imedi /  23 მარტი 2023, 19:08 / სანდო წყარო

პროკურატურა: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები წარიმართა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით

საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები, წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საქმეზე – „ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ ე.წ კორტების სპეცოპერაციას, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობით დასრულდა, ხოლო ავტომანქანაში მყოფმა კიდევ ერთმა პირმა მძიმე დაზიანებები მიიღო. აღნიშნულ სპეცოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა, რომლებმაც ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ ასზე მეტი გასროლა განახორციელეს.

მომხდარ ფაქტზე, 2012 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურის მიერ, განახლებული გამოძიების ფარგლებში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი ყოფილი თანამშრომელი გასამართლდა, მათ შორის არიან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ამავე დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე - გიორგი ცააძე. კერძოდ: 2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით, დამანაშავედ იქნა ცნობილი გიორგი ცააძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე და მასაც საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მომჩივნები ევროპული სასამართლოს წინაშე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) ფარგლებში დაობდნენ რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდა მხოლოდ სპეციალური ძალების წარმომადგენლების არასანდო და უკანონოდ მოპოვებულ ჩვენებებს. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ დაუშვებელი მტკიცებულებების გაზიარებით და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ეროვნულმა სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ირაკლი ფირცხალავა კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში, ასევე დაობდა დაცვის მხარის მოწმეების სასამართლოში გამოცხადებისა და მათი დაკითხვის შეუძლებლობის საკითხებზე. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები მომჩივნების წინააღმდეგ, მათ შორის სპეციალური ძალების წარმომადგენელი 7 მოწმის ჩვენება, გამოკვლეული იქნა საჯარო სასამართლო სხდომაზე, მომჩივნების და მათი წარმომადგენლების თანდასწრებით, რომელთაც ჰქონდათ შეუზღუდავი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ მათ დაკითხვაში.

ასევე, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა სასამართლოში წარედგინათ საკუთარი პოზიციები და რელევანტური მტკიცებულებები. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ პროკურატურის მოწმეების სადავო ჩვენებები არ წარმოადგენდა მომჩივანთა მსჯავრდებისთვის ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას, საქმეში სახეზე იყო მტკიცებულებათა კომპლექსური ერთობლიობა, მათ შორის დამოუკიდებელი თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რომელსაც დაეყრდნო ეროვნული სასამართლოების განაჩენი.

სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ეროვნულმა სასამართლოების დასაბუთება აპლიკანტების პოზიციებთან მიმართებაში არის დასაბუთებული, განაჩენი ეყრდნობა მტკიცებულებათა მთელ რიგ ერთობლიობას და მათ მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება იყო სამართლიანი.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების ეტაპზე, მსჯავრდებულები ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, ასევე მისი უფლებადამცველები არაერთგზის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიკერძოებულ დევნას და არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება., რაც მათ დანაშაულში მონაწილეობას ადასტურებდა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები, წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით და საქმეში არსებობდა გამოძიების მიერ მოპოვებული და შეკრებილი კომპლექსური, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც დასაბუთებულად და კანონიერად ეყრდნობოდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები.

ასევე, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება 2019 წლის 18 ივლისს მიიღო, საქმეზე ,,ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლოს განცხადებით, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, არც პროპორციული და არც აუცილებელი ყოფილა.

სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე პირველადი გამოძიება წარიმართა მთელი რიგი დარღვევებით, რაც დაადასტურა კიდეც 2012 წლის დეკემბერში განახლებული გამოძიების შედეგებმა. ხსენებული გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ როგორც ე.წ კორტების სპეცოპერაციის ჩატარებისას, ასევე ამ ფაქტის პირველადი გამოძიების დროს, ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) როგორც არსებით, ასევე პროცედურულ დარღვევას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

06 ივნისი 2026, 00:45

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ჰენრი ნოვაკის საქმეზე ვაშინგტონის კრიტიკაზე: ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიაში და მიზნად ისახავენ განხეთქილების გაღვივებას ჩვენს ქუჩებში

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ბრიტანელი სტუდენტის, ჰენრი ნოვაკის მკვლელობა მიგრაციულ პროცესებს დაუკავშირა და საზოგადოებას „სამართლიანი რისხვისკენ“ მოუწოდა.

