კორტების საქმის მოწმე: ირაკლი ფირცხალავას შვილი შუბლის გახვრეტით დამემუქრა
კობა გოგატიშვილი
მალხაზ ველიჯანაშვილი
ფოტო: მარიამ მაისურაძე
"კორტების სპეცოპერაციის" საქმის მთავარი მოწმე კობა გოგატიშვილი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მეუღლე და შვილი გოგატიშვილზე ზეწოლას ახორციელებდნენ. როგორც მოწმემ პრესკონფერციაზე თქვა, ფირცხალავას შვილი მას "შუბლის გახვრეტით" დაემუქრა.
"მე კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველი ვარ. ფირცხალავას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან ჩემზე ზეწოლა და მუქარა განხორციელდა. მათ ჩემგან ჩვენების შეცვლა მოითხოვეს და სანაცვლოდ 30 ათასი დოლარი და საზღვარგარეთ უზრუნველყოფილი ცხოვრება შემომთავაზეს. მათ სურდათ მეთქვა, რომ კორტებთან მოგვიანებით მივედი; მეუბნებოდნენ - სიმართლეს რომ ჰგავდეს თქვი, რომ პროკურორებმა მოახდინეს ზეწოლაო, რეალურად კი არავისგან ზეწოლა არ ყოფილა. შეხვედრაზე ფირცხალავას მეუღლისა და შვილის გარდა, ასევე სხვა კაცებიც იყვნენ, რომლებისაც შემეშინდა და ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი. მათ სახალხო დამცველთან მიმიყვანეს და იქ უნდა მეთქვა ყველაფერი, რაც დამაზეპირებინეს. ვიდრე შევიდოდი, მანქანაში ფირცხალავას შვილი მომიბრუნდა და მითხრა - თუ ჩვენებას არ შეცვლი შუბლს გაგიხვრიტავენ-ო", - განაცხადა კობა გოგატიშვილმა და დასძინა, რომ სახალხო დამცველთან მისულმა ცუდად ყოფნა მოიმიზეზა, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.
გოგატიშვილის თქმით, ამ შეხვედრას ფირცხალავას ახლობლები ფარულად იწერდნენ, გოგატიშვილი სრული ჩანაწერის გამოქვეყნებას მოითხოვს. ამასთან, მოწმე ამბობს, რომ მუქარის შესახებ სამართალდამცავ უწყებას მიმართა და გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
კობა გოგატიშვილზე ზეწოლისა და მუქარის შესახებ 8 სექტემბერს "კორტების სპეცოპერაციის" დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახმა განაცხადა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულები არიან ე.წ ,,კორტების სპეცოპერაციის’’ საქმეზე მსჯავრდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, შვილი, ასევე ადვოკატები.
გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობას და მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2026, 08:16
საზოგადოება
ლოტკინის დასახლებაში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ლოტკინის დასახლებაში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და მოეწყო ბორდიურები. საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებამდე მისამართზე კომპანია GWP-მ წყალარინების ქსელი შეცვალა.
09 სექტემბერი 2026, 08:14
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არსებობს და იგი არსად გამქრალა. ყველას აერთიანებს ერთი სერიოზული თემა - გალაშქრება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც გარე ძალა ინტენსიურად შემოტევაზე მიდის, ესენი ერთიანდებიან
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არსებობს და იგი არსად გამქრალა. ყველას აერთიანებს ერთი სერიოზული თემა - გალაშქრება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას და ანა წითლიძის დაპირისპირებას.
09 სექტემბერი 2026, 08:04
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
09 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
09 სექტემბერი 2026, 07:59
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუმჯობესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.
09 სექტემბერი 2026, 02:14
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-მა ირანულ ნავთობტანკერებზე დარტყმები განახორციელა თეირანის მიერ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის საპასუხოდ
აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, თეირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის მორიგი მცდელობის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა სამშაბათს ირანულ ნავთობტანკერებზე ახალი დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 01:34
მსოფლიო
ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს
ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ეს არის პასუხი დიდი ბრიტანეთის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე წარმოებულ საქონელზე სანქციების დაწესებაზე, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
09 სექტემბერი 2026, 01:25
მსოფლიო
გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა მზარდი საფრთხეების ფონზე თავდაცვის ხარჯების ზრდა განმარტა და აღნიშნა, რომ ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს.
08 სექტემბერი 2026, 22:56
მსოფლიო
მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა კიოლნში საჯარო გამოსვლისას საქსონია-ანჰალტში კვირას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგი „უბრალოდ შოკისმომგვრელი“ იყო.
08 სექტემბერი 2026, 22:28
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგზე: დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას
დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია.
08 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ.
08 სექტემბერი 2026, 21:49
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც
ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შესახებ.
08 სექტემბერი 2026, 21:34
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე
ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე საუბრისას.
08 სექტემბერი 2026, 21:18
მსოფლიო
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
აშშ-ის კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
08 სექტემბერი 2026, 21:00
კულტურა
დიზაინერი თაკო მექვაბიძე უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მაღალი მოდის სამყაროში აცოცხლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროექტის ფარგლებში იქმნება ფილმი, რომელსაც აჭარის მთებსა და მწვანე ტბაზე იღებენ. იგეგმება კოლექციისადმი მიძღვნილი ფილმის საერთაშორისო ციფრული პრემიერაც. ბათუმში იმყოფებიან მოდის ცნობილი გამომცემლობებიც.
08 სექტემბერი 2026, 20:57
ეკონომიკა
ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა.
08 სექტემბერი 2026, 20:44
სამართალი
ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დღესაც გაიმართა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების ნაწილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, ნაწილს კი სამართალდარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრა.
08 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს.
08 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატება და ისლანდიის უარი ევროკავშირში გაწევრებაზე ევროპულ პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ცვლილებების ინდიკატორად ფასდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტარების ნაწილი შექმნილ რეალობას ბრიუსელის მოქმედი ეკონომიკური და მიგრაციული კურსის მიმართ ამომრჩევლის მკაფიო პროტესტად მიიჩნევს. მიმდინარე მოვლენებს აფასებენ თბილისშიც. მმართველი გუნდი ევროკავშირის მხრიდან დღის წესრიგის გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს.
08 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
აღიარებული ბრალი და გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ვასილ მხეიძესთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ბრალის აღიარების გათვალისწინებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალ ბრალზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.


