02 დეკემბერი 2023, 10:54 / სანდო წყარო

პროკურატურა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც სახელმწიფო უწყებების, მათ შორის საქართველოს პროკურატურის როლი პოზიტიურადაა შეფასებული

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ გააგრძელა კონტრტერორისტულ საკითხებში აქტიური ჩართულობა და აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩა, - ამის შესახებ აღნიშნულია გენპროკურატურის მიერ გავრცელებლ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ანგარიშის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებულ ვითარებას, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს სახელმწიფო უწყებების მუშაობას პოზიტიურად აფასებს და ამ კუთხით აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის როლიც.

„ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში მშვიდი და სტაბილური იყო. საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორიზმის შემთხვევების აღმოჩენა, აღკვეთა და მათზე რეაგირება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ტერორიზმთან დაკავშირებული შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილება და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს პროკურატურასთან“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ტერორიზმის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის შეთქმულება, რომელსაც, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გვარდიის დაჯგუფებასთან დაკავშირებული ირანელები ხელმძღვანელობდნენ.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზებულია ტერორიზმის მხარდამჭერი ქმედებები, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსება, კიბერტერორიზმი, წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა, ტერორიზმისკენ მოწოდება და ტერორისტულ ორგანიზაციაში ჩაბმა, მათ შორის, უცხოელი მებრძოლებისა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებიც არის შეფასებული.

ყველა სიახლე

ანა წითლიძე

22 აპრილი 2026, 21:39

პოლიტიკა

ანა წითლიძე: გიგა ლემონჯავას მამა „ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, განსაკუთრებული მოწიწებით, ფეხქვეშ ეგებოდა მიშას, იყო მცდელობაც, რომ მისი შვილი ენმ-ში ლიდერულ პოზიციაზე წარმოჩენილიყო, თუმცა ეს ვერ შედგა. ბელადები სახლებში მოიკითხეთ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ "დროას" წევრ გიგა ლემონჯავაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ლემონჯავას მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, მანამდე კი - ფოთის მერი და სააკაშვილს ფეხქვეშ ეგებოდა.

22 აპრილი 2026, 21:31

პოლიტიკა

მაია ბითაძე ესპანეთში გამართულ შეხვედრებზე: დიდი იყო ინტერესი ჩვენი დელეგაციის მიმართ. მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე, ხაზი გაესვა დიალოგისა და სამომავლო თანამშრომლობის აღდგენის, გაძლიერების აუცილებლობას

დიდი იყო ინტერესი ჩვენი დელეგაციის მიმართ, - განაცხადა მაია ბითაძემ ესპანეთში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით. მაია ბითაძის თქმით, ქართულმა დელეგაციამ ევროინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა მიიღო.

22 აპრილი 2026, 21:30

საზოგადოება

„პატრიარქი ილია II“ - გამოფენა ეროვნულ არქივში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.

დონალდ ტრამპი

22 აპრილი 2026, 21:13

მსოფლიო

ტრამპი: ახლახან შემატყობინეს, რომ რვა მომიტინგე ქალს, რომელთა დასჯაც ირანში ამაღამ იგეგმებოდა, სიკვდილით აღარ დასჯიან - ძალიან ვაფასებ, რომ ირანმა და მისმა ლიდერებმა პატივი სცეს ჩემს თხოვნას

ძალიან კარგი ამბავი - ახლახან შემატყობინეს, რომ რვა მომიტინგე ქალს, რომელთა დასჯაც ირანში ამაღამ იგეგმებოდა, სიკვდილით აღარ დასჯიან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მიხეილ სააკაშვილი

22 აპრილი 2026, 21:05

პოლიტიკა

სააკაშვილი გიგა ლემონჯავაზე: მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, სიცრუეს ავრცელებს

გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში.