ჯეი დი ვენსი

06 ივნისი 2026, 00:22

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ჰენრი ნოვაკი დღეს ცოცხალი უნდა იყოს და იქნებოდა კიდეც, ევროპის ელიტის ბოლო რამდენიმე თაობას თვითგვემის პოლიტიკისა და მიგრანტთა მასობრივი ნაკადის წინააღმდეგ მტკიცე პოზიცია რომ შეენარჩუნებინა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში ჰენრი ნოვაკის გარდაცვალებას ეხმაურება და მომხდარს დასავლური ცივილიზაციის კრიზისს უკავშირებს.

05 ივნისი 2026, 22:42

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოსა და ბაჰრეინს შორის გამართულ მატჩს დაესწრო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ფრიდრიხ მერცი

05 ივნისი 2026, 22:39

მსოფლიო

მერცი: სერბეთისთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ღიაა, თუმცა სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია

სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

05 ივნისი 2026, 22:34

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანს, რობერტ ოლიფანტს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტები განიხილეს.

პროკურატურა ღამით

05 ივნისი 2026, 22:24

სამართალი

პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას

პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადვოკატების განცხადებებს.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2026, 22:17

მსოფლიო

ტრამპი პუტინსა და ზელენსკიზე: დაე, მათ მოაგვარონ ეს საკითხები - ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული ვითარება გადაჭრის გზას უახლოვდება.

05 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია COSAP-ის კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მიიღო მონაწილეობა, რომელიც 4-5 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სტრუგაში გაიმართა. კონფერენციის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტი იყო.

05 ივნისი 2026, 21:58

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა

ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლუკა ლოჩოშვილის გოლით დაწინაურდა. ლოჩოშვილმა ბურთი მეტოქის კარში 52-ე წუთზე გაიტანა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 ივნისი 2026, 21:53

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინის მიერ შეხვედრაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ ომს ირჩევს

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის „აზრს ვერ ხედავს“, უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უპასუხა.

მიხეილ სარჯველაძე

05 ივნისი 2026, 21:43

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს

მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართულები, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

05 ივნისი 2026, 21:32

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.

მეფე ჩარლზ III ილია დარჩიაშვილი

05 ივნისი 2026, 21:27

პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

05 ივნისი 2026, 21:24

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)) თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს

ქრონიკის კითხვის საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი.

ბექა ძამაშვილი

05 ივნისი 2026, 21:10

პოლიტიკა

2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარი მძიმე ფაქტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და სახელმწიფოს წინააღმდეგ 93%-ით შემცირებული საქმეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

05 ივნისი 2026, 21:03

პოლიტიკა

სამთვიანი ყოველდღიური კონფლიქტი, შეურაცხყოფა და ღია დაპირისპირება - რას საქმიანობს ოპოზიციის ალიანსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სააკაშვილი აკრიტიკებს ალიანსს, ალიანსი თავს ესხმის სააკაშვილს, სააკაშვილის პარტია კი ცდილობს თავისი ლიდერი დაიცვას. მძიმეა ლექსიკაც, სცენარი კი ალიანსის შექმნის მომენტიდან, ანუ 96-ე დღეა არ იცვლება.

ვლადიმირ პუტინი

05 ივნისი 2026, 20:55

მსოფლიო

პუტინი: ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, აზრი მხოლოდ უკრაინული მხარისთვის არსებობს - შეაჩეროს ჩვენი შეიარაღებული ძალების შეტევა, სულ ეს არის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვკადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაში „ჯერჯერობით აზრს ვერ ხედავს“.

05 ივნისი 2026, 20:53

ეკონომიკა

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულმა ფორუმმა მუშაობა დაასრულა - რა საკითხები განიხილეს დისკუსიებსა და თემატურ სესიებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულმა ფორუმმა მუშაობა დაასრულა. მას ოცი ქვეყნის ათასამდე სტუმარი, დიპლომატები და ექსპერტები დაესწრნენ.

05 ივნისი 2026, 20:46

მსოფლიო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეზოლუციას მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე ქვეყნების რაოდენობა რეკორდულად მცირე, 8 იყო. დოკუმენტი საქართველოსთან ერთად 68-ა ქვეყანამ დააინიცირა.

05 ივნისი 2026, 20:42

მსოფლიო

ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება

ევროკომისია მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას ვლადიმირ პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.