პოლიციამ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 13 პირი დააკავეს. ინფორმაციას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ი.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ი.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტი და მჭიდი.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ა. ქალაქ რუსთავში, ხოლო 1987 წელს დაბადებული ა.ტ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ლ.ა.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა. ა.ტ.-ის პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, 20 ვაზნა და მჭიდი.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1992 წელს დაბადებული გ.ს. და 1998 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ს.-მ ცეცხლსასროლი პისტოლეტები გ.მ.-ზე უკანონოდ გაასაღა. სამართალდამცველებმა თბილისში, გ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მ.დ. საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" ტერიტორიაზე დააკავეს. მისგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია პისტოლეტები და მჭიდები.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს მცხეთა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ზ. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 30 ვაზნა და 2 სანადირო თოფი ამოიღეს.
რაც შეეხება სამეგრელოს რეგიონს, ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - 1960 წელს დაბადებული ვ.მ.,ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - 1983 წელს დაბადებული მ.ბ., ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - 1968 წელს დაბადებული გ.ვ., მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1963 წელს დაბადებული თ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ვ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს „MAGNUM“-ის ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ვაზნა. პოლიციამ ავტომობილიდან, რომლითაც მ.ბ.-ი გადაადგილდებოდა, ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო შაშხანა, 22 ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი.
გ.ვ.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკისას კი სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული 2 რევოლვერი, შაშხანა და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 248 ვაზნა.
პოლიციამ თ.გ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღი, მჭიდი და 40 ვაზნა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
ამავე დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1982 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ზ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების,გასაღების, ასევე, წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, აგრეთვე, სსკ-ის
214-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა სიახლე
26 აპრილი 2026, 13:25
მსოფლიო
კირ სტარმერი: დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მაქსიმალურად მკაცრი ფორმით უნდა იყოს დაგმობილი
„დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მაქსიმალურად მკაცრი ფორმით უნდა იყოს დაგმობილი. დიდი შვებაა, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა დამსწრე უსაფრთხოდაა“, - წერს სტარმერი.
26 აპრილი 2026, 13:14
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს - არასდროს
„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს - არასდროს. მადლობას ვუხდით პოლიციას და სამაშველო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის, სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს ფონ დერ ლაიენი.
26 აპრილი 2026, 13:05
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: შვებაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან
„მე და სარა შოკირებული ვართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამო. შვებაა, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან. დაჭრილ პოლიციელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვაფასებთ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებას“, - დაწერა ნეთანიაჰუმ.
26 აპრილი 2026, 12:43
მსოფლიო
კოლუმბიაში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა
მედიის ცნობით, აფეთქება კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით, კაუკას დეპარტამენტში მოხდა. ბომბი ავტობუსში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად განადგურდა ან დაზიანდა ათობით ავტომობილი, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრიდან 100 მეტრამდე რადიუსში იმყოფებოდნენ. 14 დაღუპულის გარდა, სულ მცირე 38-მა ადამიანი დაშავდა.
26 აპრილი 2026, 12:22
საზოგადოება
ვარლამ ლიპარტელიანი: ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ორგანიზაციის რეგიონულ ტურნესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დაინტერესება დიდია და ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველთა რაოდენობა იზრდება.
26 აპრილი 2026, 12:17
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი, რომელიც უკვე დღეს ითვალისწინებს ტვირთბრუნვის 20–35%-იან წლიურ ზრდას
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ანაკლიის პორტის მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას. ანალიტიკოსი წერს, რომ პორტის გამტარუნარიანობა განისაზღვრება 20-30 მილიონ ტონამდე და სხვადასხვა ეტაპზე შეიქმნება ჯერ 3-5 ათასი, ხოლო მოგვიანებით 10-15 ათასი სამუშაო ადგილი. ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ ტარიფებიდან მიღებული შემოსავალი ქვეყანას მისცემს საშუალებას, მოლაპარაკებები აწარმოოს ნაკადების კონტროლის პოზიციიდან:
26 აპრილი 2026, 11:49
სპორტი
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია. დიდი ათის ფინალურ შეხვედრაში ბათუმელებმა ქუთაისის „არესი“ 38:6 დაამარცხეს და ჩემპიონები ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მეექვსედ გახდნენ.
