23 ივნისი 2023, 20:11 / სანდო წყარო

ლაშა კალანდაძე: საქმის არსებითი მხარე ტოვებს შთაბეჭდილებას, და ამის დადასტურებაა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თავის დროზე აშკარად იყო დარღვეული ბიძინა ივანიშვილის უფლებები

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

„კრედიტ სუისი“ მაქსიმალურად ცდილობდა და შესაძლებელია მომავალშიც შეეცადოს, რომ გააჭიანუროს პროცედურები. საქმის არსებითი მხარე ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, და ამის დადასტურება არის როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თავის დროზე აშკარად იყო დარღვეული ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების უფლებები და ხშირ შემთხვევაში ეს უფლებები დარღვეული იყო არა უბრალოდ, არამედ დანაშაულებრივი ქმედებით და ამის შესახებ არსებობს შვეიცარიის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ განუცხადა.

„არ დაკმაყოფილდა „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას დაკისრებული ჰქონდა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა. „კრედიტ სუისი“ მაქსიმალურად ცდილობდა და შესაძლებელია მომავალშიც შეეცადოს, რომ გააჭიანუროს პროცედურები. საქმის არსებითი მხარე ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, და ამის დადასტურება არის როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ აშკარად იყო დარღვეული თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების უფლებები და ხშირ შემთხვევაში ეს უფლებები დარღვეული იყო არა უბრალოდ, არამედ დანაშაულებრივი ქმედებით და ამის შესახებ არსებობს შვეიცარიის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. თეორიულად „კრედიტ სუისს“ აქვს შესაძლებლობა კიდევ გაასაჩივროს საკასაციო წესით ლონდონში აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა ობიექტური მდგომარეობიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, ობიექტურ გარემოში ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არის. ეს გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, როგორც დარჩა აპელაციის დონეზე“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა.

ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ „კრედიტ სუისის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა - აპელაციის შედეგად Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ყველა სიახლე

02 სექტემბერი 2026, 15:56

კულტურა

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც მისი მეცნიერული კვლევა გაგრძელდება, შემდგომში კი ამ ექსპონატებს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ვიხილავთ

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალას ადგილზე გაეცნო.

02 სექტემბერი 2026, 15:45

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების წესი დაამტკიცა

სტაბილური ვირტუალური აქტივებისა და მათი სარეზერვო აქტივების მუდმივი და გამჭვირვალე მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების ახალი წესი დაამტკიცა. წესი მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რისკების პრევენციას, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

02 სექტემბერი 2026, 15:29

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ხორცის გადამმუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისში, შპს „ველდან მით ფექტორი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქუჩა N184), ხორცის წარმოება-გადამუშავების ობიექტი შეამოწმეს.

02 სექტემბერი 2026, 15:00

ეკონომიკა

საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime: მოსალოდნელია, რომ პორტი შუა დერეფნის, ანუ ევროპის, ცენტრალური აზიისა და მის მიღმა არსებული რეგიონების დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე გახდება

საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე წერს, სადაც დაღრმავებითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტატიის თანახმად, Jan De Nul-მა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ტალღმტეხელის, შესასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობისთვის ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები დაიწყო.

სკოტ ბესენტი

02 სექტემბერი 2026, 14:43

მსოფლიო

სკოტ ბესენტი: თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი?

„20-დან 19 ქვეყანა თანახმაა, რომ მინისტრის მონაწილეობამ დიდი ოცეულის სამუშაო ვითარება საერთოდ არ შეცვალა. როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მას ყველასთან კარგი ურთიერთობა მოსწონს. თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი? ვიცი, რომ ზოგიერთი ევროპელი უკმაყოფილოა, მაგრამ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საშინელი კონფლიქტი არასოდეს მოგვარდება“, - განაცხადა ბესენტმა.

კახა კალაძე

02 სექტემბერი 2026, 14:26

პოლიტიკა

კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე: ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია ყოფილი თანაგუნდელის მხრიდან.

დონალდ ტრამპი

02 სექტემბერი 2026, 14:26

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როდის აღდგება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?

„კმაყოფილი ვარ ამჟამინდელი ვითარებით - ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული კონტროლი და ირანის ეკონომიკის სრული კოლაფსი. ისინი უბრალოდ გარდაუვალისკენ მიემართებიან. როდის აღდგება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?“ - წერს ტრამპი

კახა კალაძე

02 სექტემბერი 2026, 14:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

ძალიან რთულია და მიჭირს, არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია - ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციამ, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

02 სექტემბერი 2026, 14:19

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილმა, ან ელისო კილაძემ დაწერა, ისეთი დაბალი დონის საქციელია

რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილმა, ან ელისო კილაძემ დაწერა, ისეთი დაბალი დონის საქციელია, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს.

