იუსტიციის სამინისტრო: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სიცოცხლის უფლების არსებითი ნაწილის დარღვევა არ დაადგინა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) არსებით ნაწილში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, სამართალდამცველთა მიერ ძალის/იარაღის გამოყენების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაცია ჩატარდა ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში და მისი მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა იყო მოსალოდნელი. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარწმუნოა გამოძიებით დადგენილი ვერსია, რომ დაკავებისას თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცდანიშნულების რაზმის წევრის მითითებას და შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რა დროსაც განხორციელდა მის მიმართ გასროლა. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გააჩენდა გონივრულ ვარაუდს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა ისეთ გარემოებაში, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. შესაბამისად, არ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ნაწილის დარღვევა.
რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა პირველადი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციის ნაწილში, შესაბამისად, იმავე ორგანომ მოიპოვა პირველადი მტკიცებულებები, ვინც ოპერაცია ჩაატარა.
ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივანთა არგუმენტაცია, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება იყო შეზღუდული მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის გარემოებების დადგენით და აღნიშნა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აგრეთვე დაკითხულნი იქნენ სპეცოპერაციამდე მათთვის მიცემული ინსტრუქციების თაობაზე, რაც მოწმობს, რომ პროკურატურა იკვლევდა არა მხოლოდ სპეცოპერაციის ჩატარების, არამედ მისი დაგეგმვის ეტაპებს.
სასამართლო აგრეთვე გამოეხმაურა მომჩივანთა პრეტენზიას, სპეცოპერაციის შემდგომ ხელყუმბარის გადაადგილებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რადგან ოპერაციის დროს დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, აუცილებელი გახდა მისთვის პირველადი დახმარების ადგილზე აღმოჩენა, რის გამოც ოთახში არსებული ნივთების, მათ შორის ხელყუმბარის, გადაადგილება გახდა აუცილებელი (91). სასამართლოს შეფასებით, მართალია, აღნიშნულის გამო შემდგომში გამოძიებას ხელი შეეშალა ცალკეული გარემოებების დადგენაში, თუმცა სერიოზულად დაჭრილი ადამიანისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საჭიროებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა გამოძიების ადგილის ხელუხლებლად შენახვის საჭიროებასთან.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პროკურატურის ორგანოებმა მიიღეს არაერთი ზომა, რომ სრულყოფილად შეეგროვებინათ მტკიცებულებები. დაიკითხა ინციდენტში მონაწილე და მასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პირი, მათ შორის, მომჩივნები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერაციაში მონაწილე ოფიცრები, მათი ზედამხედველი პირები, ასევე, სამედიცინო პერსონალი, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა და მოპოვებული იქნა სხვა სახის მტკიცებულება, თუმცა სპეცრაზმელები ხუთი კვირის შემდეგ გამოიკითხნენ, რადგან მათი ვინაობა არ იყო საჯარო და მიმდინარეობდა შესაბამისი პროცედურები.
ევროპულმა სასამართლომ დადებითად შეაფასა წინამდებარე საქმეში მომჩივანთა მონაწილეობა გამოძიების პროცესში. კერძოდ, მომჩივნებს ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ გამოძიების მასალას, ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით მომჩივანთა მოთხოვნები საგამოძიებო ორგანომ დააკმაყოფილა. სწორედ მათი მოთხოვნით დაიკითხნენ დამატებით სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე და ოფიცრები. თუმცა, სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ გამოძიების დასასრულ ეტაპამდე მათ ვერ შეძლეს საქმის საიდუმლო ნაწილის გაცნობა.
გამოძიების საწყის ეტაპზე აღნიშნული ცალკეული ხარვეზების გამო, ევროპული სასამართლოს შეფასებით, დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი.
რაც შეეხება მომჩივანთა პრეტენზიების სპეცოპერაციის მსვლელობისას მათ მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არის აშკარად დაუსაბუთებელი.
სტრასბურგის სასამართლომ, მთავრობის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, პირველ რიგში აღნიშნა, რომ კონტრტერორისტული ოპერაცია ემსახურებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებისა და მისი სახლის ჩხრეკის ლეგიტიმურ მიზანს. შესაბამისად, სასამართლომ ეჭვქვეშ არ დააყენა კონტრტერორისტული ოპერაციის გონივრულობა და აუცილებლობა. რაც შეეხება ოპერაციის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, გამომდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის ხასიათისა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ოპერაციით გამოწვეული სტრესი თანმდევი ემოციაა, ხოლო საქმის ფარგლებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა ქმედებების საფუძველზე მომჩივნებმა განიცადეს იმაზე მეტი უარყოფითი ემოციური ზემოქმედება, რაც ასოცირდება ამ ტიპის სპეცოპერაციის პროცესთან. ამ საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მომჩივნებს, პირველ ეტაპზე, არ განუცხადებიათ არანაირი პრეტენზია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ქმედებებთან დაკავშირებით.
