გრიგოლ ლილუაშვილი: რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია - ვერავინ შეძლო გავრცელებული ვიდეო და აუდიო მასალების ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება
გრიგოლ ლილუაშვილი
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
მინდა გითხრათ, გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით - „არ მახსოვს“, „არ გამიგონია“ და ა.შ. რაც უფრო საეჭვოს ხდის იმ დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ, საჯარო სივრცეში ტელეკამერების წინ ავრცელებენ, - ასე უპასუხა სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რა ეტაპზეა გამოძიება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეს ეხება.
„ის, რაც თქვენთვის გახდა ცნობილი საჯარო განცხადებებისა და ბრიფინგების ფონზე, მათ შორის გამოქვეყნებული ვიდეო და აუდიო მასალების მხოლოდ მცირე ნაწილის ფონზე, სიახლე არის ის, რომ საგამოძიებო გეგმის მიხედვით, გამოკითხვაზე ხდება ტრენინგში მონაწილე ან ამ ტრენინგთან შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება. აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სასამართლოს წინაშე დაკითხვას და ისინი იკითხებიან სასამართლოს ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველანაირი უფლების დაცვით.
მინდა სიახლე გითხრათ ის, რომ ვერავინ შეძლო ამ ტექსტების [ვიდეო და აუდიო ჩანაწერების] ავთენტიკურობის ეჭვქვეშ დაყენება, ვინაიდან, მიუხედავად ამ მცირე ნაწილსა, 8 - წუთიანი მასალისა, მთლიანი მასალა არის რამდენიმე საათიანი, 8-9 საათიანი, რომლის ფიზიკურად ჩვენება წარმოუდგენელია, ასევე, ამჯერად, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი. მინდა გითხრათ, გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით - „არ მახსოვს“, „არ გამიგონია“ და ა.შ. რაც უფრო საეჭვოს ხდის იმ დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ, საჯარო სივრცეში ტელეკამერების წინ ავრცელებენ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ამით სურს, თუ არა სუს-ს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მწერლები, ხელოვანები ქვეყანაში გადატრიალებას აპირებდნენ.
„მე არაფერს ვამტკიცებ, ამას დაამტკიცებს გამოძიება და თუ დაამტკიცებს, მათი ბრალეულობის შესახებ, შეიძლება, იმსჯელოს სასამართლომ. იცით, რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები და ა.შ. მწერალიც შეიძლება, თუმცა მწერლებიც გასარკვევია, ახლა, ვინ, რას წერს და ვინ მწერალია და ვინ პოეტია, ვერ გაიგებ. რევოლუციონერი გინახავთ რაიმე პროფესიას რომ ამთავრებდეს, სპეციალობებს? ან რისკიანი სპეციალობების ხალხი იყვნენ რევოლუციების მომწყობები და დაბალი რისკის პროფესიის ადამიანები არ იყვნენ, ამის მტკიცება არის აბსოლუტური სიგიჟე. კარგად შეგახსენებთ, 18 სექტემბერს მოხდა პირველი ბრიფინგი სუს-ის მხრიდან,სადაც ჩვენ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდეთ შესაძლო სცენარის შესახებ, სადაც სცენარის ერთ ნაწილში მოიაზრებოდა ზუსტად ამ ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდა ჯგუფების დატრენინგება. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ერთი კვირის თავზე, 25 რიცხვში, ეს რეალობაში სისრულეში მოიყვანეს ზუსტად იმავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა“ ,- განაცხადა ლილუაშვილმა.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 12:02
საზოგადოება
კახა კალაძე: მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის ხიდის მიმდებარედ დახაზულმა „ბასლეინმა“ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება გაუუმჯობესა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის (ე.წ. შეშელიძის)მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
15 ივლისი 2026, 11:55
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა
დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კატარის სახელმწიფოს ემირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის ღვაწლს თანამედროვე კატარის განვითარების საქმეში.
15 ივლისი 2026, 11:50
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს!
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინა ომის მოგების შემდეგ ტრილიონებს მიიღებს აღდგენისთვის, ხოლო საქართველოს ამ თანხებთან „არ მიასუნინებენ“. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ესაა „გლობალური ომის პარტიისა“ და საქართველოში მისი აგენტურული ქსელის აღიარებითი ჩვენება.
