იურიდიულმა კომპანიამ, MKD-მ Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ შვეიცარიულ მედიაში პრესრელიზი გაავრცელა
ფოტო: Facebook
იურიდიულმა ფირმა MKD-მ შვეიცარიულ მედიაში Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ პრესრელიზი გაავრცელა.
„იმედინიუსი“ MKD-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.
„2022 წლის 7 ივლისს იურიდიული ფირმის „ემ-ქეი-დი“ მიერ გამოქვეყნდა პრეს-რელიზი, რომელიც ბანკისა და მისი სატრასტო სტრუქტურების მხრიდან კლიენტის მიმართ არსებულ ვალდებულებათა იმგვარ დარღვევებს შეეხებოდა, რომლებსაც არათუ გამართლება, არამედ ახსნაც კი არ გააჩნია. მოცემულ პრეს-რელიზში ვაცხადებდით, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში არის და რომ მისი მოქმედებები ანგრევს არათუ უშუალოდ Credit Suisse-ის იმიჯს, არამედ ლახავს მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოს რეპუტაციას.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პრეს-რელიზში გაცხადებული ინფორმაცია მიწოდებოდა შვეიცარიულ საზოგადოებასაც, უფრო კონკრეტულად კი, მომხდარიყო მიმართვა შვეიცარიელი კანონმდებლებისა და ფინანსური მარეგულირებლისთვის, რათა მათ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, დაეცვათ ის სისტემა, რომელზეც, დიდწილად დგას შვეიცარიის ეკონომიკა და რომელსაც შეგნებულად, არაერთგზისი და განგძობადი დარღვევებით, მიზანმიმართულად ანგრევს Credit Suisse-ი და მისი მენეჯმენტი. უცვლელად გთავაზობთ ჩვენ მიერ შვეიცარიული მედიისთვის გაზიარებულ ტექსტს, რომელიც, დიდწილად, 2022 წლის 7 ივლისის პრეს-რელიზს ეფუძნებოდა:
[ციტატის დასაწყისი]
საყურადღებო სიგნალი შვეიცარიის საკანონმდებლო ორგანოსა და მარეგულირებლისთვის: Credit Suisse-ი შვეიცარიის საფინანსო სისტემის იმიჯს ანგრევს
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული საბანკო ჯგუფის, Credit Suisse-ის წინააღმდეგ გლობალურ დავას აწარმოებს და აღწევს მნიშვნელოვან წარმატებებსაც.
ეს მოვლენაც საკმარისია იმაზე სასაუბროდ, რომ Credit Suisse-ი რთულ მდგომარეობაში აგდებს მთელ შვეიცარიულ საბანკო-საფინანსო სექტორსა და სახელმწიფოს, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა კიდევ უფრო ღრმა ხასიათისაა, რაც გარდაუვლად საჭიროებს შვეიცარიული საკანონმდებლო ორგანოსა და საფინანსო მარეგულირებლის დაუყოვნებელ ჩარევას, რათა მთელ სისტემასა და სახელმწიფოს გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს.
ამჯერად, საუბარია იმაზე, რომ, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც ბანკში მომხდარი კანონდარღვევების შესახებ ცნობილი გახდა, ბატონი ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით ხსენებული აქტივები უკვე მრავალი წელია, რაც იმავე ტრასტის მართვით უკვე სხვა შვეიცარიულ ბანკშია განთავსებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Credit Suisse-ს არც ლიკვიდურობის და არც აქტივების დაზოგვის კუთხით უნდა ჰქონდეს დაბრკოლება მოცემული აქტივების კლიენტის ინსტრუქციების შესაბამისად განკარგვაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც.
2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად:
ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა.
თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა:
უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 19 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხგაცემულ საკითხებზე. საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა.
კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება.
ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც. მეტიც, რჩება განცდა, რომ ბანკის მმართველი რგოლი ამგვარ თავზეხელაღებულ, ბანკის რეპუტაციის დამანგრეველ მოქმედებებს შეგნებულადაც კი მიმართავს, რადგან ამგვარი მოქმედებები სხვა რაციონალური ან ლოგიკური არგუმენტით ვერ საბუთდება.
ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა, მით უმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა, არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ.
აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს.
კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი.
ამჯერად კი ბანკის ყოფილი კლიენტი, რომელსაც გულწრფელი სიმპათიები გააჩნია შვეიცარიული სახელმწიფოს მიმართ, ურჩევს და მოუწოდებს შვეიცარიელ კანონმდებლებსა და შვეიცარიულ მარეგულირებელ ორგანოებს, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ ბანკისა და მისი მენეჯმენტის მოქმედებებზე და მოაქციონ იგი სამართლებრივ და საფინანსო სექტორის ლოგიკის ჩარჩოებში და ეს გააკეთონ მანამ, სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიანი არ არის“.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება შვეიცარიულ სისტემურ ბანკს, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო ადრესატებს წარმოადგენენ შვეიცარიელი კანონმდებლები და საბანკო მარეგულირებელი, არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედია საშუალებამ - არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ - არ ისურვა ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტის გამოქვეყნება ან სხვაგვარად გამოხმაურება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენელთა პოზიციის უპირობოდ გაზიარებასა და უცვლელად გამოქვეყნებაზე. საუბარია ჩვენს თხოვნასა და შეთავაზებაზე, მედიას თავადაც მოეკვლია საკითხი, დარწმუნებულიყო ჩვენ მიერ მითითებული ფაქტების უტყუარობაში, გადაემოწმებინა, თუნდაც, სამართლებრივი გამართულობა ბანკის პოზიციისა და, მოესმინა ბანკის დამოკიდებულება საკითხისადმი. შესაბამისად, სტატია თუ სიუჟეტი ყოველმხრივ, ობიექტურ მონაცემებს დაეფუძნებოდა. ჩვენი მხრივ, დაფიქსირებული გვქონდა და გვაქვს მზაობა, რომ ნებისმიერ შვეიცარიულ მედია საშუალებას მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და მონაცემები.
მიუხედავად ამ მზაობისა და მედია თავისუფლებისადმი სრული პატივისცემისა, ჩვენთვის საკვირველია, რომ არ მოიძებნა არცერთი შვეიცარიული მედია საშუალება, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვან გზავნილებს გაახმოვანებდა მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით. მედიის მხრიდან საკითხით დაუინტერესებლობას, ამავე თემის უმნიშვნელობას ან მეორეხაროსხოვნებას ვერ მივაწერთ, რადგან მსგავსი საკითხები შვეიცარიაში ყოველთვის მედია-ფოკუსშია. უფრო მეტიც, შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით. მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს - ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“, - აღნიშნულია იურიდიული ფირმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 13:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან
რაც შეეხება გაერთიანებას, თავად კანონპროექტი, რომელიც შემოტანილი იყო არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ცვლილებებით მოგვერგო ამ ახალი ინიციატივისთვის, ვინაიდან პაკეტში დამატებითი კანონპროექტები არის დასამატებელი, ამიტომ მთავრობამ გაიწვია და ხელახლა შემოიტანს სრულ პაკეტს, სადაც ყველა კანონპროექტი იქნება ასახული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებაზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: არ აქვთ არაფრის უნარი, არც რაიმეს გაკეთების და არც რაიმეს გაფუჭების. არიან აბსოლუტურად განულებულები. თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ
ოპოზიციის მთელი აქტივობა, დღის წესრიგი ის არის, რომ შეჰყურებენ სხვას. კარგი იქნება თუ - ცუდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რადიკალებზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა.
02 სექტემბერი 2026, 13:11
მსოფლიო
გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, რკინიგზის სადგურთან აფეთქება მოხდა
თვითმხილველებისა და რეპორტიორების ცნობით, აფეთქების ეპიცენტრი სადგურის პირდაპირ იყო. Bild-ი წერს, რომ უცნობი საგანი სადგურისკენ მიმავალ გასასვლელში მდებარე თურქული საიუველირო მაღაზიის წინ აფეთქდა. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება ღამის 3:15 საათზე, შენობის გასასვლელში მოხდა.
