25 ნოემბერი 2022, 15:54 / სანდო წყარო

ალექსანდრე დარახველიძე: გავერთიანდეთ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ვთქვათ - არა ქალზე ძალადობას

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული, - ამის
შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძემ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის დროული გამოვლენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული, რომელსაც დადებითი შეფასება მოჰყვა როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვუსწორებთ იმ გამოწვევებს რაც კვლავ გვაქვს და ვხედავთ გამოსავალს თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს - ეს არის ჩვენი ერთიანობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, ოჯახში ძალადობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს არაერთი განვითარებული ქვეყნის გამოწვევაა. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც პოლიციას სჭირდება საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა ამ დანაშაულთან ბრძოლაში, დუმილი ამ ტიპის დანაშაულის ყველაზე დიდი წამახალისებელი ფაქტორია, ძალადობასთან წარმატებით საბრძოლველად უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ თუ იძალადა მკაცრად დაისჯება. უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაითავისოს რომ თუ დანაშაულს დამალავს და თვალს დახუჭავს ამით დამნაშავის მხარდამჭერი გახდება და ყველამ უნდა გაიაზროს და იცოდეს რომ მას შეუძლია შეაჩეროს მოძალადე. ეს გამოწვევა ყველას გვეხება და ის არ არის განცალკევებით რომელიმე ერთი უწყების. პოლიციის, მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლოს, განათლების სისტემის პრობლემა - ეს ყველას, ჩვენი დიდი გამოწვევაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით გააგრძელებს ღონისძიების გატარებას რათა მივიღოთ მეტი ნდობა, მეტი მომართვიანობა, გამოვიწვიოთ ამ თემაზე საზოგადოების სიფხიზლე და ერთად შევძლოთ მეტი ქალის დაცვა.მჯერა რომ გაერთიანებული ძალებით ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით, გავერთიანდეთ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ვთქვათ, რომ არა ქალზე ძალადობს”, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები, სლოგანით - "არა ქალზე ძალადობას!". შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

თინათინ ნიბლოშვილი

05 ივნისი 2026, 15:16

პოლიტიკა

თინათინ ნიბლოშვილი: თბილისს აქვს ამბიცია, აკმაყოფილებდეს ჯანსაღი ქალაქის პრინციპებს, რომელიც საჯარო სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს

ჯანსაღი ქალაქი არის სივრცე, სადაც ადამიანი უსაფრთხო, მწვანე და ხელმისაწვდომ გარემოში ცხოვრობს, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - „ჯანსაღი ქალაქი, სპორტული და მწვანე სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

05 ივნისი 2026, 15:15

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, პოლონელების გენოციდში დამნაშავე სამხედრო დანაყოფისთვის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას გადახედოს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში უკრაინის ხელისუფლებას სამხედრო დანაყოფისთვის პოლონელების გენოციდში დამნაშავე ჯგუფის სახელის მინიჭების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

05 ივნისი 2026, 15:12

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მენტორინგის პროგრამის მეოთხე ეტაპი დაიწყო

ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი, მენტორები და მენტორინგის პროგრამის მონაწილეები.

05 ივნისი 2026, 15:07

რეგიონი

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგინეთმა“ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნით გალა ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 15:04

საზოგადოება

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო

კულტურის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

05 ივნისი 2026, 15:02

თავდაცვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 15:00

პოლიტიკა

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს.

05 ივნისი 2026, 14:58

რეგიონი

რევაზ სოხაძე შიდა ქართლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა როგორც ქალაქ გორში მიმდინარე ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა.

ბექა ძამაშვილი

05 ივნისი 2026, 14:52

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა 93%-ით შემცირდა, გვაქვს 29 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია - ეს ადასტურებს, რომ ჩვენთან უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალ დონეზეა

დღეს ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობა არის ძალიან მცირე ნიშნულზე - 15 წლიან პერსპექტივაში რომ შევადაროთ, 93%-ით არის საქმეების რაოდენობა შემცირებული, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებთან.

05 ივნისი 2026, 14:48

საზოგადოება

დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პანელურ სესიას ენერგეტიკის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარებისXVI რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან მოდერატორობა გაუწია პანელურ სესიას, სახელწოდებით „დიდი ჰესების როლი ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგო სექტორის მსოფლიო ტენდენციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება“.

05 ივნისი 2026, 14:47

რეგიონი

აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები ჩატარდა 18-23 მაისის პერიოდში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქალაქ ბათუმში.

05 ივნისი 2026, 14:46

საზოგადოება

ComCom-ი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლობას აფართოებს

კომუნიკაციების კომისიამ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან გააფორმა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

მამა შალვა კეკელია

05 ივნისი 2026, 14:44

საზოგადოება

მამა შალვა კეკელია: ტრადიციად დაწესდება საქართველოს ეკლესიაში, რომ ყველა მესამე და შემდეგი შვილის ნათლიები იქნებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები

ნათლობა ჩატარდება 7 ივნისს. დაიწყება 17:00 საათზე, გაგრძელდება ეტაპებად. 20:00 საათზე მისი უწმინდესობა მობრძანდება სამების ტაძარში და თავად დალოცავს ყველა მის ნათლულს, - განუცხადა „ქრონიკას“ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

ანტონიუ კოშტა

05 ივნისი 2026, 14:40

მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირში მონტენეგროს 2028 წელს გაწევრიანება არ გამორიცხა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ არ გამორიცხა, რომ 2028 წლისთვის მონტენეგრო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

05 ივნისი 2026, 14:37

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას უნდა დომინაცია და გზადაგზა სამარცხვინო სისულელებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც, ნანულა იქნება თუ სხვა

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობას“ დომინაცია უნდა და სამარცხვინო სისულელეებს იგონებს „მფრინავ მაიმუნებთან“ ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანი.

05 ივნისი 2026, 14:28

პოლიტიკა

დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე და თემატური სესიები - თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 ფორუმი მუშაობა დაასრულა

დღის წესრიგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ჯანსაღი ქალაქი, სპორტული, მწვანე და სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ასევე განიხილება ტურიზმის თანამედროვე ტენდენციები, დემოგრაფიული პროცესები და მიგრაციის საკითხები.

05 ივნისი 2026, 14:17

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

05 ივნისი 2026, 14:11

საზოგადოება

გივი მიქანაძე ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს ესტუმრა, ხელმძღვანელობას შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

05 ივნისი 2026, 14:07

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოტავას ეროვნული ხელოვნების ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კანადაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს.

05 ივნისი 2026, 14:06

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსულმა უხვმა, ხანგრძლივმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ ფუტკრის ოჯახებისთვის განსაკუთრებით სტრესული გარემო შექმნა, რამაც გარკვეულწილად მათი იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვია. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევებით, ინფექციური დაავადებები, კერძოდ, ამერიკული და ევროპული სიდამპლე არ დადასტურებულა.