პოლიციამ გურიაში მკვლელობის ჩამდენ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
ფოტო: შსს
პოლიციამ გურიაში მკვლელობის ჩამდენ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
შსს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული რ.ჭ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავეს.
განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, 236-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა სიახლე
21 აგვისტო 2026, 11:07
მსოფლიო
თეირანი ტრამპის ეკონომიკურ მუქარას გმობს და მას „ომის მეორე მხარედ“ აფასებს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „უკანონო“ მუქარა თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების თაობაზე.
21 აგვისტო 2026, 11:07
რეგიონი
ქალაქ ახალციხეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ ახალციხეში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
21 აგვისტო 2026, 11:05
რეგიონი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საირიგაციო არხების გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.
21 აგვისტო 2026, 10:59
საზოგადოება
ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, უახლოეს პერიოდში, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაიწყება.
21 აგვისტო 2026, 10:54
მსოფლიო
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ხუთშაბათს, ტელეკომპანია RTS-ის ეთერში განაცხადა. კენჭისყრა 18 ან 25 ოქტომბერს ჩატარდება - დაგეგმილ ვადაზე ერთ წელზე მეტი ხნით ადრე. ვუჩიჩის თქმით, არჩევნების ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
21 აგვისტო 2026, 10:46
სამართალი
სამართალდამცველებმა ქვეყანაში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკის გავრცელების მცდელობა აღკვეთეს, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის - 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპს“ გავრცელების მცდელობა აღკვეთეს.
21 აგვისტო 2026, 10:41
მსოფლიო
Financial Times: უკრაინა ილონ მასკს Starlink-ის გამოყენების ნებართვას სთხოვს, რათა რუსულ სარაკეტო დანადგარებს დაარტყას
უკრაინა ცდილობს მიიღოს ნებართვა Starlink-ით აღჭურვილი დრონების გამოყენებაზე რუსული ბალისტიკური სარაკეტო დანადგარების წინააღმდეგ, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 200 კილომეტრამდე მანძილზე. ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამისთვის ილონ მასკის თანხმობა იქნება საჭირო.
21 აგვისტო 2026, 10:35
პოლიტიკა
გიგაური, ხიდაშელი, მშვენიერაძე და სხვა, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები განცხადებას ავრცელებენ, საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ
განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნებისა“ და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მხრიდან კოორდინირებული კამპანია უმძიმესი შედეგების მომტანია ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის, საქართველოს მომავლისთვის.
21 აგვისტო 2026, 10:33
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის სეზონის განმავლობაში კონტროლს ამკაცრებს
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.
21 აგვისტო 2026, 10:30
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
21 აგვისტო 2026, 10:26
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, კახეთის, იმერეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
21 აგვისტო 2026, 10:22
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: უმჯობესი იქნება, ერდოღანმა თურქეთის ეროვნულ ასამბლეაში გააგრძელოს ისრაელის წინააღმდეგ რეალობას მოწყვეტილი, ილუზორული რიტორიკა, ვიდრე ისრაელის მზაობა გამოსცადოს, დაიცვას საკუთარი თავი
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მკაცრად გააფრთხილა - მან ერდოღანი თურქეთის „სირიაში სახიფათო ავანტიურებში“ ჩათრევაში დაადანაშაულა.
21 აგვისტო 2026, 09:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰეზბოლას" წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰეზბოლას" წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სახაზინო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში 10 პირი შეიყვანა, რომლებიც, უწყების განმარტებით, „ჰეზბოლასთვის“ ფულის გადარიცხვაზე პასუხისმგებელი ქსელის წევრები არიან. "ქსელი იყენებს კურიერებს, რომლებიც ლიბანს, თურქეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ირანს შორის კომერციული ავიარეისებით გადაადგილდებიან, რათა ასობით მილიონი დოლარი გადაზიდონ. ეს "ჰეზბოლას" აძლევს საშუალებას, ოფიციალური ფინანსური სისტემის გვერდის ავლით მოიპოვოს უცხოური ვალუტა და თავი აარიდოს სანქციებს," - აღნიშნულია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
21 აგვისტო 2026, 09:46
მსოფლიო
მსოფლიოში ნავთობის ფასი 2%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახაზინო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანს ეკონომიკური სანქციებით დაამარცხებს
მსოფლიოში ნავთობის ფასი 2%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახაზინო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანს ეკონომიკური სანქციებით დაამარცხებს. სკოტ ბესენტმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, ირანის ფინანსურ ქსელებზე უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ.
21 აგვისტო 2026, 09:40
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 32 გრადუსამდე დათბება. სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდი ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში 24-25 აგვისტომდე შენარჩუნდება.
21 აგვისტო 2026, 09:34
საზოგადოება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა: სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გათვალისწინებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გათვალისწინებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
21 აგვისტო 2026, 09:27
საზოგადოება
ცნობილია, სად იქნება შესაძლებელი მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა
შპს საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა იქნება შესაძლებელი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფორმების შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. სამუშაო დღეები იქნება ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00 საათამდე. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა დედაქალაქის მასშტაბით 15 ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი, ასევე მითითებულია რეგიონებში და სხვადასხვა ქალაქებში არსებული პუნქტების მისამართებიც.
21 აგვისტო 2026, 09:20
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: რა ბინძური სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს „ოპოზიციონერებმა" ჩემი მისამართით ამ დღეებში - კონკრეტულ „მოღვაწეებთან" ერთად ბრძოლაში წასვლა საშიშია, ვინაიდან ეს დამარცხების რეპეტიციაა
რა ბინძური სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს „ოპოზიციონერებმა" ჩემი მისამართით ამ დღეებში. დააკვირდით რომ მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს, თან ძალიან სასაცილოა, რომ ილანძღებიან და შემდეგ საკუთარ გვერდს კეტავენ კომენტარებისთვის, იციან რა ხალხის რეაქცია "თქვა მან და ბუჩქებში გაუჩინარდა", რაც მაფიქრებინებს, რომ ესენი ამას იძახიან არა იმდენად ხალხის, არამედ ერთი კაცის გასაგონად, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
21 აგვისტო 2026, 09:13
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: 40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნებოდა. პრინციპში, 4 მილიონიც ეყოფოდა
გვარამიასა და სააკაშვილის პარტიის საჯარო დაპირისპირება გრძელდება დავის და ურთიერთბრალდებების საგანი ამჯერად ფული გახდა. „ახალის” ლიდერმა მორიგი ბრალდებები სოციალურ ქსელში გააჟღერა და ღიად მიანიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ფულზე იყიდება. ამბობს, რომ 40 მილიონის ქონის შემთხვევაში, სააკაშვილის პარტიაში აღარავის დატოვებდა და ამ თანხად თითქმის მთელ ნაციონალურ მოძრაობას მოისყიდდა, ან გადაიბირებდა. „პრინციპში 4 მილიონიც ეყოფოდა“ - დასძენს გვარამია.
21 აგვისტო 2026, 09:04
საზოგადოება
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