02 სექტემბერი 2026, 14:16

ეკონომიკა

საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე

„საქართველოს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247, სადაც აღნიშნულია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ვინაიდან კომპანია Jan De Nul-ის ორმა ფსკერ დამაღრმავებელმა გემმა შესასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის სამუშაოები დაიწყო.

02 სექტემბერი 2026, 14:14

მსოფლიო

უკრაინული მედია: უნგრეთმა უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში 2 კლასტერის გახსნა დაბლოკა

როგორც ჟურნალისტები წერენ, უნგრეთმა გადაწყვეტილება კიევის მიერ ეთნიკური უნგრელების უფლებების შესახებ ორმხრივი შეთანხმების შეუსრულებლობით ახსნა.

დავით მათიკაშვილი

02 სექტემბერი 2026, 14:08

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: კიდევ უფრო მძიმეა იმის აღქმა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერის ამ წერილების ფონზე „სარგებელი ნახა“ მეხუთე კოლონამ, როგორ აიტაცეს და როგორ ყიჟინებენ ამ თემასთან მიმართებით

ძალიან მძიმე საყურებელია იმ დაღმასვლის პროცესი, რომელსაც განიცდის ყოფილი პრემიერი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილზე საუბრისას.

02 სექტემბერი 2026, 14:06

მსოფლიო

დანიამ ახალწვეულები გრენლანდიაში გაგზავნა

გრენლანდიის თავდაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება დანიამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კუნძულზე პრეტენზიების გამოთქმის შედეგ გადაწყვიტა და ამისთვის მილიარდობით დოლარიც გამოყო.

02 სექტემბერი 2026, 14:04

საზოგადოება

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება

თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ კიკნაძესთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო.

შალვა პაპუაშვილი

02 სექტემბერი 2026, 13:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველა საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციებს ცდილობს

შალვა პაპუაშვილი: ყველა საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციებს ცდილობს „ვნახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სპეკულაციებს — გვარამიამ გუშინ მთელი სია ჩამოწერა იმ პრეტენზიებისა, რომელიც, მისი აზრით, გამოაცოცხლებს“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები დღემდე არ ასვენებენ, მათ შორის, ბაჩალიაშვილის ოჯახს თავიანთი სპეკულაციებით. „საბედნიეროდ, თორნიკე რიჟვაძის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მას წერილიც ჰქონდა დაწერილი და ახსნილი ჰქონდა, რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ასე რომ, ყველა ინსინუაციას აქვს პასუხი იმ მხრივ, რომ არც ერთ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ბურუსით მოცული ან გაუგებარი იყოს. ყველა საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სპეკულაციებს. გვარამიამ გუშინ მთელი სია ჩამოწერა იმ პრეტენზიებისა, რომელიც, მისი აზრით, გამოაცოცხლებს. ბაჩალიაშვილის საქმე იქნება თუ სხვა, მაშინ ოპოზიციურმა მედიამ უსინდისოდ, ოჯახის ემოციებზე თამაშით, შეეცადა, ადამიანის სიცოცხლითა და მისი გარდაცვალებით სპეკულაცია მოეხდინა და დღემდე ოჯახს არ ასვენებდნენ ამ სპეკულაციებით“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.

კახა კალაძე

02 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა

ჩვენ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით, ძლიერი ეკონომიკით, გაძლიერებული ქვეყნით, აღმშენებლობით, მოვახდინოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

02 სექტემბერი 2026, 13:42

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის განცხადებაზე, თითქოს ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც გაუქმდა: არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელიც მან მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა; რომ თითქოს მსჯავრდებულს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.

შალვა პაპუაშვილი

02 სექტემბერი 2026, 13:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, მან მიიღო პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა

რაც შეეხება გაერთიანებას, თავად კანონპროექტი, რომელიც შემოტანილი იყო არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ცვლილებებით მოგვერგო ამ ახალი ინიციატივისთვის, ვინაიდან პაკეტში დამატებითი კანონპროექტები არის დასამატებელი, ამიტომ მთავრობამ გაიწვია და ხელახლა შემოიტანს სრულ პაკეტს, სადაც ყველა კანონპროექტი იქნება ასახული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

02 სექტემბერი 2026, 13:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: არ აქვთ არაფრის უნარი, არც რაიმეს გაკეთების და არც რაიმეს გაფუჭების. არიან აბსოლუტურად განულებულები. თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ

ოპოზიციის მთელი აქტივობა, დღის წესრიგი ის არის, რომ შეჰყურებენ სხვას. კარგი იქნება თუ - ცუდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რადიკალებზე საუბრისას.

02 სექტემბერი 2026, 13:21

პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა.