28 ოქტომბერი 2022, 17:03 / სანდო წყარო

პროკურატურამ დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ძმასთან. ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

ყველა სიახლე

ჯეიმს დევიდ ვენსი

16 ივლისი 2024, 19:18

არჩევნები ამერიკაში

The New York Times: „მე ნამდვილად არ მაინტერესებს რა ბედი ეწევა უკრაინას“ - რას ამბობდა ჯეიმს დევიდ ვენსი უკრაინაზე?

დონალდ ტრამპის მიერ სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევამ გააძლიერა ეჭვები უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ, თუ ყოფილი პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.

გიორგი ამილახვარი

16 ივლისი 2024, 18:37

საზოგადოება

როდის დაიწყება ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, ვისთვის იქნება, როგორ შეირჩევიან მონაწილეები და რა იქნება ანაზღაურება - განათლების მინისტრმა „დღის ქრონიკაში“ განმარტა

„მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრმა უპრეცედენტო, მასშტაბური ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დააანონსა. გუშინ გვქონდა პრემიერის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა, სადაც ბოლო დეტალები გავიარეთ. ამას წინ უძღოდა სტუდენტებთან შეხვედრა. მათგან მოვისმინეთ როგორ წარმოუდგენიათ შერჩევის კრიტერიუმი, როგორ უნდა ყოფილიყო მათთვის კომფორტული ეს პროცესი. შევაჯერეთ ეს ყველაფერი და ვფიქრობ აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდება კონკურსი, სადაც გვინდა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის თვითმმართველობები მოვიცვათ მთელი საქართველოს მასშტაბით და კარი გაიხსნება 3000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის. ესენი იქნებიან წელს კურსდამთავრებული ბაკალავრები და მაგისტრები“

არჩილ თალაკვაძე

16 ივლისი 2024, 18:36

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ამნისტიის პროექტი არის დაბალანსებული პატიმრებისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებს შორის

„პატიმრებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც თავისუფლების აღკვეთის პირობებში არიან, ნებისმიერი შეღავათი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური საკითხია მათთვის. პატიმრობაში მყოფ თითოეულ ადამიანს, ჩვენს მოქალაქეს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, საზოგადოებასა და ოჯახებში მალე დაბრუნება. ამნისტიის პროექტი მუშავდება და არის დაბალანსებული პატიმრებისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებს შორის. დაზარალებულის ინტერესები გათვალისწინებულია აუცილებლად, იმიტომ, რომ დანაშაულს არ ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

16 ივლისი 2024, 18:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ტრადიციულად გუნდი განახლდება, მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც თავის ადგილს ხედავს, ვისაც წვლილი აქვს ჩვენს გუნდში, სურვილის შემთხვევაში დარჩება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში

ტრადიციულად გუნდი განახლდება, მაგრამ ყველა ადამიანი ვინც თავის ადგილს ხედავს, ვისაც თავისი წვლილი აქვს, თავისი დამსახურება და პოლიტიკური გამოცდილება აქვს ჩვენს გუნდში, სურვილის შემთხვევაში დარჩება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

16 ივლისი 2024, 18:30

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ჟურნალ Compact-ის დახურვაზე: განხორციელდა ოპერაცია "იმედი-2007"-ის გერმანული, უფრო სწორად, ლიბერალ-ფაშისტური ვარიანტი

„გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის შეტევა თავისუფლებაზე, აზროვნების და სიტყვის გამოხატვის უფლებაზე, სიმართლეზე, სამართლიანობაზე - ამჯერად გერმანიაში,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჟურნალ Compact-ის დახურვას ეხმიანება.

გიორგი ამილახვარი

16 ივლისი 2024, 18:26

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: საკლასო ოთახებში, აუდიტორიებში თუ რიგ სასწავლებლებში, ჩვენს ოპონენტებს დიდი პროპაგანდისტული, არაეთიკური ველი აქვთ გახსნილი, ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებთ

საკლასო ოთახებში, აუდიტორიებში თუ რიგ სასწავლებლებში, ჩვენს ოპონენტებს დიდი პროპაგანდისტული, არაეთიკური ველი აქვთ გახსნილი, ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებთ, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“.

კარლ ნეჰამერი

16 ივლისი 2024, 18:21

მსოფლიო

ავსტრიის კანცლერი: უნდა დავუპირისპირდეთ ვიქტორ ორბანის არაკოორდინირებულ ქმედებებს, მაგრამ არა მისი თავმჯდომარეობის ბოიკოტირებით

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მინისტრები ავსტრიის „სახალხო პარტიიდან“ შემდგომშიც გააგრძელებენ ევროპული საბჭოს მუშაობასა და მის სხდომებში მონაწილეობას.