სასამართლომ მომჩივნებს ერთობლივად მიაკუთვნა 10 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 15 000 ევრო ხარჯების ანაზღაურებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2026, 10:10
მსოფლიო
Reuters: ისრაელის პრემიერ-მინისტრი კვირას აბუ-დაბიში ფარულად იმყოფებოდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 10:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
28 სექტემბერი 2026, 09:50
საზოგადოება
ComCom-ის წარმომადგენლებმა ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026“-ში მიიღეს მონაწილეობა.
28 სექტემბერი 2026, 09:47
მსოფლიო
აბას არაღჩი: ირანი ომის განახლებისთვის სრულად მზად არის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს
ირანი აშშ-თან საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის მზად არის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
28 სექტემბერი 2026, 09:42
სპორტი
რატი იონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო! სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!
პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
28 სექტემბერი 2026, 09:32
საზოგადოება
თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
28 სექტემბერი 2026, 09:30
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.
28 სექტემბერი 2026, 09:19
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირი მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმებს ამზადებს
ევროკავშირი ოთხი ქვეყნისთვის, რომლებიც გაერთიანებაში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს არიან, მკაფიო, ეტაპობრივ გეგმებს ამზადებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 09:08
მსოფლიო
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. 100 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ნიუ-იორკში წაქცეულმა ხემ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.
28 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
სერბეთის პრეზიდენტი გადადგა - ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 08:56
მსოფლიო
შვეიცარიაში კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრად განსაზღვრის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს
შვეიცარიელებმა გუშინ გამართულ რეფერენდუმზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის კონსტიტუციაში უფრო მკაცრად განსაზღვრის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. წინასწარი შედეგებით, ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მისცა 69%-მა თანხმობა კი მხოლოდ 30.88%-მა დააფიქსირა.
28 სექტემბერი 2026, 08:50
რეგიონი
მესტიის სატყეო უბანზე, ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა - სატყეო ენტომოლოგებმა ადგილზე საველე კვლევა ჩაატარეს
მესტიის სატყეო უბანზე, ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა. სატყეო ენტომოლოგების მიერ ადგილზე საველე კვლევა განხორციელდა, შეფასდა ნაძვნარი კორომების სანიტარიული მდგომარეობა, რის შედეგადაც მავნებელ-დაავადებების არსებობის დამადასტურებელი ნიშნები გამოვლინდა.
28 სექტემბერი 2026, 08:41
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: როდესაც ადამიანი არათუ აფხაზების მიმართ, ქართველების მიმართაც უშველებელ დანაშაულებში იყო ჩართული, რასაკვირველია ვერ მოსთხოვ გარკვეული ნორმების დაცვას
როდესაც ადამიანი არათუ აფხაზების მიმართ, ქართველების მიმართაც უშველებელ დანაშაულებში იყო თვითონ ჩართული (წამება და ადამიანების ქუჩაში ხოცვა მაქვს მხედველობაში) რასაკვირველია ვერ მოსთხოვ გარკვეული ნორმების დაცვას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
28 სექტემბერი 2026, 08:31
პოლიტიკა
„სიყვარული არ ხდება დაკვეთით. ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, უნდა ავიტანოთ და მოგვიწევს, რომ ავიტანოთ“ - ნიკა გვარამია ანტიაფხაზურ კამპანიას განაგრძობს
ნიკა გვარამია ამბობს, რომ ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი უნდა „ავიტანოთ“. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად კი პარტია „ახლის’’ ლიდერს ევროკავშირი ესახება. მანამდე მან ქართველები და აფხაზები მტრებად გამოაცხადა
28 სექტემბერი 2026, 08:21
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
28 სექტემბერი 2026, 08:14
რეგიონი
დმანისში სახალხო დღესასწაული „დმანისობა 2026“ გაიმართა
დმანისში სახალხო დღესასწაული „დმანისობა 2026“ გაიმართა. ქალაქის ცენტრში სტუმრებს კულტურული და ეთნო-გასტრონომიული კუთხეები, საბავშვო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და სპორტული აქტივობები დახვდათ.
28 სექტემბერი 2026, 08:06
პოლიტიკა
81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
პარლამენტი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივაზე იწყებს მუშაობას. ქონების გადასახადთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც დაიწყება მისი როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო ფორმატში განხილვა.
28 სექტემბერი 2026, 00:58
სპორტი
ბელა ხოტენაშვილმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
უზბეკეთმა 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი ბელა ხოტენაშვილი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
28 სექტემბერი 2026, 00:50
საზოგადოება
დღეს ალავერდობაა
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ალავერდის საკათედრო ტაძარში კი ალავერდობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება.
28 სექტემბერი 2026, 00:12
საზოგადოება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და უკრაინის ნაკრების შეხვედრის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩის გამო, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


