სპეციალური საგამოძიებო სამსახური: მოვუწოდებთ „მთავარ არხს“ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
ფოტო: Facebook
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ სიუჟეტში უწყების დისკრედიტაციის მიზნით, მის საქმიანობასთან და მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით არაერთი ტყუილი გაჟღერდა.
„ჟურნალისტი ჯერ კიდევ მის მონოლოგში, სიტუაციის დრამატიზების და უწყების დისკრედიტაციის მიზნით აჟღერებს მიზანმიმართულ ტყუილს, როდესაც ამბობს, რომ პრაიდის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციის გულგრილობა და შეკრებისა და გამოხატვის უფლების ხელყოფა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულები თითქოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს, მაშინ როდესაც ეს დანაშაულები, თუკი მათ ადგილი ჰქონდათ, კანონით არ განეკუთვნება უწყების საგამოძიებო უფლებამოსილებას.
ასევე, სიუჟეტში საუბარი შეეხო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს შორის კერძო საუბრის უნებართვოდ მიყურადება-ჩაწერის ფაქტზე მიმდინარე საქმეს, რასთან დაკავშირებითაც არაერთი მიზანმიმართული ტყუილი ითქვა. კერძოდ, მოვისმინეთ თითქოს უწყებამ მხოლოდ გამოძიება დაიწყო, გამოჰკითხა ჟურნალისტები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, მათ შორის არ იქნა გამოთხოვილი ჩანაწერი, არ მომხდარა ექსპერტიზის დანიშვნა და არ იქნა ამოღებული ვიდეოკამერის ჩანაწერები. მაშინ როდესაც, 2021 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დიდი დროის გასვლის მიუხედავად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანხმობით, სპეციალისტების მონაწილეობით გამოძიების მიერ დათვალიერდა „მთავარი არხის“ გადაცემა „Post Factum“-ის ნიუსრუმის ოთახი, რა დროსაც რაიმე ჩამწერი მოწყობილობა ოთახში ნანახი და აღმოჩენილი ვერ იქნა; გამოთხოვილ იქნა გამოძიებისთვის საინტერესო აუდიოჩანაწერი და მასზე სსიპ ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული იქნა კომპლექსური ვიდეო, ფონო და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც წარმოდგენილია საქმეში; გამოძიებამ ასევე ყველაფერი გააკეთა მეხსიერების ბარათის გადაცემის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერების ამოსაღებად, რისი ამსახველი საპროცესო დოკუმენტებიც წარმოდგენილია საქმეში.
რაც შეეხება სიუჟეტში გასულ მეორე საქმეს, რომელიც შეეხება მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ შესაძლო ძალადობის ფაქტს, სადაც რესპონდენტმა ახსენა თითქოს გამოძიებამ არაფერი გააკეთა მისი დაზიანების გამოსაკვლევად, სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული მცდარი ინფორმაციაც სიუჟეტის მორიგი სიყალბე გახლდათ. სინამდვილეში, ირაკლი მილაძემ სამედიცინო ექსპერტის წინაშე წარდგომაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მას არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. აღნიშნულის გამო, ირაკლი მილაძის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ამოღებულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილია საქმეში.
მორიგი მიზანმიმართული ტყუილი იყო, როდესაც რესპონდენტმა ედუარდ მარიკაშვილმა თითქოს უწყების წლიურ ანგარიშზე დაბეჯითებით საუბრისას თქვა, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით არცერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არ არის, მაშინ როდესაც 1 წლიანი მუშაობის შედეგად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და შესაბამისად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებულ იქნა 31 სამართალდამცავი, საიდანაც 8 ფაქტი ეხებოდა სწორედ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული შედეგი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახსნის კუთხით, 100%-ით აღემატება წინამორბედი სამსახურის 2020 წლის მთლიანი წლის შედეგს და 33% ით აღემატება 2021 წლის მთლიანი წლის შედეგებს.
რაც შეეხება გამოძიების შედეგებს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც ასევე ისეთი ფორმით წარმოჩინდა სიუჟეტში, თითქოს გამოძიება თავს ვერ ან არ ართმევს ამ გამოწვევას, უნდა აღინიშნოს, რომ 1 წლის შედეგებით, გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო და 8 პირი იქნა მხილებული, მათ შორის ორი პირი „მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე.
სიუჟეტში ასევე აღინიშნა, რომ უწყებამ თითქოს მის წლიურ ანგარიშში არ ისაუბრა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წლიური ანგარიში არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. მიუხედავად კანონის ამ ჩანაწერისა, ჟურნალისტი კანონის არ ცოდნის თუ შეგნებულად სიცრუის გაჟღერებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ეცადა. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით კი უწყებამ წლის მანძილზე ათეულობით განმარტება გააკეთა, რომელიც არა წლიური ანგარიშით, არამედ გავრცელებული 50 განცხადებით, 8 ბრიფინგით და არაერთი სატელევიზიო კომენტარით გაკეთდა.
ჟურნალისტი მონოლოგში ასევე ახსენებს 7-9 მარტის აქციების დროს ზაზა ბიღიაშვილის თვალის დაკარგვის ეპიზოდს და უთითებს, რომ უწყებამ ვერ გაარკვია ამ ინციდენტზე ვერაფერი, მაშინ როდესაც ჟურნალისტს ყალბი ცნობების გავრცელების მაგივრად რომ მოემართა საგამოძიებო სამსახურისთვის შეიტყობდა, რომ თვალზე დაზიანების მიყენების ამსახველი ვიდეოჩანაწერი უკვე მოპოვებულია გამოძიების მიერ, იგი წარედგინა თავად ბატონ ზაზა ბიღიაშვილს და მის ადვოკატს და დაიგეგმა შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები. 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არის კომპლექსური და მასშტაბური, გამოძიების პროცესი არის ღია და გამჭვირვალე და მასში ჩართული არიან დაინტერესებული პირები. გამოძიების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების თაობაზე დეტალური ინფორმაცია უწყებამ მედიაომბუდსმენს და არასამთავრობო ორგანიზაციებს 7 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა.
ნიშანდობლივია, რომ „მთავარი არხის“ წარმომადგენელს სიუჟეტში გაჟღერებულ საქმეებზე საერთოდ არ მოუმართავს საგამოძიებო სამსახურისთვის და არ დაინტერესებულა პასუხით, რაც პირდაპირ ამტკიცებს იმას, რომ მათი მიზანი ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით სამსახურის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო.
ხსენებულ მედიასაშუალებას მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საზოგადოების წინაზე ანგარიშვალდებულება წარმოადგენს, სწორედ ამიტომ უწყება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დაინტერესებული პირებისთვის სწორი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაციის მიწოდებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


