რატი ბრეგაძე: თუ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება
რატი ბრეგაძე
ფოტო: Facebook
პირველ რიგში, რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება. ამ საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ეს არის სასჯელის მოხდა დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, როგორიც დღეს არის საქართველო. ეს არის პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველამ. მეორე - როდესაც ადამიანს სურს გამოჯანმრთელება, ის უნდა დაემორჩილოს მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება
„სახელმწიფო პასუხისმგებელია იმაზე, რომ პირის უფლებები იყოს დაცული. თუ ადამიანს სჭირდება მკურნალობა და სახელმწიფო მიაწვდის სამედიცინო მომსახურებას, გადაიყვანს პატიმარს კერძო კლინიკაში, მოათავსებს VIP-პალატაში, სადაც ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ხოლო ის მიზანმიმართულად არ დაემორჩილება ამ მკურნალობის კურსს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქ უკვე სრულდება. იძულებითი მკურნალობა საქართველოს მკურნალობით არ დაიშვება. არცერთ ადგილობრივ თუ უცხოელ გულშემატკივარს არ მოუტანია მტკიცებულება იმის საჩვენებლად, თითქოს სააკაშვილის უფლებები დარღვეულია. როდესაც საუბარი იყო შესაძლო მოწამვლაზე, პირადად მე მეორე დღესვე შევთავაზე ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მივიღეთ უარი. შემდეგ მან ნიმუშები არ ჩააბარა გამოძიებასაც - მიუხედავად ამისა, ისინი საუბრობენ, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია, და სურთ, ამ ცილისმწამებული კამპანიის გატარება. ამერიკულ ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშები არ იყო დალუქული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ის მონაცემები, რაც ამ დაულუქავ ნიმუშებში იყო აღმოჩენილი, იყო ნორმის ფარგლებში. რა მოწამვლაზეა საუბარი? ეს საფუძველშივე გამორიცხულია. ეს არის მიზანმიმართული კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აცხადებს ბრეგაძე.
ყველა სიახლე
24 მარტი 2026, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ადამიანების იმ ჯგუფზე, რომელიც პროტესტს აგრძელებს.
24 მარტი 2026, 12:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ღია ვართ პარტნიორობისთვის. მარტივი ტესტია - ქვეყნებს შორის მეგობრობა არ იზომება „ტვიტებით“ და წითელი ხალიჩებით, იზომება სუვერენიტეტის პატივისცემით
ჩვენ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ღია ვართ პარტნიორობისთვის. მარტივი ტესტია - ქვეყნებს შორის მეგობრობა არ იზომება „ტვიტებით“ და წითელი ხალიჩებით, იზომება სუვერენიტეტის პატივისცემით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
24 მარტი 2026, 12:18
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეკლესია პასუხისმგებლობით და იმ სულიერი სიმყარით, რომელიც მის სინოდის აქვს, მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას
ეს არის სრულად ჩვენი ეკლესიის გადასაწყვეტი და როგორც ყოველთვის სრულად ვენდობით იმ სიბრძნეს, რომელიც ქართული ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებებში არის ხოლმე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - რა მოლოდინი გაქვთ ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით?
24 მარტი 2026, 12:10
პოლიტიკა
პაპუაშვილი: აშშ-სთან გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება - ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ველით აშშ-ს ადმინისტრაციიდან შესაბამის ნაბიჯებს
ჩვენ სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, მათ ძალიან კარგად იციან რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რა არის ჩვენი პოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ასე, რომ ჩვენ გადატვირთვას ველით.