ლევან მახაშვილი

22 აპრილი 2026, 20:57

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ესპანეთში გამართულ შეხვედრებზე: დავგეგმეთ ის შემდგომი ნაბიჯები, რაზეს შესაძლოა ორივე ქვეყანამ ერთად ვითანამშრომლოთ

დავგეგმეთ ის შემდგომი ნაბიჯები, რაზეს შესაძლოა ორივე ქვეყანამ ერთად ვითანამშრომლოთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ესპანეთში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

22 აპრილი 2026, 20:55

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში არტურ გებალთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

სამხარაძე: ესპანელ კოლეგებს დაწვრილებით მოვუყევით იმ პრობლემის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის - ხაზი გავუსვით ჩვენი ხელისუფლების მზაობას, რომ ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ ევროკავშირის წარმომადგენლებთან

ჩვენ დაწვრილებით მოვუყევით [ესპანელ კოლეგებს] იმ პრობლემატიკის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ესპანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

22 აპრილი 2026, 20:50

პოლიტიკა

მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილები და ოპოზიციური ალიანსის სკანდალი - დატოვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილები და ოპოზიციური ალიანსის სკანდალი - პარტიის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ ალიანსში ყოფნა-არყოფნის საკითხი სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობის წევრთა დამოკიდებულებაზე გადის.

22 აპრილი 2026, 20:42

პოლიტიკა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და პროტესტი უნგრეთში. როგორ შეცვალა ქართულმა ოპოზიციამ რიტორიკა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი ბუდაპეშტისგან იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რაც გენდერულ პროპაგანდაზე ბავშვების წვდომის აკრძალვას გულისხმობს. ევროპამ პიტერ მადიარს ღიად უთხრა, რომ აკვირდება და კონკრეტული ვადაც განუსაზღვრა. რას აპირებს მადიარი, ჯერ არ უთქვამს.

22 აპრილი 2026, 20:34

პოლიტიკა

საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად 22 აპრილს, ვენაში გამართულ გახსნით სხდომაზე დაიწყო.

22 აპრილი 2026, 20:30

სამართალი

საქართველოს პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ჩატარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 აპრილი 2026, 20:30

მსოფლიო

ზელენსკი: 90 მილიარდი ევროს განბლოკვა სიგნალია რუსეთისთვის, რომ დაასრულოს ომი

ევროკავშირის ფინანსური დახმარების განბლოკვამ, ახალ სანქციებთან ერთად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

22 აპრილი 2026, 20:26

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე. „ქრონიკა“ ვენიდან

ეუთო-ს უსაფრთხოების ფორუმი ავსტრიაში და საქართველო თავმჯდომარის რანგში. ქვეყანამ ეს სტატუსი 13 აპრილიდან მიიღო.

22 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

საკადრო ცვლილების ეფექტი, პარლამენტი სიახლეს დაჩქარებული წესით დაამტკიცებს - მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას აფასებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მამუკა მდინარაძე-სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მაკა ბოჭორიშვილი-ვიცე-პრემიერი, გეკა გელაძე- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და სულხან თამაზაშვილი-შსს-ში.

22 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტზე და შეხვედრები ასტანაში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

რეგიონული ეკოლოგიური სამიტი ასტანაში და პრეზიდენტის გამოსვლა - მიხეილ ყაველაშვილი ვიზიტის ფარგლებში ყაზახ კოლეგას შეხვდა. უკვე არსებული მჭიდრო კავშირების ფონზე, პრეზიდენტმა სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების საჭიროებაზე ისაუბრა.

22 აპრილი 2026, 20:16

მსოფლიო

CNN: მსოფლიოში პრეზერვატივების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Karex-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო, პროდუქციის ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს

მსოფლიოში პრეზერვატივების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Karex-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო, პროდუქციის ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

22 აპრილი 2026, 20:15

სამართალი

ალბი კორძაია და მარიამ მეყანწიშვილი გამოკითხვაზე მივიდნენ

ალბი კორძაია და მარიამ მეყანწიშვილი გამოკითხვაზე მივიდნენ.

22 აპრილი 2026, 19:41

მსოფლიო

POLITICO: გერმანიის მთავრობამ მიმდინარე და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა

გერმანიის მთავრობამ მიმდინარე და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა, რაც პირდაპირ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისრაელის ომს დაუკავშირა, - წერს გამოცემა POLITICO.

22 აპრილი 2026, 19:36

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში გრძელდება.