02 აპრილი 2023, 21:11 / სანდო წყარო

ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. როდესაც მოვიხედე, დავინახე, რომ ჩემს შვილს მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც იყო სისხლიანი - ფრაგმენტი ლაზარე გრიგორიადისის მამის ჩვენებიდან. „იმედის კვირის“ ექსკლუზივი

ლაზარე გრიგორიადისი

ლაზარე გრიგორიადისი

„იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა 2 წლის წინ ლაზარე გრიგორიადისის მამის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. მაშინ ბექა გრიგორიადისი საკუთარმა შვილმა ცივი იარაღით დაჭრა. მამის ჩვენება ერთხელ უკვე ნასამართლევი გრიგორიადისის საქმეში დევს.

„ჯერ ერთ, შემდეგ მეორე დუნდულზე ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. როდესაც მოვიხედე, დავინახე, ჩემს შვილს, ლაზარე გრიგორიადისს, მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც სისხლიანი იყო. ჩემი ძმა მაშინვე მოვიდა ჩემთან და მითხრა, დაგჭრაო? მე ხელი მოვისვი ორივე დუნდულზე და ვნახე, რომ სისხლი მომდიოდა. ამ დროს ლაზარესთან მივიდა ჩემი ძმა და დაიჭირა, რათა არ მოსულიყო ჩემთან ახლოს. მე ძალიან დავიბენი, ვინაიდან ჩემთვის ჩემი შვილის საქციელი იყო აბსოლუტური მოულოდნელობა“, - აღნიშნულია მამის ჩვენებაში.

პოლიციაზე თავდასხმისთვისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში ჩვენებას ხვალ მისცემს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დეტალები ნახეთ „იმედის კვირაში“.

ყველა სიახლე

მარიზი კობახიძე

12 მაისი 2026, 18:22

პოლიტიკა

მარიზი კობახიძე შიო III-ზე: არასოდეს მაგისგან კარგი არ გამიგია და ამ წუთში მე არ ვაღიარებ მაგას პატრიარქად

ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, მარიზი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს არ აღიარებს.

ანდრიი ერმაკი

12 მაისი 2026, 18:22

მსოფლიო

უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო განიხილავს აღკვეთის ღონისძიებას პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის მიმართ

უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო განიხილავს აღკვეთის ღონისძიებას პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის მიმართ, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციაში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე

12 მაისი 2026, 18:13

საზოგადოება

კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე: შიო მესამის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაფართოებული კრების მიერ ასახავს მთელი ქართველი სასულიერო პირებისა და ქართველი ხალხის პოზიციას

კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო მესამის გამორჩევას ეხმიანება.

12 მაისი 2026, 18:12

მსოფლიო

Wall Street Journal: აშშ-ში აპრილში ინფლაცია, საწვავზე ფასების მატების გამო, 3,8%-მდე გაიზარდა

აშშ-ში აპრილში სამომხმარებლო ფასებმა ზრდა განაგრძო, რადგან ვაშინგტონისა და თეირანის ომმა ენერგომატარებლები გააძვირა, რაც შინამეურნეობას ტვირთად დააწვა. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

12 მაისი 2026, 18:11

პოლიტიკა

ვოლსკი ეკლესიის კრიტიკაზე: ეკლესიის შიგნიდან თუ გარედან შერყევა არის ამოცანა, რათა სახელმწიფო დასუსტდეს, დასუსტებულ სახელმწიფოში კი საკუთარი ინტერესების გატარება ადვილია. ასე, რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენს ეკლესიას

არსებობს საერო სივრცე, სადაც ეკლესია ყოველთვის თავის სიტყვას იძახის. ეროვნული თვითმყოფადობა თუ გააჩნია საქართველოს, ამაში ეკლესიის დამსახურება და ლომის წილი ძალიან დიდია, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

12 მაისი 2026, 18:07

საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის არჩევნებზე: არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და, ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა წმინდა სინოდში შენარჩუნებულია

„არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და, ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა. ყველა მღვდელმთავრებს ჰქონდა სრული თავისუფლება, რომ საკუთარი სინდისითა და პასუხისმგებლობით ღვთის წინაშე გამოერჩია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად 3 კანდიდატს შორის ერთ-ერთი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა წმინდა სინოდში შენარჩუნებულია. თავად ახლად არჩეული პატრიარქი ყველას მიმართავს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით, მიუხედავად იმისა, ვინ მისცა მას ხმა და ვინ არა. ეკლესიის ერთიანობაზე ძალიან ბევრი რამ დგას და იწყება პატრიარქის ახლად არჩეული პატრიარქის მსახურება უდიდესი პასუხისმგებლობით. ეს არის მსახურება მთელი ქართველი ერისთვის, საქართველოს ეკლესიის კიდევ უფრო წინსვლისა და წარმატებისთვის“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.

პორფირე

12 მაისი 2026, 17:58

საზოგადოება

სერბეთის პატრიარქი: შიოს III-ის გამორჩევა პატრიარქად არის ღვთის ნების გამოვლინება, რომლის წყალობითაც ქართველმა ხალხმა შეიძინა კეთილმსახური მამა, კეთილი მწყემსმთავარი და დაუღალავი მასწავლებელი

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს გამორჩევა და ტახტზე აღსაყდრება მიულოცა.