02 სექტემბერი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე. გვაპარებენ წვეთ-წვეთად. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას
ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე და გვაპარებენ წვეთ-წვეთად. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
02 სექტემბერი 2026, 13:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ არტეფაქტებზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი არტერია გადიოდა თბილისზე
დედაქალაქის მერთან ერთად დავათვალიერეთ ის ადგილი, რომელიც სამუშაოების დროს აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთი ფურცელია ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სააკაშვილის პოსტზე: ეს არ არის წამოსროლილი ან სისულელით განპირობებული განცხადება, ეს არის გეგმაზომიერი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების შეგუებას იმ ფაქტთან, რომ აუცილებელია ომში ჩართვა
ქვეყნის დამარცხების პოლიტიკა აქვთ სააკაშვილის მეთაურობით არსებულ ხილულ თუ უხილავ ჯგუფს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 12:51
მსოფლიო
FT: ევროკავშირი კალასის საგარეო პოლიტიკური სამსახურის რეფორმას აჩქარებს
გამოცემის ცნობით, ეს საფრანგეთისა და გერმანიის მოთხოვნით ხდება, რომლებიც წლის ბოლომდე ბრიუსელის საგარეო პოლიტიკური აპარატის რეფორმირებას ითხოვენ. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ეს ნაბიჯი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ინსტიტუციური რეფორმის ნაწილობრივ გაუქმებას ნიშნავს.
02 სექტემბერი 2026, 12:41
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე სააკაშვილის განცხადებაზე: არაერთი განცხადება მოვისმინეთ ოპოზიციური ლიდერებისგან, რომ თითქოს საქართველომ უნდა დაივიწყოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, თქვას უარი და გააგრძელოს ცხოვრება იმ რეალობაში, რა რეალობაშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენი გუნდი არასდროს შეეგუება ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ
მისი განცხადებები როგორც წესი არათანმიმდევრულია და ამაში გასაკვირი არაფერია. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ რომ ის გარკვეულწილად გაემიჯნა გიორგი ბარამიძის განცხადებას, დღეს გამოდის და ფაქტობრივად იგივე ნარატივს ავრცელებს, რაც დაიწყო გიორგი ბარამიძემ, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 12:41
საზოგადოება
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია
02 სექტემბერი 2026, 12:20
კულტურა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“
„პროექტი უნდა მოიცავდეს საქართველოს რეგიონებში არანაკლებ 8 კინოჩვენებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმები. თითოეული კინოჩვენების შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან შეხვედრა ან ფილმის განხილვასა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
02 სექტემბერი 2026, 12:06
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.
02 სექტემბერი 2026, 12:06
საზოგადოება
ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ვაკის რაიონში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
02 სექტემბერი 2026, 11:51
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.
02 სექტემბერი 2026, 11:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „პოლიტიკური ემიგრანტის“ სტატუსი ინდულგენცია აღარ არის, ხოლო სახელმწიფო წყობილების რყევად შეფასებულ ქმედებებში მონაწილეობის ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ გაძევებით დასრულდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დაკავებული და 27 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, შემდეგ კი მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული დენის კულანინის საკითხზე ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიას.
02 სექტემბერი 2026, 11:43
მსოფლიო
თაიმს-სქვერზე დანით შეიარაღებული ქალი გამვლელებს დაესხა თავს და Bank of America-ს ვიცე-პრეზიდენტი მოკლა
პოლიციის კომისრის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის პამელა სისნეროსია. თავდაპირველად ის 68 წლის როდ-აილენდელ ტურისტს მიუახლოვდა, რომელიც მეუღლესთან ერთად გადასასვლელთან იდგა და დანა მუცელში ჩაარტყა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შემდეგ სისნეროსი ანალოგიურად დაესხა თავს პიაჩენტის და მასაც დანა მუცლის არეში ჩაარტყა. პიაჩენტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
02 სექტემბერი 2026, 11:41
საზოგადოება
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.
02 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
Bloomberg: Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $95,50 დოლარამდე გაიზარდა
Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე მატებაა, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგეტიკული ნაკადების შემდგომი შეფერხების რისკი გაიზარდა.
02 სექტემბერი 2026, 11:36
საზოგადოება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. სამსახურის ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.


