imedi /  01 ოქტომბერი 2017, 14:05 / სანდო წყარო

კუმურდოში ტაძარს კვლავ დაცვის პოლიცია იცავს

კუმურდოში მეათე საუკუნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან საპატრულო პოლიციის მანქანები გაიყვანეს, თუმცა ძეგლს კვლავ დაცვის პოლიცია იცავს.

მოსახლეობასთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველები სოფელში აქტიურად პატრულირებენ, ერთდღიანი პაუზის შემდეგ კი, ძეგლის რესტავრაცია კვლავ განახლდა.

კუმურდოში განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა.როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ინციდენტის დეტალური შესწავლა აუცილებლად მოხდება, რის შემდეგაც სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.

"ჩვენ ვაპირებთ საქმის შესწავლას, მათ შორის ამ პროცესში რამდენად იყო დაცული უფლებები და მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას ამ საკითხზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ჩვენ სრული სურათი არ გვაქვს, როგორც ჩვენთვის ცნობილია სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი, იყო შეხლა-შემოხლა, დაზიანდა რამდენიმე პოლიციელი და ავტომობილი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა დეტალში გავერკვეთ და შესაბამისი გამცხადება მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ. ჩვენი ოფისი ახალქალაქშია და ჩართულია უშუალოდ ამ პროცესის მონიტორინგში,"- განაცხადა ნანუაშვილმა.

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება 30 სექტემბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა.

მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. რესტავრაციის დროს, ეკლესიის ეზოში ადამიანის ძვლები იპოვეს. მოგვიანებით, ადგილობრივების მოთხოვნის შემდეგ, ძვლები ეზოში დაკრძალეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში ადგილობრივებს წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოიძახეს

ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. 

ყველა სიახლე

ანდრეი ტარანი

13 აპრილი 2021, 22:58

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი უკრაინაში 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს

რუსეთი უკრაინაში 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ტარანმა უკრაინაში საფრანგეთის ელჩთან, ეტიენ დე პონსენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

13 აპრილი 2021, 22:46

ტაბლოიდი

მადონამ The Weeknd-ის სახლი შეიძინა. ფოტო

ამერიკელმა მომღერალმა მადონამ კალიფორნიაში ახალი სახლი შეიძინა, რომელიც მანამდე კანადელ მომღერალ The Weeknd-ს ეკუთვნოდა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

დავით ზალკალიანი

13 აპრილი 2021, 22:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მივიღეთ აშშ-ის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ

ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გამოითქვა იმედი, რომ ეს პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართული სატელეფონო საუბრის კომენტირებისას განაცხადა.

13 აპრილი 2021, 22:12

სპორტი

თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მატჩებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის მატჩები გაიმართა. აღნიშნულ ტურნირში დარჩენილი 8 გუნდი ოთხთა ფინალში გასასვლელად იბრძვის, რომლებმაც ორმატჩიან მეოთხედფინალურ სერიაში უნდა მოიპოვონ ფინალური ეტაპის საგზური.

დეივ გროლი და მიკ ჯაგერი

13 აპრილი 2021, 22:12

კულტურა

მიკ ჯაგერმა და დეივ გროლმა ლოკდაუნის შესახებ სიმღერა ჩაწერეს

„რთულია სიტყვებით აღვწერო რას ნიშნავს ჩემთვის სერ მიკთან ერთად სიმღერის ჩაწერა. ეს ოცნების ახდენაზე მეტია. ეს უდავოდ ზაფხულის სიმღერაა“, - განაცხადა გროლმა .

13 აპრილი 2021, 22:08

რეგიონი

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

​​​​​​​მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

13 აპრილი 2021, 22:02

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 39 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 324 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 აპრილი 2021, 21:55

მსოფლიო

ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს

თეირანის ცნობით, ქვეყანა არ აპირებს, სანქციებისადმი დამოკიდებულების შეცვლას და ურანს 60%-მდე გაამდიდრებს, რაც ირანისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA).

13 აპრილი 2021, 21:43

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 567 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 567 849 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 521 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 აპრილი 2021, 21:37

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 59 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 59 187 შემთხვევა გამოვლინდა, 273 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 52 104 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 3 962 760 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 34 455 ადამიანი, 3 424 733-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

13 აპრილი 2021, 21:26

პოლიტიკა

დავით ზალკალიანსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

13 აპრილი 2021, 21:20

ეკონომიკა

საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შემოდის

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, შედეგად, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას მაისიდან იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით 2 მაისიდან განხორციელდება. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი. https://flyarystan.com/en

13 აპრილი 2021, 21:10

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 100 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 21:07

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

დავით სონღულაშვილი

13 აპრილი 2021, 21:03

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილის თქმით, IMF-ის პროგნოზს მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯები და პრობლემებზე სწორი რეაგირება განაპირობებს

„იმიტომ რომ მთავრობას თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და პრობლემებზე სწორი რეაგირება შეუძლია. ზუსტად ეს განსაზღვრავს იმ პროგნოზს, რომელიც სავალუტო ფონდმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით შემდგომი 5 წლის განმავლობაში გააკეთა“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

13 აპრილი 2021, 21:02

COVID19

14 აპრილიდან თურქეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, 14 აპრილიდან თურქეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

გიგა ბოკერია

13 აპრილი 2021, 21:01

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ვადამდელი არჩევნების, რურუას გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება

„ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ამის შედეგად, ვადამდელი არჩევნების, რურუას გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის გაჩერების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება. ამიტომ, ჩვენი ამოცანა იგივე რჩება - მელიას, რურუას გათავისუფლება, ყველა ის პუნქტი, რომლიც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშია მოცემული (უნდა დაკმაყოფილდეს). ამ ყველაფერის შესრულება არის აუცილებელი, იმისთვის რომ დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვიოლა ფონ კრამონი

13 აპრილი 2021, 20:59

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი არ დგას

საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი არ დგას. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნებზე იყო ხარვეზები, მაგრამ არჩევნების ხელახლა ჩატარების აუცილებლობა არ დგას, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი

13 აპრილი 2021, 20:52

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: თუ ახალი არაფერია, დანიელსონის საქართველოში დაბრუნების საჭიროებას ვერ ვხედავ

კრისტიან დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით ორივე მხარემ განაცხადა, რომ ის საკმარისად სრულყოფილი არ არის. კარგი, დადეთ მაგიდაზე ახალი შეთანხმება, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

13 აპრილი 2021, 20:49

პოლიტიკა

განხეთქილება „ევროპულ საქართველოში - პარტიას ლიდერები ტოვებენ და მიზეზად აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ

ლიდერებისგან დაცლილ პარტიაში პარტიულ რღვევაზე გულშემატკივრები საუბრობენ. ამ სტატუსით, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოში“ დაპირისპირება 2018 წლიდან იწყება. ამბობს იმასაც, რომ მისი ქმრის შედარება ლუკაშენკო-სააკაშვილთან არ მოსწონს. ის, ვინც ლიდერთა სამეულში მესამე იყო, ახლა „ევროპულ საქართველოში“ პირველია. ბაქრაძე, უგულავა, ბოკერიას პარტია გიგა ბოკერიას დარჩა.