შს სამინისტრო ბადრი ესებუას დაკავების კადრებს და ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ფოტო: ვიდეოკადრი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი -
1988 წელს დაბადებული ბ.ე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებშეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე

01 ივნისი 2023, 15:19
საზოგადოება
შსს-მ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო
კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში - ულრიკ ტიდესტრომმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ლელა ბაქრაძემ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ პრევენციისა და ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, ლონდა ბიჭიკაშვილმა, გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

01 ივნისი 2023, 15:16
სამართალი
პროკურატურამ იარაღის გამოყენებითა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სხვა ტურისტებთან ერთად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიჯნისყურის სასაზღვრო პოსტის მიმდებარედ, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში იმყოფებოდა.

01 ივნისი 2023, 15:05
საზოგადოება
მეუფე შიო: ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სასუფეველში
ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის სასუფეველში, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განაცხადა. მიტროპოლიტმა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი შეასრულა და მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცა და წმინდა ნინოს ღვაწლზე ისაუბრა.

01 ივნისი 2023, 14:52
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული ვალის ზღვართან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღო
ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმომადგენელთა პალატამ, ეროვნული ვალის ზღვართან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, სენატში უნდა განიხილონ. ამის შემდეგ, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

01 ივნისი 2023, 14:48
პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: არც მოლოდინი მქონდა და არც სწორი მგონია, რომ პრეზიდენტის მიერ ევროპარლამენტში უნდა გაჟღერებულიყო მაგალითად ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი
საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატი ხათუნა სამნიძე ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებს. დეპუტატი აცხადებს, რომ არ ჰგონია სწორი, რომ პრეზიდენტს ამ ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას შეყალების საკითხი უნდა გაეჟღერებინა.

01 ივნისი 2023, 14:45
პოლიტიკა
კახა კალაძე: ადამიანების მიმართ, რომლებიც სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, მშვიდობას, არველაძის მსგავსი ლექსიკით საუბარი შეურაცხმყოფელია
თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის გიორგი არველაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პოლიციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ, ხართ ძაღლობა, ძაღლობას კი პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნის“

01 ივნისი 2023, 14:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი არველაძის განცხადებაზე: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომა ბოლო 10 წელია - სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია
„ამიტომ ებრძვიან ეკლესიას, ამიტომ ებრძვიან პოლიციას, ამიტომ უცხადებენ ბოიკოტს აღლუმს - 26 მაისის არცერთ აღლუმზე არ მოდიან, იმიტომ რომ ბოიკოტს უცხადებენ ქართულ ჯარს. ეს არ არის შემთხვევითი ინდივიდებს ემოციური განცხადებები. ეს არის იმ პროპაგანდისტული ნარატივის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე 10 წელია ამყარებს, მას შემდეგ რაც ისინი ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა, რომ მოახდინონ სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

01 ივნისი 2023, 14:32
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი: ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა ბევრ საკითხზე, მაგრამ იმავდროულად - არაფერზე
საზოგადოებას ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აღადგენდა პოლიტიკურ ბალანსს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

01 ივნისი 2023, 14:30
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტის გზავნილები იყო სწორი, მაგრამ უფრო მკვეთრი გზავნილი იყო საჭირო, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს ის ამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით
პრეზიდენტის გზავნილები იყო სწორი მაგრამ, ასევე ჩემთვის უფრო მკვეთრი გზავნილი იყო საჭირო თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი ამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით,- ამის შესახებ, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

01 ივნისი 2023, 14:24
პოლიტიკა
გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა არის ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორებს და ასე გაგრძელდება
ლიეტუვა არის ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორებს და ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა.

01 ივნისი 2023, 14:16
პოლიტიკა
რობერტა მეცოლა: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე
„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები უნდა ჩატარდეს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. რეფორმები გზაშია. მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე“, - განაცხადა მეცოლამ.

01 ივნისი 2023, 14:15
პოლიტიკა
შარლ მიშელი: იმედი მაქვს, მომდევნო თვეებში იქნება შესაძლებლობების ფანჯარა, გაკეთდეს მკაფიო არჩევანი საქართველოს მომავალზე, რაც დაფუძნებული იქნება ფუნდამენტურ ღირებულებებზე - მშვიდობა, კეთილდღეობა
„მოხარული და უბედნიერესი ვიქნები ისევ ვეწვიო საქართველოს და ქართველ ხალხს. საქართველოს პრეზიდენტმა დამპატიჟა საქართველოში და ვნახავთ, როდის მომეცემა შესაძლებლობა ვეწვიო საქართველოს. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხრიდან გადაიდგას ნაბიჯები გაფართოების მიმართულებით. ევროკომისია ზაფხულის შემდეგ გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს გაფართოებაზე და გავიმეორებ, რომ ვაპირებ ჩემი მხრიდან საკითხი დღის წესრიგში წლის ბოლომდე, სამიტის განრიგში შევიტანო“, - განაცხადა მიშელმა.