გიორგი ვოლსკი

12 მაისი 2026, 17:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი აქციების დროს დაკავებულების შეწყალების მოწოდებაზე: ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!

ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ახლად არჩეული პატრიარქისადმი მოწოდებას, რომ შეიწყალოს აქციების დროს დაკავებული პირები.

გიორგი ვოლსკი

12 მაისი 2026, 17:53

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ახალი პატრიარქი ჰყავს საქართველოს, ქართველობას, მართლმადიდებლობას და ეს მისალოცია. განსაკუთრებით, იქიდან გამომდინარე, რომ შესანიშნავ, მაღალ დონეზე ჩატარდა გამორჩევის პროცედურა

ახალი პატრიარქი ჰყავს საქართველოს, ქართველობას, მართლმადიდებლობას და ეს მისალოცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ზაალ ანჯაფარიძე

12 მაისი 2026, 17:39

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ ოპოზიციას სურს, პატრიარქი აიძულონ, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით. იმედი აქვთ, ხელისუფლება ხათრს ვერ გაუტეხავს და დაჰყაბულდება

რადიკალურ ოპოზიციას და მის ექსპერტულ თუ სხვა „ბაბლს“ უნდათ შიო III პატრიარქად აღსაყდრება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. რაც მოსალოდნელი იყო. სურთ პატრიარქი აიძულონ, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

12 მაისი 2026, 17:33

მსოფლიო

Washington Post: ირანთან ომი ამერიკული იარაღის მარაგებს საფრთხეს უქმნის და მოკავშირეები უკრაინაზე ღელავენ

აშშ-ის მოკავშირეები ევროპაში სულ უფრო მეტად გამოხატავენ შეშფოთებას ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის შეიარაღების პროგრამით, რადგან ირანთან ომი ამერიკულ მარაგებს ამცირებს. ინფორმაციას Washington Post-ი 10 დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

12 მაისი 2026, 17:29

საზოგადოება

უწმინდესი პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის ტაძარში. 12.05.2026. ფოტოგალერეა

სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა.

გიიომ ბიგო

12 მაისი 2026, 17:26

პოლიტიკა

ფრანგი პარლამენტარი საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციაზე: როგორც წესი, ჩვენ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვერევით - საქართველო საფრანგეთის კარგი მეგობარია, იმედი მაქვს, ეს არ მოახდენს გავლენას ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებზე

როგორც წესი, ჩვენ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვერევით, რადგან პირველ რიგში ჩვენ არ ვიცით მსოფლიოს ყველა ქვეყნის პოლიტიკური სიტუაცია, - განუცხადა „ქრონიკას“ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა გიიომ ბიგომ.

კარდინალი კოხი

12 მაისი 2026, 17:20

საზოგადოება

კარდინალი კოხი პატრიარქ შიოს: განსაკუთრებული სიხარულით შევიტყვე თქვენი არჩევის შესახებ. დარწმუნებული ვარ, თქვენი მსახურება გააძლიერებს სიყვარულისა და ერთობის იმ კავშირებს, რომლებიც იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს აერთიანებს

„საქართველოს ეკლესიის უძველესი და ბრწყინვალე სულიერი მემკვიდრეობის კვალდაკვალ, რომელიც მრავალი წმინდანის მოწმობითა და ერთგულებით არის გაბრწყინებული, დაე თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის კავშირებით განმტკიცებას და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო ძმური დიალოგის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მსახურება გააძლიერებს სიყვარულისა და ერთობის იმ კავშირებს, რომლებიც სულიწმიდის მადლით აერთიანებს იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს უფლის მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“, - აღნიშნულია წერილში.

12 მაისი 2026, 17:19

საზოგადოება

ისრაელის საელჩო საქართველოში და ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავენ

ისრაელის საელჩო საქართველოში და ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავენ.

12 მაისი 2026, 17:15

მსოფლიო

CNN: აშშ-მა სტრატეგიული მარაგიდან 53 მილიონი ბარელი ნავთობი გამოუშვა

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა სტრატეგიული სანავთობო მარაგიდან 53,3 მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობი თავისუფალ მიმოქცევაში გამოუშვა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

12 მაისი 2026, 17:14

საზოგადოება

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკავშირი გულითადად ულოცავს შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას, გვჯერა, თქვენი უწმინდესობის სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და აღსაყდრებას ულოცავს.

12 მაისი 2026, 17:01

მსოფლიო

DW: გერმანიაში 2024 წლის იანვრის შემდეგ ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში ომის გამო ნავთობზე ფასის მკვეთრმა მატებამ გერმანიაში ინფლაციის საერთო დონის ზრდა გამოიწვია. ინფორმაციას DW ავრცელებს.

12 მაისი 2026, 16:48

მსოფლიო

უკრაინაში 10 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით ყოფილ ვიცე-პრემიერსა და კიდევ ხუთ ადამიანს ბრალი წაუყენეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, 460 მილიონი უკრაინული გრივნის ოდენობის (10 მილიონ დოლარზე მეტი) კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით, ექვს პირს, მათ შორის ყოფილ ვიცე-პრემიერს ბრალი წაუყენეს.

12 მაისი 2026, 16:46

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.