24 მარტი 2026, 12:03
პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო: 1992 წლის 24 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ჩვენ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდათოთხმეტი წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
24 მარტი 2026, 12:02
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ და იმისთვის არ დაგვიღვრია სისხლი, რომ თავის ქვეყანაში 2%-იანი მხარდაჭერის მქონე დეპუტატმა, რომელიც PACE-ში გამოიჭიმება, ქართველების სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი დააკნინოს
როდესაც ამას კადრულობს ოფიციალური ჯგუფი, სახელს უცვლის და წულუკიანის კომისიას ეძახის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, ამ ხალხს რა ღირებულებებზე უნდა ველაპარაკოთ?, - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას: „ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესი განიხილავს ანგარიშს, სადაც საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პატიმრების გათავისუფლებაზე. ვინმე მიიღებს მონაწილეობას ქართული ოცნებიდან ამ განხილვაში?“
24 მარტი 2026, 11:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არანაირი სანქცია არ არსებობს. არსებობს უცხო ძალის თავდასხმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე. სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს იმას, რომ თავისუფალმა მედიამ თავი დაიცვას გარე აგრესორისგან
„ვნახეთ ბრიტანეთის ხელისუფლების თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და, რა თქმა უნდა, თავისუფალ მედიას აქვს უფლება, რომ ამ არაპროვოცირებული, უსამართლო თავდასხმისგან თავი დაიცვას. ეს არის ჩვეულებრივი აგრესია და აგრესიის წინააღმდეგ ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას, სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება, ასე რომ ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი. აგრესორი აქ არის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელიც უსაფუძვლოდ, უსამართლოდ და არაპროვოცირებულად თავს დაესხა თავისუფალ მედიას, ხოლო მსხვერპლი ამ შემთხვევაში არის თავისუფალი მედია, რომელსაც აქვს ყველა უფლება, რომ თავი დაიცვას. ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს იმას, რომ თავისუფალმა მედიამ თავი დაიცვას გარე აგრესორისგან და გააგრძელოს მართალი სიტყვის მიტანა საზოგადოებამდე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
24 მარტი 2026, 11:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩვენო მუსლიმო მეგობრებო, მინდა, მოგვიანებით მოგილოცოთ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები
„ჩვენო მუსლიმო მეგობრებო, მინდა, მოგვიანებით მოგილოცოთ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები. განახლების, იმედებისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდ ქცეული დღესასწაულები საქართველოში მრავალი წელია აღინიშნება და თქვენთან ერთად, მთელი გულით ვიზიარებთ ამ სიხარულს.
24 მარტი 2026, 11:54
პოლიტიკა
თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
24 მარტი 2026, 11:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაზე: ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველო, საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს, რომ ჩვენ ვართ ქართული ორიენტაციის ხელისუფლება და ხალხი
ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველო, საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს, რომ ჩვენ ვართ ქართული ორიენტაციის ხელისუფლება და ხალხი, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კვლევა, რომლის თანახმადაც, ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
24 მარტი 2026, 11:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მიზეზი, რატომაც ელენე ხოშტარია არის ციხეში, არის ის, რომ არ გადაიხადა გირაო. იმიტომ ჩატოვეს გარედან კარნახით ციხეში, რომ შემდეგ სამარცხვინო რეზოლუციებზე ემსჯელათ
მიზეზი, რატომაც ელენე ხოშტარია არის ციხეში, არის ის, რომ არ გადაიხადა გირაო და მიზანი არის ის, იმიტომ ჩატოვეს გარედან კარნახით ციხეში, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ, - განუცხადა პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
24 მარტი 2026, 11:52
პოლიტიკა
პაპუაშვილი: რა გვაქვს საერთო სამ პოლონელ დეპუტატთან, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩვენს მწუხარებას - ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დღევანდელ ფორმაში ევროკავშირი აღარ არის ევროპა თავისი ღირებულებებით
„ეს არის სამი პოლონელი დეპუტატი, რომლებიც არიან სახალხო პარტიის წევრები და პოლონეთის სახელისუფლებო პარტიის წევრები. სახალხო პარტია ეს არის ის გაერთიანება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ცარიელ სკამს დგამს ყრილობების დროს. ეს არის მათი ღირებულებითი სტანდარტი, რაც გულისხმობს დიქტატორის მხარდაჭერას“.
