06 იანვარი 2023, 13:29 / სანდო წყარო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისსა და კახეთში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა.

დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი ვ.ფ., რომელმაც 2022 წლის 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლეს და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულ იქნა სსიპ დაცვის პოლიციის თანამშრომელი.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და 11', 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ 2023 წლის 03 ინვარს დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი გ.შ., რომელსაც 2023 წლის 02 იანვარს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ყოფნისას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ასევე სტუმრად მყოფ რ.ტ.-თან, რის შემდეგაც მან დაზარალებულს მუცლის არეში დანის დარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.

საქართველოს პროკურატურამ გ. შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორივე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 თებერვალი 2024, 17:47

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე

„უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. მას მხოლოდ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამოვიყენებთ. რაც შეეხება ჩვენი მტრების A-50-ებისა და სხვა თვითმფრინავების ჩამოგდებას, ეს უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების ალიანსის შედეგია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

25 თებერვალი 2024, 17:09

პოლიტიკა

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

მატი დიოპი

25 თებერვალი 2024, 17:05

კულტურა

„ბერლინალეს“ მთავარი ჯილდო მატიო დიოპის დოკუმენტურ ფილმს გადაეცა

ჟიურის გრან-პრი „ვერცხლის დათვი“ ჰონგ სან სუს ხვდა წილად, ფილმისთვის „მოგზაურის საჭიროებები. ჟიურის პრიზი „ვერცხლის დათვი“ კი ბრუნო დიუმონმა მიიღო, ფილმისთვის „იმპერია.“

25 თებერვალი 2024, 17:02

რეგიონი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში ორდღიანი კულინარიული ფესტივალი ტარდება

ღონისძიების ფარგლებში მესტიაში სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეებია მოწყობილი. ფესტივალზე 20-მდე ადგილობრივი მზარეული, კვების ობიექტი და საოჯახო სასტუმროა წარმოდგენილი. „გემო ფესტზე“ სპეციალურად ბავშვებისთვის თამაშები, შეჯიბრი და ვორკშოპები ტარდება.

25 თებერვალი 2024, 17:01

მსოფლიო

პენტაგონი: შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში „ჰუსიტების“ 18 ობიექტს დაარტყეს

პენტაგონის ინფორმაციით, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში „ჰუსიტების“ 18 ობიექტს დაარტყეს. ეს იყო იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩატარებული მეოთხე ერთობლივი ოპერაცია, წითელ ზღვაში მათ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. ოპერაცია მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.

მეუფე შიო

25 თებერვალი 2024, 16:48

საზოგადოება

მეუფე შიო: თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების

მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი ქადაგებისას განაცხადა.

25 თებერვალი 2024, 16:13

კულტურა

SAG Awards 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

სერიალებს შორის ყველაზე მეტი ჯილდო „დათვს“ ხვდა წილად, კატეგორიებში: „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი კომედიურ სერიალში“, „საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში“ და „საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში“.

25 თებერვალი 2024, 16:01

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ლიდერებმა ვალდებულება აიღეს, დაეხმარონ უკრაინას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მონაწილეობა მიიღონ ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენის პროცესში

24 თებერვალს გამართულ ონლაინ სამიტზე „დიდი შვიდეულის“ლიდერებმა ვალდებულება აიღეს, დაეხმარონ უკრაინას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მონაწილეობა მიიღონ ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენის პროცესში. მათ ასევე პირობა დადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ და სანქციების თავის არიდების მექანიზმის კონტროლსაც გააუმჯობესებენ. მანამდე სამიტის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში დახმარების გაგრელებისკენ მოუწოდა.

25 თებერვალი 2024, 15:55

რეგიონი

27-28 თებერვალს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 27 თებერვლის 23:00 სთ-დან 28 თებერვლის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 28 თებერვლის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

25 თებერვალი 2024, 15:26

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ომის 732-ე დღეს

უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში მარინკის მიმართულებით 39 შეტაკება მოხდა.