01 ივნისი 2023, 14:02
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს აკვაპარკ „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლა და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს „ისთ ფოინთის“ 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

01 ივნისი 2023, 13:48
საზოგადოება
გიორგი ამილახვარმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლის მოსწავლეებს პირადად მიულოცა
ვიზიტისას მინისტრმა სკოლის პანსიონში არსებული სენსორული ინტეგრაციის ოთახი და საცხოვრებელი კორპუსი დაათვალიერა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლოს ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ სრულად რეაბილიტირდა. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით სკოლა-პანსიონში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გარე დათბუნების სამუშაოებიც განხორციელდა.

01 ივნისი 2023, 13:43
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი არ ახსენა, ეს მარტივ რამეს ადასტურებს - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. შესაბამისად, მას პოლიტიკურ გამოსვლებში არ ახსენებს არც პრეზიდენტი და არც სხვა
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ამიტომ ნებისმიერი ასეთი განმარტება ჩვეულებრივი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა, რაც გვესმის, ამაში ახალი არაფერია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

01 ივნისი 2023, 13:43
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უცხოელი ე.წ. ექსპერტები საქართველოს ჭკუას ასწავლიან, როგორ გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები, ამას გვეუბნებიან ჩვენ, ვინც ზეპირად ვიცით აგრესიის 30 და რუსეთის ოკუპაციიდან 200 წელი
ვნახეთ მანიპულაცია, თითქოს პრემიერის განცხადება ნიშნავდა ნატო-ზე უარის თქმას ან ნატო-სთვის რაღაცის დაბრალებას. მეორე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა ზუსტად იგივე შინაარსის განცხადება, რომ რუსეთმა უკრაინაში აგრესია იმიტომ განახორციელა, რომ მან ევროპული მომავალი აირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

01 ივნისი 2023, 13:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია, რამდენიმე „ენჯეო“ დედაქალაქ-დედაქალაქ დადიან, ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საქართველოში სავალალო მდგომარეობაა, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა
„რამდენიმე „ენჯეო“ ბრიუსელში იყო ჩასული და რა თქმა უნდა, ბრიუსელიდან ვიცით, რა საუბრები ჰქონდათ. ეს არის ჩვეულებრივი კამპანია რამდენიმე „ენჯეოსი“, რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ჩადის და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ანტიკამპანიას ეწევა“

01 ივნისი 2023, 13:40
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ფრანგ ჟურნალისტს: თქვენ თქვით პრორუსი პრემიერ-მინისტრი. არავის ვიცავ, მაგრამ ვფიქრობ საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება იყოს
„თქვენ თქვით პრორუსი პრემიერ-მინისტრი. არავის ვიცავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება იყოს. შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო აქვთ შიში კონკრეტულ მომენტში შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო, ჰქონდეთ სურვილი გადადგან ნაბიჯი, რამაც შეიძლება რაღაც შედეგი მოიტანოს. ყველაფერი ეს კი, მაგრამ ფუნდამენტურად პრორუსობა არა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

01 ივნისი 2023, 13:40
მსოფლიო
კანადა მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც მოწევის საფრთხის შესახებ გაფრთხილებას სიგარეტის თითოეულ ღერზე დაბეჭდავენ
„თითოეული სიგარეტის მარკირება პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის მწეველისთვის თავი აარიდოს გაფრთხილებას იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ის თავის ორგანიზმს უქმნის“, - აღნიშნავენ კანადის მთავრობის პრესსამსახურში.

01 ივნისი 2023, 13:36
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე გიორგი არველაძეს: „მოდელირებულ ქრონიკას“ რომ აკეთებდი და ხალხს აგიჟებდით, მაშინაც პირუტყვებად აღიქვამდით საზოგადოებას და ახლაც იგივე დამოკიდებულება გაქვთ, რადგან უსამშობლო ნაძირალები ხართ
სააკაშვილის ეზოს ფინია იყავი მთელი ცხოვრება და ახლა ცდილობ, ნაძირალობით წარმოაჩინო თავი იმიტომ, რომ ეგეთი რჯულის ხარ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის მიერ სოციალურ ქსელში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც არველაძე პოლიციელებს „ძაღლობად“ მიიჩნევს და შესაბამისად, პოლიციელის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.