25 მაისი 2023, 11:05 / სანდო წყარო

შსს-მ ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე - 1961 წელს დაბადებული ბ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ნათელი მაგალითია გასულ თვეში ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბელგიის სამეფოში, კერძოდ ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოღებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის 1 ტონა და 660 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

ყველა სიახლე

09 ივნისი 2023, 10:03

საზოგადოება

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს. კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 ივნისი 2023, 09:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი სურვილია, ყველა ინსტიტუცია ემსახურებოდეს უფრო კონსენსუსის მოძებნას, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებების შექმნას

საპარლამენტო რესპუბლიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს სურათი დარღვეულია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

09 ივნისი 2023, 09:43

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როინ მეტრეველი

09 ივნისი 2023, 09:35

საზოგადოება

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე მეტრეველმა გიორგი კვესიტაძე შეცვალა, რომელიც პრეზიდენტად 2013 წელს აირჩა და აკადემიას 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

09 ივნისი 2023, 09:30

მსოფლიო

მედია: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მე-11 პაკეტის მიღებაზე ვერ თანხმდება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მე-11 პაკეტის მიღებაზე ვერ თანხმდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, პრობლემას უნგრეთი და საბერძნეთი ქმნიან იმით, რომ კიევისგან ე.წ. „კონფლიქტის სპონსორთა სიიდან“ გარკვეული კომპანიების ამოღებას ითხოვენ.

თაკო ჩარკვიანი

09 ივნისი 2023, 09:25

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე: მე რაც გამიკეთა, ეს იყო საზიზღარი ღალატი

მე არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ღალატობენ ყველა ღირებულებას, თან როდესაც დავრწმუნდები, თორემ ისე არ ვაკეთებ განცხადებებს და ყველაფერი სიკეთე აგიხდეთ, ამ ღალატის დროს, თან უნდათ თანამონაწილე გაგხადონ, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან არსებული უთანხმოების მიზეზებზე საუბრისას გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

09 ივნისი 2023, 09:22

საზოგადოება

უკრაინაში მებრძოლი ზური მუშუქია, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა, ცოცხალია

უკრაინაში მებრძოლი ზური მუშუქია, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა, ცოცხალია. როგორც ირკვევა, ზური მუშუქია რუსების თავდასხმის შედეგად დაიჭრა. დაჭრილის გამოყვანა ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა გუშინ შეძლეს.

09 ივნისი 2023, 09:19

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა ლევილის ისტორიული მამული მონახულა

შალვა პაპუაშვილმა მონახულა ლევილის ისტორიული მამული, რომელიც საქართველოს რამდენიმე წლის წინ გადმოეცა და ამით დასრულდა 25-წლიანი პროცესი.

მარინა კალიურანდი

09 ივნისი 2023, 09:16

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის შესახებ: წლებია ასე ღიად და გულწრფელად არ გვისაუბრია, ეს სიგნალია ჩემთვის, რომ არსებობს შანსი წინ წახვიდეთ, გამოიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა

მათ მოგვისმინეს, ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხი დაგვიბრუნეს და დაიწყეს მასზე მუშაობა. ეს სიგნალია ჩემთვის, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ წინ წახვიდეთ, გამოიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

09 ივნისი 2023, 09:07

თავდაცვა

ნდობის ჯგუფის სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მოხსენება საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ წარადგინა.

09 ივნისი 2023, 08:57

მსოფლიო

ხერსონში მესამე დღეა წყალდიდობას ებრძვიან

ხერსონში უკვე მესამე დღეა, წყალდიდობას ებრძვიან. მდინარე დნეპრის ორივე სანაპიროდან, მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, 2300-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. პროცესს ადგილზე გაეცნო უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც საევაკუაციო ოპერაციაში ჩართულ პოლიციელებს, სამხედროებსა და მაშველებს შეხვდა.

რატი იონათამიშვილი

09 ივნისი 2023, 08:52

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის პარტიაა

ხაბეიშვილი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავში თუ ბოლოში, მელია იქნება ანალოგიურ მდგომარეობაში თუ ნებისმიერი სხვა, „ნაციონალური მოძრაობა“ ისედაც არის ბოლო ქართულ პოლიტიკაში თავისი საქმიანობით, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის წარსადგენად ემზადება.

09 ივნისი 2023, 08:38

პოლიტიკა

საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საპარლამენტო დელეგაცია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოს ეწვია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის საფლავი გვირგვინით შეამკო. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის წევრებმა ლევილის სასაფლაოზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიასა და სხვა ქართველი მამულიშვილების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

თეა ახვლედიანი

09 ივნისი 2023, 08:34

ეკონომიკა

თეა ახვლედიანი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რიგით მე-12 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რიგით მე-12 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

09 ივნისი 2023, 08:27

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 ივნისს ქუთაისში +32 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 ივნისი 2023, 08:16

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება, ეს ბოლო 10 თვის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის მესამე აუდიენციაა.

09 ივნისი 2023, 08:07

საზოგადოება

ბათუმის სტადიონმა მაიამიში, FIABCI-ს ოსკარად წოდებულ უძრავი ქონების მსოფლიო დაჯილდოებაზე საჯარო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

ბათუმის სტადიონმა მაიამიში, ფიაბსის ოსკარად წოდებულ უძრავი ქონების მსოფლიო დაჯილდოებაზე საჯარო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

09 ივნისი 2023, 00:50

საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციამ Georgian Environmental Outlook პროექტის „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ ფარგლებში სასტუმროებისთვის გზამკვლევი შეიმუშავა

არასამთავრობო ორგანიზაციამ Georgian Environmental Outlook (GEO) პროექტის „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ ფარგლებში შეიმუშავა გზამკვლევი სასტუმროებისთვის.

09 ივნისი 2023, 00:35

რეგიონი

აჭარაში უნგრელი ტურისტების მოსაზიდად ბუდაპეშტში შეხვედრები გაიმართა

აჭარის პოპულარიზაცია ევროპულ ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა სპეციალური მიღება “ერთი დღე საქართველოში - გაიცანი აჭარა“, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე, ქართული კულტურა, ღვინო და გასტრონომია იყო წარმოდგენილი.

დმიტრო კულება

09 ივნისი 2023, 00:26

მსოფლიო

კულება: სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ ნატოს მექანიზმებს გამოიყენებენ ჰუმანიტარული დახმარებისთვის კახოვკის კაშხლის განადგურებით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად

რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის განადგურებით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად იენს სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ ნატოს მექანიზმებს გამოიყენებენ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.