ზურაბ ქადაგიძე

25 თებერვალი 2024, 15:01

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: აღმაშფოთებელია რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით, ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა და უშვერი სიტყვებით ილანძღება, რაც მთავარია - იტყუება

აღმაშფოთებელია ის, რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით. უბრალოდ წარმოუდგენელია მამაკაცმა ქალს მსგავსი რამ აკადროს. ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა ეს არარაობა და უშვერი სიტყვებით იგინება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

25 თებერვალი 2024, 15:00

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

,,დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი მოვლენის, საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი წარსულის ყველაზე ტრაგიკულ, ამავდროულად ყველაზე საამაყო ფურცელს. იუნკრების თავგანწირვა ჩვენი ისტორიის სასახელო და გამორჩეული ეპიზოდია. ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის მათი გმირობა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რადგან რთულ მომენტებში სამშობლო თავდადებას მოითხოვს. ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, რაც ძალიან ტრაგიკულ გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე. ოკუპაციის გარდა საოკუპაციო რეჟიმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ჰყავს მძევლად აყვანილი. ჩვენ ახლაც გვიწევს ბრძოლა საქართველოს დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. მჯერა, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას და ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. დიდება გმირებს!” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

25 თებერვალი 2024, 14:56

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირის უუნარობამ, რომ უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვი დროულად მიეწოდებინა, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის უთანხმოება გააღრმავა

ევროკავშირის უუნარობამ, უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვი დროულად მიეწოდებინა, დასავლეთ და აღმოსავლეთს შორის უთანხმოება გააღრმავა. ამის შესახებ Bloomberg-ის სტატიაშია ნათქვამი.

25 თებერვალი 2024, 14:36

რეგიონი

ისტორიაში პირველად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუაშში ბიატლონის ტურნირს მასპინძლობს

ისტორიაში პირველად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუაშში ბიატლონის ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრში 5 გუნდის 34 მონაწილე გამოდის. ცოტა ხნის წინ დაიწყო საკვალიფიკაციო ეტაპი, დღის ბოლომდე კი ფინალური დაპირისპირებები გაიმართება. ბიატლონი ორი სპორტის ნაზავია, თხილამურებით რბოლა და შაშხანის სროლა. ტურნირი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის, ბიატლონის ეროვნული ფედერაციისა და კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

25 თებერვალი 2024, 14:34

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: პარადოქსია, რომ „ნაცმოძრაობა“, რომელმაც გააგრძელებინა რუსეთს ოკუპაცია საქართველოში, იმ ხელისუფლებას ემუქრება, რომელმაც რუსული ოკუპაცია პირველმა შეაჩერა ქვეყანაში

საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში ოპოზიციის გამოჩენას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე წერს, „ნაცმოძრაობის“ და მის ირგვლივ შემოკრებილი მთლიანი ოპოზიციის გულწრფელობაში ქართველ ხალხს ეჭვი ეპარება.

25 თებერვალი 2024, 14:33

საზოგადოება

საკრებულოს წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

25 თებერვალი 2024, 14:25

მსოფლიო

ბელარუსში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ტარდება

ბელარუსში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა ადგილობრივი ორგანოების 12 514 და პარლამენტის ქვედა პალატის 110 დეპუტატს ირჩევს.

დონალდ ტრამპი

25 თებერვალი 2024, 14:24

მსოფლიო

სამხრეთ კაროლინაში რესპუბლიკელების პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

სამხრეთ კაროლინაში რესპუბლიკელების პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მთავარი კონკურენტი ნიკი ჰეილი, რომელიც შტატის ყოფილი გუბერნატორია, ტრამპმა დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხა. ჰეილიმ ტრამპს გამარჯვება მიულოცა, თუმცა განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს.

25 თებერვალი 2024, 14:23

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა თამაზ ელიზბარაშვილზე: როგორ ლაპარაკობს მაია ბითაძეზე, ან რა სიტყვებით მოიხსენიებს ქალს, რომელსაც ცხოველების დაცვის გარდა არაფერი გაუკეთებია?

ნახევარმა თბილისმა იცის, რომ უზრდელ თამაზა ელიზბარაშვილს ძაღლებიც და ცხოველებიც სინამდვილეში ფეხებზე ჰკიდია, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა, თამაზ ელიზბარაშვილის იმ შეურაცხმყოფელი კომენტარის საპასუხოდ წერს, რომელიც მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაია ბითაძის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა.

25 თებერვალი 2024, 14:13

სამართალი

მამის მკვლელობისთვის დაკავებულ რეზი გამხიტაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გლდანში მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რეზი გამხიტაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, ადვოკატი კი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.