20 ოქტომბერი 2022, 17:49 / სანდო წყარო

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი: სანდოობის ტესტის გავლის დროს, როგორ უნდა გავითვალისწინოთ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის ჩვენება, რომელმაც სასამართლო დარბაზში, მოსამართლის თანდასწრებით, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა?

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას თქმით, სპორტსმენის ყოფილმა მეუღლემ, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ჩვენ, სანდოობის ტესტის გავლის დროს, როგორ უნდა გავითვალისწინოთ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის ჩვენება, რომელმაც სასამართლო დარბაზში, მოსამართლის თანდასწრებით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა? ნელი დოროყაშვილი ცალსახად გვიმტკიცებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ძალადობის განხორციელების შემდეგ, რაც გამოიხატებოდა თმებით თრევაში, იატაკზე ხოხიალსა და სხვადასხვა ძალადობაში, მიიღო მხოლოდ და მხოლოდ სიწითლეები, სილურჯეები არ ჰქონია. ეს პირველ ჩვენებაში... შემდეგ გადააკეთა, რომ თავზე, მუცელსა და მკერდის არეში რაღაც დაზიანება ჰქონდა. თან, გვიმტკიცებს, რომ ჩანთაში, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა აიღო, 20 ჩოგანი ეტევაო. თვით საბა დოროყაშვილიც ამბობს, რომ როდესაც აეროპორტში წავსულვარ და გამიცილებია, იმდენად მძიმე იყო ეს ჩემოდანი, რომ ძლივს ვწევდიო. ანუ ჩემოდანმა, რომელიც სავსეა ჩოგნებით და რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილს ესროლა, მის სხეულზე რაიმე სახის სერიოზული დაზიანება არ დატოვა“, - განაცხადა თეონა გვაზავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. ორწლიან დავაზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ხვალ გამოაცხადებს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბასილაშვილის მხრიდან მისი მეუღლე როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. პროკურორის თქმით, ხშირად ოჯახურ კონფლიქტს არასრულწლოვანი შვილიც ესწრებოდა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

16 ივნისი 2026, 12:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია

საუბრისას შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

16 ივნისი 2026, 12:45

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილია და მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი

„ასევე საუბარი გვქონდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველო, „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილია და მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ნათია იოსელიანი

16 ივნისი 2026, 12:39

პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მთავარი გარემოება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარი არ არის რაიმე არსებით კანონდარღვევაზე, ფინანსური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე ან სხვა სახის გადაცდომაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ცესკოს საქმიანობის კანონიერებას და კეთილსინდისიერებას, - ვკითხულობთ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

16 ივნისი 2026, 12:38

სამართალი

,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის გრანულები აღმოაჩინეს

„,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და წონის გრანულები აღმოაჩინეს.

16 ივნისი 2026, 12:30

მსოფლიო

Bloomberg: კატარი ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ თხევადი გაზის წარმოების სწრაფ აღდგენას გეგმავს

კატარი თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების სწრაფად გაზრდას გეგმავს მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

შიო მესამე

16 ივნისი 2026, 12:29

საზოგადოება

შიო მესამე: ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ

„თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენ თვალწინ სწრაფად იცვლება საზოგადოებრივი გარემო და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ზნეობრივი ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შრომა და ზრუნვა მომავალ თაობაზე. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და დღეს უკვე მჭიდროდ და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით“

16 ივნისი 2026, 12:19

ტექნოლოგიები

რომაელმა მოზარდებმა სკოლის სარდაფში 1800 წლის მდიდრული სახლი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა სახლის სავარაუდო მფლობელის ვინაობაც დაადგინეს - ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს აქ ანტიკური წყალგაყვანილობის ტყვიის მილის ნაჭერი იპოვეს, რომელზეც მფლობელების სახელები იყო ამოტვიფრული: უმბრია ალბინა და ლ. ფაბიუს გალუსი (სავარაუდოდ, უმბრიას ქმარი ან სახლის მომდევნო მფლობელი). ისტორიკოსები იცნობენ უმბრიუსების საგვარეულოს. მათ ეკუთვნოდათ ვილა ალფედენაში და აგურის წარმოება. უმბრია ალბინას მამა, სავარაუდოდ, იმპერატორ ადრიანეს დროს პროკურატორი და ძალიან მდიდარი ადამიანი იყო.

