05 აგვისტო 2022, 17:15 / სანდო წყარო

გიორგი მიქაუტაძე: მრავალი წელია, ჩვენ გვესმის მოსაზრებები სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა არც ერთი არგუმენტი, არც ერთი ფაქტი ამ საკითხის ირგვლივ არ მოგვისმენია

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე

მრავალი წელია, ჩვენ გვესმის მოსაზრებები სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა არც ერთი არგუმენტი, არც ერთი ფაქტი ამ საკითხის ირგვლივ არ მოგვისმენია, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

„წლიდან წლამდე სასამართლო არის უფრო და უფრო დამოუკიდებელი. ამას ხელი შეუწყო სწორად და კარგად განხორციელებულმა რეფორმებმა. მრავალი წელია, ჩვენ გვესმის მოსაზრებები სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა არც ერთი არგუმენტი, არც ერთი ფაქტი ამ საკითხის ირგვლივ არ მოგვისმენია. სასამართლო სისტემა ყოველთვის ზრუნავს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე. არსებობს მიზანმიმართული ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმა და დამოუკიდებლობის გაძლიერება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, პირველი სხდომა გამართა.

ყველა სიახლე

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 09:57

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან როგორც შუა აზიაში, ისე ევროკავშირში იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი როლი და იყოს ძლიერი კონტრიბუტორი რეგიონული ენერგოუსაფრთხოების საქმეში

აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მეზობლებთან, პარტნიორებთან როგორც შუა აზიაში, ისე ევროკავშირში იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს და გააძლიეროს თავისი როლი და იყოს ძლიერი კონტრიბუტორი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების საქმეში-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 09:54

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ის, რომ პრემიერი იყო თანათავმჯდომარე დისკუსიისა, რომელიც ეხებოდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხს ევროპაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია

ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მოწვეული იყო კოლეგასთან, ესტონელ პრემიერ-მინისტრთან ერთად და ახდენდა თანათავმჯდომარეობას იმ დისკუსიისა, რომელიც ეხებოდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხს ევროპაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, იმის, რომ საქართველოს ამ საერთო ოჯახში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

07 ოქტომბერი 2022, 09:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თოფურიძის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაღალი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდი რაოდენობით შავი ფულით ფინანსდება

იმ განცხადებებთან ერთად, რაც გაკეთდა ხაბეიშვილთან, მელიასთან მიმართებაში, თოფურიძის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მაღალი ალბათობით, პარტია ძალიან დიდი რაოდენობით შავი ფულით ფინანსდება და პირდაპირ დასტურდება, რომ სწორედ ამ პარტიაში არის უკანონო ჩარევა, როგორც ქვეყნის გარედან, გარეთ თავშეფარებული ადამიანების მხრიდან, ისე ქვეყნის შიგნითაც, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოსო თოფურიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელიას შენახვა წელიწადში მილიონნახევარი უჯდება.

ნინო ლომჯარია

07 ოქტომბერი 2022, 09:47

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველი წარდგება. ნინო ლომჯარია დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გააცნობს. ომბუდსმენი ანგარიშით გასულ კვირას პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზეც იმყოფებოდა, სადაც კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ნიკა მელია

07 ოქტომბერი 2022, 09:36

პოლიტიკა

ნიკა მელია: არანაირი ათი ათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! - საზოგადოებას ვპირდები რომ თავის დროზე, აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებს, სადაც ნათქვამია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ნიკა მელიას შენახვა წელიწადში მილიონ ნახევარზე მეტი უჯდება, თავად მელია ფეისბუქ პოსტით პასუხობს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ საზოგადოება თავის დროზე პირადად მისგან გაიგებს სრულ სიმართლეს. მელია მსგავსი განცხადებების გამავრცელებლებს საკადრისი პასუხის მიღებას ჰპირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 ოქტომბერი 2022, 09:29

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: 1-ელი ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვ.კმ ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს - დადგება დღე, როდესაც ყირიმის გათავისუფლებასაც აღვნიშნავთ

მხოლოდ პირველი ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის ოლქში გათავისუფლდა 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

07 ოქტომბერი 2022, 09:09

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბიზნესკომპანიების საჭიროებებზე მორგებული პროექტები შექმნეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბიზნესკომპანიებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტები შექმნეს. „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)” - ასეთი იყო იმ პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა აღნიშნული აქტივობები განახორციელეს.

07 ოქტომბერი 2022, 08:52

რეგიონი

სოფელ უდეში, ე.წ. ზაზათუბნის საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სოფელ უდეში, ე.წ ზაზათუბნის საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა.

პეტრ ფიალა

07 ოქტომბერი 2022, 08:39

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ჩვენი საერთო უსაფრთხოების, სტაბილურობისთვისა და კეთილდღეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს

ეს შეხვედრა ევროპის კონტინენტისთვის კრიტიკულ დროს გაიმართა. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა, სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაია სანდუ

07 ოქტომბერი 2022, 08:28

მსოფლიო

მაია სანდუ: ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ გამოწვევებს, ზამთარსაც გადავიტანთ და ევროპა გაცილებით ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან

მთავარი ამოცანა გახლავთ ერთობლივი მოქმედება, რათა მდგრადი მშვიდობა და საერთაშორისო ნორმების პატივისცემა აღდგეს ყველგან ევროპის კონტინენტზე, ჩვენი საზღვრები და ხალხი დაცული უნდა იყოს, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

07 ოქტომბერი 2022, 08:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ოქტომბერს ქუთაისში +28 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ილჰამ ალიევი

07 ოქტომბერი 2022, 01:26

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: სომხეთის მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, წლის ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია.

ამირან სალუქვაძე

07 ოქტომბერი 2022, 01:16

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე პრაღის სამიტზე: იმ გარემოებით, რომ ჩვენ ვიმყოფებით 44 სახელმწიფოს შორის და პრემიერ-მინისტრი თანათავმჯდომარე იყო მნიშვნელოვანი დისკუსიის, ამით ევროპამ საქართველოს ადგილი მიუჩინა

„თქვენ წარმოიდგინეთ, სააკაშვილი მსგავს სიტუაციაში ყოფილიყო ჩვენ 2-3 დღის განმავლობაში სანამ იქ იქნებოდა გადაგვასახლებდნენ მთელ ქვეყანას“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ემანუელ მაკრონი

07 ოქტომბერი 2022, 01:06

მსოფლიო

მაკრონი: ევროპა უკრაინას უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნიან, მათ შორის ჰაუბიცებს.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 00:54

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი პირველ რიგში მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მომავლისკენ

ჩვენს პოზიციებში, რომლებიც გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან ევროპელ ლიდერებთან, იყო ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ის დაანონსებული გეგმა, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 00:48

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ევროპელი ლიდერებისგან ძალიან მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ

ძალიან მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ ევროპელი ლიდერებისგან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის შეხვედრა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა, იყო ძალიან მეგობრულ გარემოში.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 00:48

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან არაფორმალური შეხვედრა ჰქონდა

„პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან ესაუბრა, თუ რა გააკეთა საქართველომ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შევძლოთ რეკომენდაციებთან მიმართებაში გადავდგათ კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები და ჩვენ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. ვფიქრობ, ორივე შეხვედრა იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი და ამას ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

07 ოქტომბერი 2022, 00:39

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს

პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირი შეხვედრა გაიმართა.

დათო მაღრაძე

07 ოქტომბერი 2022, 00:37

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: სამწუხაროდ, აქ ეკერმანს არ აგზავნიან, რომ გოეთეზე ლექციები წაიკითხოს, აკერმანები ჩამოდიან და მასტერკლასს უტარებენ ოპოზიციას, თუ როგორ დაამხონ ხელისუფლება

ყველა პარამეტრით, დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნის გზაზე საქართველო იყო ყველა პარამეტრით წინ იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისთან ერთადაც განიხილებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ერთ დღეში შეტრიალდა ყველაფერი. ერთ წამში შეიცვალა მანამდელი ჩვენი უპირატესობა, როცა უარი ვთქვით მეორე ფრონტზე და ჩვენს დამაქცეველ სანქციებზე. თუმცა, საქართველო ყველა საერთაშორისო დოკუმენტსაც მიუერთდა, სანქციებსაც მიუერთდა, ინიციატორიც იყო, არათუ მიუერთდა.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 00:20

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი პრაღის სამიტზე: მნიშვნელოვანი სიგნალია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასეთ ფორმატებში მონაწილეობას იღებს

„ეს განსაკუთრებით ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას, იმას, რომ ევროპისთვის საქართველო გამორჩეული ქვეყანაა, მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ჩვენ მოხარული ვართ იმ შესაძლებლობებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიეცა, რათა თავი წარმოეჩინა აღნიშნულ პლატფორმაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.