სააკაშვილი საქართველოში ექსტრადიციას გაასაჩივრებს

მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: Facebook
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შესაძლო ექსტრადიციას სასამართლოში გაასაჩივრებს. ინფორმაციას 1tv მისი ადვოკატის, დავით საყვარელიძის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რა დაგვრჩენია თუ უკრაინის ხელისუფლება დაიწყებს ექსტრადიციის პროცედურას? რა თქმა უნდა ჩვენ მივმართავთ სასამართლოს", - ამბობს საყვარელიძე და განმარტავს, რომ ადამიანის ექსტრადირებისთვის აუცილებელი პირობაა, ეს პირი იმყოფებოდეს უკრაინის ტერიტორიაზე და ქონდეს საშუალება უკრაინის სასამართლოში დაიცვას საკუთარი უფლებები.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სერგეი პეტუხოვის განცხადებით, სამინისტრომ დღეს საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
ყველა სიახლე

30 მაისი 2023, 21:59
პოლიტიკა
მაია ბითაძე: განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი - ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში
საღამოს 8 საათია და განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი , რომელიც 24 საკანონმდებლო აქტის პროექტისგან შედგებოდა.ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში, - ამის შესახებ მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენა გაიმართა, რომელიც ევრორეკომენდაციების შესაბამისად პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებას ეხება.

30 მაისი 2023, 21:58
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: 12-პუნქტიან გეგმაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო ოპოზიციის ჩართულობა
„თუ რამეზე ხელის მოთბობის უნარი არ აქვთ და პოტენციალი არ აქვთ, ასეთ შემთხვევაში მათთვის საკითხი, მიუხედავად იმისა რომ ეს შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობის და ინტერესის საგანი იყოს, საინტერესო არ ხდება. არადა ეს არის ძალიან საინტერესო, დაწყებული ისეთი საკითხის მოწესრიგებით, როგორიც არის მესიჯების ავტომატურად მოსვლა/ არ მოსვლა, დამთავრებული მაგალითად უსაფრთხოების საკითხებით, მათ შორის მონაცემთა ბაზებისა. მიუხედავად ამ დიდი მნიშვნელობისა და დიდი მოცულობის საკანონმდებლო რეგულაციების, სამწუხაროდ ოპოზიციის ყურადღება ვერაფრით ვერ მივიქციეთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

30 მაისი 2023, 21:56
პოლიტიკა
ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში შეკრებით „ნაცმოძრაობამ“ შესაძლოა პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი დაარღვია
დაარღვია თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ ყვარელში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახლში შეკრებით და პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვით - კანონის თანახმად, სხვა ქვეყნის იურიდიული პირისგან შემოწირულების მიღება აკრძალულია, ანუ სახეზეა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის უგულებელყოფა.

30 მაისი 2023, 21:40
საზოგადოება
წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
„აღნიშნულ ორ ქუჩაზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს, გადაადგილება უჭირდათ. შესაბამისად, ეს პრობლემა მალე მოეხსნებათ. ჯამში, 10 000 კვ მ. ფართობზე დაიგება ასფალტი და მოვიცავთ ყველა ჩიხს. გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, სანიაღვრე ქსელს ვაწყობთ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვგეგმავთ ასევე წავკისში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციასაც“, - განაცხადა კირკიტაძემ.

30 მაისი 2023, 21:17
მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საკუთარ საზღვრებს მიღმა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საკუთარ საზღვრებს მიღმა.

30 მაისი 2023, 21:00
რეგიონი
სოხუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწებისა და უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სოხუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - დემონსტრანტები ე.წ. მთავრობას მოუწოდებენ, არ დაუშვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწებისა და უძრავი ქონების გასხვისება.

30 მაისი 2023, 20:52
მსოფლიო
თეთრი სახლი: ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აშშ ინფორმაციას აგროვებს მოსკოვში დრონების თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 მაისი 2023, 20:49
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით, ბრიუსელში იმყოფება. ცოტა ხნის წინ მან შეხვედრა გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, მანამდე კი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა და საქართველოში მოიწვია.

30 მაისი 2023, 20:13
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი–საქართველოს შორის თანამშრომლობა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გრძელდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო 90 სტუდენტს მიიღებს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.