24 მარტი 2026, 11:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვერ ვნახეთ ვერცერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც საქართველოში ამბავი არ მოხდება, უცებ რომ არ გამოვარდნენ და კომენტარები არ აკეთონ და ასეთი მწუხარების ჟამს სიტყვები, დრო ან ემოცია ვერ მოძებნეს
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში გლოვის დღეების დროს განცხადება არ გაუკეთებია არცერთ უცხოელ ლობისტს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოზე გული შესტკივათ.
24 მარტი 2026, 11:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს
თურქეთის ელჩმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.
24 მარტი 2026, 11:43
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც წაართვეს ქართველობა. მათ არათუ მწუხარების სიტყვები ვერ გამონახეს, პირიქით, ეს დღეები კვლავ გამოიყენეს ჩვენი ქვეყნის, ერისა და ეკლესიის ლანძღვისთვის
„ხანდახან ირონიით ამბობენ, ქართველობას გვართმევს ვინმეო? ეს არ არიან ქართველობაწართმეული ადამიანები, ვინც ამ დღეებში ვიხილეთ? დიახ, აი ასე, გარედან შეკვეთით, გარედან დაფინანსებით, გარედან პრიზების გადაცემითა და რეზოლუციების მიძღვნით - აი ასე წაართვეს მათ ქართველობა. დღეს ჩვენ საქართველოში გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც წაართვეს ქართველობა, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეებში მათ არათუ მწუხარების სიტყვები ვერ გამონახეს, პირიქით, ეს დღეები კვლავ გამოიყენეს ჩვენი ქვეყნის, ერისა და ეკლესიის ლანძღვისთვის, დაკნინებისთვის, სხვების დიდებისთვის. ასე რომ, თვალნათლივ ვიხილეთ, რას ნიშნავს ქართველობა წართმეული ადამიანები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
24 მარტი 2026, 11:36
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში წყლისა და საკვების მიკრობიოლოგიის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგი გამართეს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გერმანული გლობალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური კომპანიის „მერკი“ წარმომადგენლებმა სასწავლო შეხვედრა გამართეს. ტრენინგი მოიცავდა წყლისა და საკვების მიკრობიოლოგიური ხარისხის შეფასების მეთოდებს, საწარმოო გარემოს მონიტორინგს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და კვების ლაბორატორიული კვლევების სტანდარტებს, ასევე ფალსიფიკაციასთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმებს.
24 მარტი 2026, 11:33
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები სიონში ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ესწრებიან
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ესწრებიან.
24 მარტი 2026, 11:33
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა. პაატა პატიაშვილსა და დელეგაციის წევრებს გენერალ ლეიტენანტმა ერიკ პელტიემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობასა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს
24 მარტი 2026, 11:31
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცასპიტებისგან ბინძური სპეკულაციები მომავალ პატრიარქზე, სინოდზე უმსგავსო ქილიკი, ნამდვილად არაა ყურადსაღები, ნეტარხსენებულ პატრიარქ ილია მეორეს ვენდოთ - ყველაფერი კარგად იქნება
ნაცასპიტებისგან ბინძური სპეკულაციები მომავალ პატრიარქზე, სინოდზე უმსგავსო ქილიკი, ნამდვილად არაა ყურადსაღები, ნეტარხსენებულ პატრიარქ ილია მეორეს ვენდოთ - ყველაფერი კარგად იქნება, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
24 მარტი 2026, 11:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მილიონ-ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა. ვცდილობდით, სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდით პატრიარქის მხრიდან, საპასუხოდ გვეჩვენებინა
ამ დღეებში, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციისგან, რომლებთანაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობა გვქონდა, ვისმენდით თუ როგორ აფასებენ მის ღვაწლს, როგორ სცემენ პატივს მის წვლილს ქრისტიანულ სამყაროში, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პატრიარქთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.


