ლევან მურუსიძე აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებაზე: ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე იძახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა - ჩემთვის ყოველთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულ საქმეებში
ლევან მურისიძე
ფოტო: არქივი
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი [მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება] არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე არ არის კორუფციაში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია არის უბრალოდ შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა. რეალური მიზეზი, რის გამოც მოხდა მოსამართლეებზე კორუფციის დაბრალება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თითიდან გამოწოვილია და შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ ვერავითარ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მურუსიძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში ჯერ არასამთავრობო სექტორი ჩაერთო, შემდეგ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ე.წ. სასამართლო კლანზე მიიზანმიმართულად წერდნენ. თუმცა, მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ვერ იქნა აღნიშნული მიზანი მიღწეული, აშშ-მ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. მურუსიძემ ასევე გაიხსენა კელი დეგნანის მიერ კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებების შეფასების შემთხვევები.
„ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რეალური მიზეზია სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომლის მცდელობებიც იყო დასაწყისში ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. „სასამართლო კლანზე“ და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ, აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი: საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
რატომ უნდა გაეკონტროლებინათ სასამართლო სისტემა, გეტყვით და მოგიყვანთ მაგალითს: იცით, რომ ჯერ ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე გამოდიოდა და იძახდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე უკანონოა და არ არის დასაბუთებული - ჯერ ერთი, ჩემთვის გასაკვირი იყო ყოველთვის, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულ საქმეებში, მაგრამ ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი: რეალურად, ამ დასანქცირებით, სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რაც ელჩისთვის მისაღებია და შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ.“ - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევის კიდევ ერთი მაგალითია ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის საელჩოში დაბარება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შტატებში დაგეგმილი ვიზიტიდან მისი მოხსნა.
„კიდევ მინდა მოგიყვანოთ ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება. მას შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ არ წაიყვანეს აშშ-ში. მეტსაც გეტყვით: ამას რომ მოჰყვა სოლიდარობა სხვა მოსამართლეების მხრიდან, იყო შემთხვევები არ დავასახელებ კონკრეტულ მოსამართლეს, პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ, აგნებინებდნენ, როგორ გაბედა მოსამართლემ და მხარი დაუჭირა ლაშა ჩხიკვაძეს. მასზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, თუ როგორ გაბედა და შეუერთდა ლაშა ჩხიკვაძის პოზიციას, რომელიც აღარ მიდიოდა ამერიკაში - ამასაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაა აისბერგის წვერი.“ - განაცხადა მურუსიძემ.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 16:03
პოლიტიკა
სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის
არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.
28 მაისი 2026, 16:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
28 მაისი 2026, 15:58
პოლიტიკა
ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის
საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
28 მაისი 2026, 15:39
მსოფლიო
შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა
ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
28 მაისი 2026, 15:38
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 15:37
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.
28 მაისი 2026, 15:34
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა
რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 15:23
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.
28 მაისი 2026, 15:21
ტაბლოიდი
Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება
„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.
28 მაისი 2026, 15:15
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები
ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 15:14
მსოფლიო
ნიუ-ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა
ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
28 მაისი 2026, 15:09
პოლიტიკა
მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს - ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა, შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა
დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 15:06
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ
უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
28 მაისი 2026, 15:05
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
28 მაისი 2026, 15:04
რეგიონი
რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ძველი რუსთავის განახლების მასშტაბური პროექტი, 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და სოციალური პროგრამები განიხილეს
რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი მიულოცა და განცხადება გააკეთა.
28 მაისი 2026, 15:04
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანმა 27 მაისს ქუვეითის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რითაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ირანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.
28 მაისი 2026, 14:58
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე: ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების
ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში ქადაგებისას.
28 მაისი 2026, 14:53
პოლიტიკა
გივი მიქანაძე გახარიას გუნდს: მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა
მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.
28 მაისი 2026, 14:53
მსოფლიო
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ზელენსკის სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში სდებს ბრალს
ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს.
28 მაისი 2026, 14:52
პოლიტიკა
„ადამიანს რომ დაიქირავებ, უნდა უთხრა მაინც, სად მიდის“ - ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს
ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს. მისი ამ განცხადების შემდეგ „დროა“-ს წევრმა შუშანა მაცაბერიძემ დაადასტურა, რომ მძღოლს ის ეკონტაქტებოდა და თანხაც მან გადაუხადა.