15 ივლისი 2026, 11:46
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულებს 18-18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 11:45
რეგიონი
თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
15 ივლისი 2026, 11:40
საზოგადოება
NAP პროექტის ფარგლებში სექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ – ფარგლებში, ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) შემუშავების მიზნით სამი სექტორული სამუშაო ჯგუფი შექმნა, - ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 11:40
საზოგადოება
ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება
ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები იწყება, რომლის მიზანი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეწყერსაშიში პროცესების პრევენცია და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაა.
15 ივლისი 2026, 11:35
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
„ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი აკრიფა. სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება“, - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი.
15 ივლისი 2026, 11:33
საზოგადოება
N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
15 ივლისი 2026, 11:31
საზოგადოება
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმო EYE-მ (EmreRay + Yüksel + Erk) გაიმარჯვა.
15 ივლისი 2026, 11:28
სპორტი
„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო კლუბმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართული „იბერია“ - „ფლორას“ დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში კი თბილისის გუნდმა ესტონელები 5:4 დაამარცხა.
15 ივლისი 2026, 11:21
რეგიონი
თელავში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა ვარდოშვილის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, სადაც ღვარცოფმა რამდენიმე კომერციული ობიექტის საძირკველი დააზიანა
თელავში სალიკვიდაციო სამუშაო ამ დროისთვის ქალაქის სამ სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. პარალელურად, აქტიურად გრძელდება ხევის ნაპირსამაგრი სამუშაო, რაც სპეციალისტების შეფასებით, დატბორვის საფრთხეს პრაქტიკულად გამორიცხავს. მუნიციპალიტეტის სამ სოფელს სასმელი წყალი კვლავ შეფერხებით მიეწოდება, თუმცა მუშაობა უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.
15 ივლისი 2026, 11:20
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს აღნიშნავს
ტაძარში სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე აღავლენს. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლებისა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.
15 ივლისი 2026, 11:16
მსოფლიო
მარკო რუბიომ ირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმები დაგმო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ირანის მიერ საზღვაო გადაზიდვებსა და რეგიონის ქვეყნებზე, მათ შორის იორდანიაზე მიმდინარე თავდასხმები დაგმო. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება მარკო რუბიომ იორდანიის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განიხილა და ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ დარტყმებს, მიუღებელი უწოდა.
15 ივლისი 2026, 11:13
რეგიონი
ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად განსაზღვრულია 4 თვე.
15 ივლისი 2026, 11:10
მსოფლიო
კანადაში სიცხის ტალღაა
სინოპტიკოსები მაჩვენებლის +40 გრადუსამდე აწევას პროგნოზირებენ, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის მმართველობამ საგანგებო გაფრთხილება და განგაშის დონე გამოაცხადა.
15 ივლისი 2026, 11:09
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში ჩართული 59 პირია
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ განაცხადა, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა მოახდინეს საკონტროლო შესყიდვა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.
15 ივლისი 2026, 11:07
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმოების საშუალო შესაძლებლობა ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა
რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმოების საშუალო შესაძლებლობა ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა, - წერს Bloomberg-ი ბრიტანული კომპანიის, „ენერჯი ასპექტის“ ანალიტიკურ განყოფილებაზე დაყრდნობით
15 ივლისი 2026, 11:02
საზოგადოება
მელიორაციის სექტორში სემეკის მიერ განხორციელებული რეგულაციები მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში განხორციელებულმა რეგულაციებმა მსოფლიო ბანკის დადებითი შეფასება მიიღო, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 11:00
მსოფლიო
მოხალისე მეხანძრემ ფონტებლოს ტყეში ხანძრის განზრახ გაჩენა აღიარა
ხანძარმა ფონტენბლოში უკვე 2000 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი გაანადგურა. რაიონიდან 1000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ფონტენბლოს ტყე პარიზელებისთვის დასვენების პოპულარული ადგილია, თუმცა ბევრი დამსვენებელი უგულებელყოფს კემპინგისა და კოცონის დანთების აკრძალვას. ადგილზე მომუშავე მეხანძრეებმა ცეცხლის 2 მსხვილი კერა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მომხდარის ძირითად ვერსიად ცეცხლის განზრახ გაჩენა დასახელდა.