26 აპრილი 2026, 11:48
სპორტი
ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა⚽
ბუდუ ზივზივაძემ გოლი გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ სტადიონზე „ზანკტ პაული“ 2-0 დაამარცხა. მასპინძლები კი მესამე წუთზე სწორედ ქართველმა ფორვარდმა დააწინაურა.
26 აპრილი 2026, 11:41
მსოფლიო
რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბუქარესტი რუსეთს რუმინეთის საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს.
26 აპრილი 2026, 11:36
მსოფლიო
საფრანგეთმა და საბერძნეთმა ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს
2021 წელს გაფორმებული დოკუმენტის მოქმედების ვადის კიდევ 5 წლით გაგრძელებას ხელი ათენში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მოაწერეს. მხარეებმა ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს.
26 აპრილი 2026, 11:34
მსოფლიო
მაკრონი: ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ - ჩვენ ვართ გეოპოლიტიკის მსხვერპლნი და ამ ომის მსხვერპლნიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო
ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ათენში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
26 აპრილი 2026, 11:32
პოლიტიკა
დავით ზარდიაშვილი: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე, ვოლტერი გახდეს, მანჭვა-გრეხის მეტი არაფერი გამოუვა, ხოლო დოროთესგან ისე არ გამოვა მარტინ ლუთერი, როგორც გამხმარ-დაჭიანებული ხისგან სალამური
თარგამაძესთან დოროთე ყურაშვილის „საუბრის" „ფორმულა" ერთი შეხედვითაც იოლი გასაშიფრია. მხოლოდ მცირე ფრაგმენტს ვუყურე და დღესავით ნათელი გახდა: თარგამაძე ცდილობს "განმანათლებლობის" ქართული ვერსიის, ხოლო დოროთე - ეკლესიის რეფორმაციის, პროტესტანტიზმის ქართული ანალოგის გამოგონებას, - წერს საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში.
26 აპრილი 2026, 11:30
რეგიონი
სნოში პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
პატრიარქი მშობლიურ სოფელ ში გაიხსენეს. სნოში ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს პანაშვიდი გადაიხადეს, რის შემდეგაც პატრიარქის სახლამდე მსვლელობა გაიმართა. ბავშვებმა უწმინდესის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი საგალობლები შეასრულეს.
26 აპრილი 2026, 11:29
საზოგადოება
არჩილ გორდულაძე: მნიშვნელოვანია, შევძლოთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლის მიმართაც გარედან განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს
მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის გეგმები, რაც ზოგადად აქვს სახელმწიფოს ახალგაზრდობის მიმართ, თითოეულ ადამიანამდე იყოს მიტანილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
26 აპრილი 2026, 11:23
რეგიონი
ბორჯომში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს ბორჯომში იმართება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველთა საბჭოს წევრები ხვდებიან.
26 აპრილი 2026, 11:16
მსოფლიო
დელსი როდრიგესი: ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმის მცდელობას
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმის მცდელობას. საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით მათ და კორესპონდენტთა ვახშმის ყველა დამსწრეს. ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი მათთვის, ვინც მშვიდობის ფასეულობებს იცავს“, - წერს როდრიგესი.
26 აპრილი 2026, 11:05
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
26 აპრილი 2026, 11:03
სამართალი
პოლიციამ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
26 აპრილი 2026, 11:00
სამართალი
პოლიციამ ბათუმში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“. პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
26 აპრილი 2026, 10:52
სამართალი
პროკურატურა „ტვ. პირველის“ სიუჟეტზე: პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება
საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც საქართველოს პროკურატურა პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის შესახებ ტელეკომპანია „ტვ. პირველის“ სიუჟეტს ეხმაურება.