16 ივნისი 2026, 12:09

პოლიტიკა

ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2026, 12:07

მსოფლიო

POLITICO: ტრამპი უკრაინას უბრუნდება - კიევის მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან

ევროპელი და დასავლელი მოკავშირეები ცდილობენ თავიდან აიცილონ დაძაბულობის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, მას შემდეგ რაც ის ირანის კრიზისიდან კვლავ უკრაინაზე და ომის დასრულებაზე გადაერთო. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

16 ივნისი 2026, 12:05

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ანდჟეი პოჩობუტის განცხადებაზე: ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა - ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და „მიშისტივააარ” ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლონური წარმომავლობის ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ანდჟეი პოჩობუტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც „რაც არ უნდა მისცე რუსებს, ისინი მაინც კალაშნიკოვის ავტომატს ააწყობენ. რაც არ უნდა მისცე პოსტსაბჭოთა ელიტას, ის ავტორიტარიზმს ააშენებს“.

16 ივნისი 2026, 11:56

ეკონომიკა

I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტლის მაღალი ეკონომიკური აქტივობა საშუალო ხელფასების მაჩვენებელზეც აისახა და წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით, 193.7 ლარით გაიზარდა და 2,363.8 ლარი შეადგინა.

16 ივნისი 2026, 11:54

საზოგადოება

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე ვესტუმრები საქართველოს, რომ საკუთარი თვალით ვიხილო რა ხდის საქართველოს ასეთ განსაკუთრებულს, რომელიც გამოირჩევა მთის მწვერვალებზე მდებარე უძველესი მონასტრებით, რვა ათასწლიანი ღვინის კულტურით, კერძებით და ტრადიციებით

„ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე ვესტუმრები საქართველოს, რომ საკუთარი თვალით ვიხილო რა ხდის საქართველოს ასეთ განსაკუთრებულს, რომელიც გამოირჩევა მთის მწვერვალებზე მდებარე უძველესი მონასტრებით, რვა ათასწლიანი ღვინის კულტურით, კერძებით და ტრადიციებით“, - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შეიხა ალ ნუვაისმა.

16 ივნისი 2026, 11:52

რეგიონი

მაგისტრალურ გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტის II ფაზის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის შემოვლითი გზის და დასავლეთ საქართველოს მაგისტრალურ გზებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, 2 კილომეტრის რადიუსში არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. „შავი წერტილების“) აღმოფხვრისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

16 ივნისი 2026, 11:50

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარ ცინ იჭისთან და თანმხლებ დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

ვოზინია

16 ივნისი 2026, 11:42

სპორტი

კაბო ვერდეს მეკარემ ესპანეთთან მატჩში კარი მშრალად შეინახა და მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა⚽

ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. სენსაციური შედეგი დაფიქსირდა H ჯგუფში, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტი - ესპანეთი დებიუტანტ კაბო ვერდეს დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, თამაშის გმირი კი კაბო ვერდეს 40 წლის მეკარე ვოზინია გახდა.

დავით ქართველიშვილი

16 ივნისი 2026, 11:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: ომის ფასი ორივე მხარისთვის უკიდურესად მაღალი აღმოჩნდა იმ მასშტაბთან შედარებით, რაც ფრონტის ხაზის ფაქტობრივმა ცვლილებებმა მოიტანა

„ფაქტია, რომ თუ შევადარებთ რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს 2022 წლის დასაწყისში და დღევანდელ დღეს, წმინდა ტერიტორიული მატება მართლაც არ იზომება ათეულობით ან ასეულობით ათასი კვადრატული კილომეტრით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას ეხმიანება.

16 ივნისი 2026, 11:32

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირმა მიგრანტთა მოთავსების ცენტრები, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დააფინანსოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ გეგმას, რომლის მიხედვითაც, არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ცენტრები ბლოკის საზღვრებს გარეთ განათავსონ და დააფინანსონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

16 ივნისი 2026, 11:30

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი: ჭიათურა, აბაშიძის ქ.10) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და შემდგომი რეალიზციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა ცხოველებს( გოჭები).“.

16 ივნისი 2026, 11:26

რეგიონი

რუსთავში კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ ფარგლებში, ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი გაიხსნა

რუსთავში, ქორეოგრაფიული ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი გაიხსნა.

16 ივნისი 2026, 11:05

ტექნოლოგიები

გობლინური ზვიგენები წყნარ ოკეანეში, ბუნებრივ გარემოში პირველად გადაიღეს🦈

გობლინური ზვიგენი (Mitsukurina owstoni) ზვიგენების ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სახეობად ითვლება. ის ამ უძველესი საგვარეულოს ერთადერთი შემორჩენილი წარმომადგენელია. სახეობა გამოირჩევა მოძრავი ყბებით, რომლებიც თავდასხმის დროს ელვისებურად ვარდება წინ - წამში სამ მეტრზე მეტი სიჩქარით.