოვსა და ლონდონს შორის კომუნიკაციის ნაკლებობით და იმ რისკით, რომ ღია ზღვაში მომხდარი უბრალო გაუგებრობა შესაძლოა რუსეთთან უფრო ფართომასშტაბური კონფლიქტის საბაბი გახდეს.

დონალდ ტრამპი

12 აგვისტო 2026, 02:02

მსოფლიო

ტრამპი: Medicaid-ი არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებსა და ჰორმონოთერაპიას აღარ დააფინანსებს - არ დავაფინანსებთ იმას, რომ ჩვენმა უდანაშაულო ბავშვებმა გაიარონ ეს ბარბაროსული პროცედურები, უბრალოდ წარმოიდგინეთ ყველა ის პატარა, უდანაშაულო და, შესაძლოა, გზააბნეული ბავშვი, რომელიც ამას გადაურჩება

დღეს, ჩემი მითითებით, მეჰმეთ ოზმა გამოაცხადა, რომ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა Medicaid-ი არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებსა და ჰორმონოთერაპიას აღარ დააფინანსებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 აგვისტო 2026, 00:32

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად.

12 აგვისტო 2026, 00:12

საზოგადოება

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს

საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დიდგორობას ულოცავენ.

12 აგვისტო 2026, 00:01

სპორტი

სპორტის მინისტრი „იბერია 1999-სა“ და „ლარნეს“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას „ევროპა ლიგის“ III საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „იბერია 1999-მა“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნეს“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველი მატჩი „იბერია 1999-მა“ „ლარნეს“ წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 23:56

რეგიონი

ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს 40 ზუგდიდელი ახალგაზრდა შეუერთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი იდეები მოისმინა. მერმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 23:42

სპორტი

ირაკლი კობახიძე: 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ს“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნესთან“ გამარჯვებას ულოცავს.

11 აგვისტო 2026, 23:12

მსოფლიო

უკრაინელების მიმართ აგრესიის ზრდის ფონზე, ევროკომისია პოლონეთს ევროკავშირის პრინციპებზე მიუთითებს

პოლონეთში მყოფი უკრაინელები აგრესიის ფაქტებზე პოლიციას სულ უფრო ხშირად მიმართავენ, ევროკომისია კი აცხადებს, რომ ევროკავშირის წესების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ პასუხში „რადიო თავისუფლების“ შეკითხვაზე.

11 აგვისტო 2026, 22:58

მსოფლიო

გაეროს წარმომადგენლი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია

გაეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია.

11 აგვისტო 2026, 22:45

მსოფლიო

Sky News: ლონდონში წყალსადენის მილების გასკდომის გამო 10 000-მდე ოჯახი წყლის გარეშე დარჩა - წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანების შეკეთება „მოსალოდნელზე ბევრად რთული აღმოჩნდა“

ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში წყალსადენის ორი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხება გამოიწვია - არსებული მონაცემებით, ჩიგველის რაიონში 10 000-მდე ოჯახს წყალი საერთოდ არ მიეწოდება ან დაბალი წნევით მიეწოდება, - წერს Sky News-ი.

11 აგვისტო 2026, 22:39

სპორტი

22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა

22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ზურაბ შამუგია

11 აგვისტო 2026, 22:24

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია: უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს

უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს, - განაცხადა აფხაზეთის ომის ვეტერანმა ზურაბ შამუგიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 აგვისტო 2026, 22:20

მსოფლიო

ზელენსკი: დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.

11 აგვისტო 2026, 21:57

სპორტი

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ინგლისის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

11 აგვისტო 2026, 21:48

საზოგადოება

დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს „მოგზაურთა საერთაშორისო ჯილდო“ მიენიჭა და საქართველოს საუკეთესო ისტორიულ და კულტურულ მუზეუმად დასახელდა. პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსა და ბრენდებს აერთიანებს.

11 აგვისტო 2026, 21:43

საზოგადოება

ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საზღვარგარეთ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება სასურველ პროფესიას.