16 ივლისი 2024, 18:17

პოლიტიკა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

არჩილ თალაკვაძე

16 ივლისი 2024, 18:14

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო დამკვირვებლებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველომ არაერთი არჩევნები ჩაატარა ძირითადი წესების დაცვით - ახლა არჩევნებზე წინასწარ თავდასხმა, არის რადიკალური ოპოზიციის კამპანია

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ დღეს საარჩევნო კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს.

16 ივლისი 2024, 18:06

მსოფლიო

Reuters: ომანში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა

ომანის დედაქალაქ მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლის დროს დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა შორის ოთხი პაკისტანის მოქალაქეა და ერთ პოლიციელი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, 28 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

კახა კალაძე

16 ივლისი 2024, 18:01

სპორტი

კახა კალაძე ოლიმპიადის მონაწილეებს: დარწმუნებული ვარ, იმ სიხარულს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს აჩუქეს, გააგრძელებთ თქვენი წარმატებებით ოლიმპიადაზე

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას. დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენს სპორტსმენებს.

რატი ბრეგაძე

16 ივლისი 2024, 17:56

სამართალი

რატი ბრეგაძე: გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

არჩილ თალაკვაძე

16 ივლისი 2024, 17:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ქვეყანა დაეცვა ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციისგან, დაეცვა მშვიდობა, მიეღწია ორნიშნა ეკონომიკურ ზრდისთვის, მოეტანა უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, კანდიდატის სტატუსი

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მომავალზეა ორიენტირებული. ჩვენ გვექნება ძალიან საქმიანი და პასუხისმგებლობიანი პროგრამა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, მზად ვართ ავიღოთ მომავალზე პასუხისმგებლობა“,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა.

16 ივლისი 2024, 17:49

მსოფლიო

„ევროპეისკაია პრავდა“: ჩეხეთი უკრაინაში ტყვიების ქარხანას ააშენებს და შაშხანების გამოშვებას დაიწყებს

ჩეხეთი უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ტყვიების ქარხანას ააშენებს და აგრეთვე შაშხანების წარმოებას დაიწყებს. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის პრემიერ-მინისტრზე დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, შესაბამის შეთანხმებებს შმიგალის ჩეხეთში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი. „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც სხვა დოკუმენტებისაგან განსხვავდება. უკრაინაში აშენდება ტყვიების ახალი ქარხანა“, - ციტირებს „ევროპეისკაია პრავდა“ შმიგალს.

შალვა პაპუაშვილი

16 ივლისი 2024, 17:48

სპორტი

შალვა პაპუაშვილი: პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობასა და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ - გისურვებთ, საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას

„ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან ერთად ვიყო ამ ცერემონიის თანამონაწილე, როდესაც ჩვენთან ერთად არიან ჩვენი სპორტის ლეგენდები, მოქმედი ჩემპიონები და დარწმუნებული ვარ, მომავალი ჩემპიონები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

16 ივლისი 2024, 17:44

საზოგადოება

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის აჭარაში აქტიური სარეკლამო კამპანიები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აქტიურ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს. პროექტ „გამომყევი აჭარაში“, რომელიც ივლისიდან დაიწყო 20-მდე კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფია დარეგისტრირებული.

16 ივლისი 2024, 17:42

მსოფლიო

კენიაში დემონსტრაციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა

დემონსტრაციებზე პოლიციამ რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. არეულობის შედეგად კენიაში, საერთო ჯამში, 40-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

შალვა პაპუაშვილი

16 ივლისი 2024, 17:38

სპორტი

შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ, დარწმუნებული ვარ, ოლიმპიურ თამაშებზე დიდი მონდომებით იბრძოლებთ და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენთ

ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ, დარწმუნებული ვარ, ოლიმპიურ თამაშებზე დიდი მონდომებით იბრძოლებთ და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

16 ივლისი 2024, 17:35

მსოფლიო

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობის შედეგად ქალაქები და სოფლები დაიტბორა

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ჰენანის პროვინციის ქალაქ ნანიანში, სადაც დატბორილი დასახლებებიდან და წყლის ნაკადში მოყოლილი ავტომობილებიდან მაშველები გადარჩენილების გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.

ირაკლი კობახიძე

16 ივლისი 2024, 17:30

სპორტი

პრემიერი ქართველ ოლიმპიელებს: თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ყველა ჩვენგანისთვის

ქართული სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.