ვახტანგ გომელაური: მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები - უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეცტექნიკითა და სითბური დრონებით
ვახტანგ გომელაური
ფოტო: შსს
ღამით, სხვადასხვა ინტენსივობით, ადგილზე 5 სითბური დრონი მუშაობდა. ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.
„პარალელურ რეჟიმში, დაიწყო მიღებული ინფორმაციების პირველადი ანალიზი, შედეგად მყისიერად მოხდა სამაშველო ღონისძიების დაგეგმვა, დაიწყო სწრაფი მორეაგირე ჯგუფებისა და ავიაციის მობილიზება. რაჭაში დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ ჩემი მოადგილეები, მათ შორის, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ასევე, შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები.
თბილისიდან და ქუთაისიდან მობილიზდა ვერტმფრენები. უკვე მოგახსენეთ და საჯაროდაც არაერთხელ მოხდა ამის განმარტება, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო ოპერაციაში. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
პირველი ვერტმფრენი სტიქიის ზონაში თბილისიდან გაფრინდა 16 საათსა და 54 წუთზე. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ის სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით სამ საათში ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში (18:04 ჩაფრენის
დრო).
მოგეხსენებათ, ვერტმფრენის სამაშველო ღონისძიებებში ჩართვას წინ უძღვის აუცილებელი ღონისძიებები, კერძოდ, საჭირო ძალებისა და აღჭურვილობის განსაზღვრა, მობილიზება, შესაბამისი აღჭურვილობით დატვირთვა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეადგენდა ერთნახევარ ტონა ტვირთს. აქვე გასათვალისწინებელია რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ფრენის ხანგრძლივობაც.
სამაშველო ღონისძიებებში მალევე ჩაერთო მეორე ვერტმფრენი და ორივე სამაშველო ვერტმფრენმა, ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 3 აგვისტოს, დაღამებამდე 5 შემოფრენა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70
ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ამავე დღეს, დაახლოებით 23 საათისთვის, სტიქიის ზონაში მობილიზებული და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, კინოლოგთა ჯგუფი
და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი.
მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები. უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეც-ტექნიკითა და სითბური დრონებით.
ღამით, სხვადასხვა ინტენსივობით, ადგილზე 5 სითბური დრონი მუშაობდა. ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას.
პარალელურად, პოლიციის თანამშრომლებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც ხდებოდა მოქალაქეების გადაყვანა და განთავსება. ასევე მოხერხდა სტიქიის ეპიცენტრიდან გარემოს მოწყვეტილ ლოკაციაზე მყოფი მოქალაქეების, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების გადაყვანა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებმა მამისონის სექტორზე უსაფრთხო გარემოში განათავსეს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო. ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებს.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.