30 მაისი 2023, 19:45
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე: ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია
საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმზე „მდგრადი განვითარება: მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს - მეგობრული“ სიტყვით გამოვლისას. მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო თემატურ სესიაში „მწვანე ურბანული მომავალი და ენერგომოხმარების ტენდენციები, მწვანე ეკონომიკა“.

30 მაისი 2023, 19:36
მსოფლიო
სტოლტენბერგი: დასავლეთის ქვეყნები არ იღლებიან უკრაინისათვის დახმარების გაწევით
ნატოსს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები არ იღლებიან უკრაინისათვის დახმარების გაწევით.

30 მაისი 2023, 19:15
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებს, კრემლის ნარატივია, ხოლო თუ ამას ბორელი ამბობს, ფაქტია - ამ ინსინუაციურ კამპანიას ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი ეწევა
„ამიტომ ვსაუბრობ, რომ როდესაც მიდის მიზანმიმართული კამპანიებით თვალში ნაცრის შეყრა, რომ თურმე რეალობა ჩვენ ისე უნდა დავინახოთ და გადავუთარგმნოთ საზოგადოებას, რომ ასე კი არა, სხვანაირადაა, იმავეს მაგონებს. თურმე როდესაც საუბრობს, პირობითად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ევროპული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებს, ეს არის კრემლის ნარატივი და როდესაც ამას ამბობს ბორელი, ეს არის ფაქტი. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი და ის ინსინუაციური კამპანია, რომელსაც ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ეწევა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა ქადაგიძემ.

30 მაისი 2023, 18:54
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს“
ციტატა ეკუთვნის NATO-ს წევრი და EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს. ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

30 მაისი 2023, 18:44
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დღეს პარლამენტში ირაკლი კობახიძის სიტყვა იყო ხელოვნება პოლიტიკაში!
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება.

30 მაისი 2023, 18:42
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთსა და გერმანიას მოუწოდებს, უკრაინას Eurofighter-ი მიაწოდონ
უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს სურს, რომ გერმანიამ და ბრიტანეთმა მის ქვეყანას Eurofighter Typhoon-ის გამანადგურებლები მიაწოდონ რუსული საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად.

30 მაისი 2023, 18:36
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: „გოვორიტ მოსკვა!“ გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის პარტიის აქტივისტი რასა იუკნევიჩიენე
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება.

30 მაისი 2023, 18:27
პოლიტიკა
პარლამენტმა 91 ხმით რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით იმსჯელა და 91 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც დეპუტატების რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ინიციატივაა.

30 მაისი 2023, 18:17
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: რუსეთთან ურთიერთობით დახურულ კარს მიღმა ყველა ქვეყანა საკუთარ სარგებელს ნახულობს და თურმე საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის იზოლაციაში მომქცევი
ერთია, რომ საუბრობდნენ, რუსეთი რამენაირად იზოლაციაში მოვაქციოთო და სინამდვილეში, რუსეთთან ურთიერთობით დახურულ კარს მიღმა ყველა ქვეყანა საკუთარ სარგებელს ნახულობს. თურმე საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის იზოლაციაში მომქცევი, რაც სინამდვილეში, საქართველოს აქეთ მოაქცევდა იზოლაციაში და გახდიდა მათხოვრად, რომ კვარტლიდან კვარტლამდე იქნებ რამე გრანტი გადმოერიცხათ, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა და ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

30 მაისი 2023, 18:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მხრიდან სანქციის დაწესება რუსეთზე ფაქტობრივად ნულოვან ეფექტს მოახდენდა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის სულ მცირე 10%-იანი ეკონომიკურ ვარდნას მოიტანდა
საქართველოსთვის არასდროს არ დამდგარა საკითხი, შეუერთდებოდა თუ არა საერთაშორისო სანქციებს და გახდებოდა თუ არა ჩრდილოვანი ჰაბი რუსეთისთვის სანქციების არიდების კუთხით. ამ კუთხით შეკითხვები მოხსნილია და რაც მეტი მონიტორინგი ჩამოვა და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან ამ რეალობაში, უფრო კარგია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

30 მაისი 2023, 18:13
პოლიტიკა
გიგლა ბარამიძე: კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ხელისუფლების მიერ, რომ ვიღაცები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ
კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ხელისუფლების მიერ, რომ ვიღაცები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.