ადვოკატი: დარეჯან დვალი თანახმაა, რომ 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილს დაუბრუნდეს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონება, მაგრამ იმ პირობით თუ ეს ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები, შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას
გიორგი სუხიტაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
დარეჯან დვალი კვლავ იჩენს კეთილ ნებას, ის თანახმაა, რომ ერთი თვის განმავლობაში თანხის - 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილს დაუბრუნდება კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონება, მაგრამ იმ პირობით თუ ეს ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას, - ამის შესახებ დარეჯან დვალის ადვოკატმა, გიორგი სუხიტაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, არის მეორე პირობაც, რომლის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ამ 1 თვის განმავლობაში კეკელიძეზე მდებარე უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეს.
„მეორე დღეა ორკესტრირებულად მიდის მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის მოსმენა. ასე უაპელაციოდ, არაერთი ბრალდება და ჩირქი მოსცხეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ დარეჯან დვალს. დარეჯან დვალმა 2018 წელს შეიძინა მოცემული ქონება საჯარო აუქციონზე, რის შემდეგაც დავიწყეთ ურთიერთობა მარინე ხატიაშვილთან. არაერთხელ შევთავაზეთ, რომ ან ნებაყოფლობით გამოსულიყო უძრავი ქონებიდან ან სხვა სახის მოლაპარაკებაზე წამოსულიყო, თუმცა ის ყოველთვის სასტიკ უარს აცხადებდა. ჩვენ ყველანაირი სამართლებრივი ზომა მივიღეთ, მივმართეთ სასამართლოს. დავა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. არაერთი მცდელობა იყო გამოყენებული თვითონ სასამართლოს მხრიდან მორიგებისთვის, არაერთი ზომა მიიღო, თუმცა მორიგება მაინც ვერ მოხდა. სასამართლოს შემდეგ კანონის მიხედვით გადავედით აღსრულების ბიუროსთან ურთიერთობაში. ბიუროში საქმე 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლა სპეკულაციები მიმდინარეობს, რომ გამოასახლეს პიროვნებაო; კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსახლება ერთი დღის პროცედურა არ არის, 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოსახლება 5-ჯერ იყო დანიშნული და ხუთჯერვე იყო გადადებული, მათ შორის ორჯერ ჩვენი კეთილი ნების გამოჩენით, ერთხელ სასამართლომ გადადო და ორჯერ მოხდა გადადება იმიტომ რომ გარკვეული პირები ამ ქალბატონის მდგომარეობას იყენებდნენ მათი მიზნების მისაღწევად და ეწყობოდა აქციები. საბოლოოდ მოვედით გუშინდელ დღემდე და კანონიერ მესაკუთრეს გადაეცა უძრავი ქონება. 2018 წელს აღნიშნული ქონება დვალმა შეიძინა 106 000 ლარად. არანაირ 40 000 ლარზე საუბარი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამას გარდა, ქალბატონ დარეჯანს ვალად გადასახდელად გამოჰყვა მარინა ხატიაშვილის მიერ აღებული სესხი, ჯამში 15 000 დოლარი. რაც შეეხება ხატიაშვილის მხრიდან 60 000 დოლარის შემოთავაზებას, რამდენიმე წელია მიმდინარეობს ამ საკითხზე სპეკულაციები. არავითარი წერილობითი მტკიცებულება, საბანკო გარანტია არ ყოფილა. იყო მხოლოდ ზეპირი შემოთავაზებები. მათ ჩვენ გამუდმებით ვთხოვდით, რომ მეტი სარწმუნოებისთვის წარმოედგინათ ბანკიდან ამონაწერი.
მოგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, აღსრულების ეროვნული ბიუროს და პოლიციის ჩართულობით მოხდა დაკავშირება მარინე ხატიაშვილთან. ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება. დარეჯან დვალი კვლავ იჩენს კეთილ ნებას, ის თანახმაა, რომ 1 თვის განმავლობაში, თანხის - 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილს დაუბრუნდება კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონება, მაგრამ იმ პირობით თუ, ეს ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები, პირები, რომლებიც ცდილობენ, რომ ზეწოლა მოახდინონ დარეჯან დვალზე, შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას. მეორე პირობა არის, რომ მარინა ხატიაშვილმა და მისმა მხარდაჭერებმა უნდა მისცენ უფლება ქალბატონ დარეჯანს, რომ ამ 1 თვის განმავლობაში ისარგებლოს აღნიშნული უძრავი ქონებით. ორივე მხარის ხელმოწერაა დადასტურებული მოცემულ შეთანხმებაზე. შეთანხმება შემდგარია, ჩვენი, აღსრულების ბიუროსა და ქალბატონი მარინა ხატიაშვილი მონაწილეობით და არავითარი გარეშე პირების ჩართულობით“, - განაცხადა ადვოკატმა.
ყველა სიახლე
22 აგვისტო 2026, 20:36
მსოფლიო
ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან
ახალი კონსტიტუციით, ორპალატიანი პარლამენტი ერთპალატიანად გარდაიქმნება. ასტანაში არჩევნებს „ქრონიკა“ გააშუქებს.
22 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრევენციისთვის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, პიკური აქტივობის პერიოდში მზეზე ყოფნა შეზღუდონ. ატარონ ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე.
22 აგვისტო 2026, 20:28
პოლიტიკა
ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პატიმარი სააკაშვილი კი ირწმუნება, რომ მისი პარტია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გვარამიას ჰგონია და ფასის დაკლებას არ აპირებს. ასევე, სააკაშვილი თანამებრძოლებს მოუწოდებს წარსულში დატოვონ ყოფილები, რადგან სიბინძურეებით გაიყიდნენ.
22 აგვისტო 2026, 20:18
სამართალი
აღკვეთილი ნარკოდანაშაულები, სამართალდამცველების ეფექტიანი ბრძოლა, ამოღებული დიდი ოდენობით ნივთიერებები და კიდევ რამდენიმე დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველი სამართალდამცველები რეგულარულად ატარებენ ოპერაციებს და ნარკოტიკების გასაღების მცდელობისთვის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკავებენ.
22 აგვისტო 2026, 20:15
რეგიონი
უნიკალური კურორტის ახალი სიცოცხლე - აბასთუმანს ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განხორციელებულია. გზის რეაბილიტაცია კი სამცხე-ჯავახეთს იმერეთთან, ბევრად უსაფრთხო და კომფორტული მონაკვეთით დააკავშირებს. პროექტებს საფუძველი „ფონდმა ქართუმ“ ჩაუყარა.
22 აგვისტო 2026, 19:09
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა
საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 18:42
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები ხვალ, 23 აგვისტოს, 19:15 საათზე თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება. 28 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში შინ მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას ეწვევა.
22 აგვისტო 2026, 18:09
ეკონომიკა
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
22 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება
„გოდერძიზე არსებული საბაგიროები, აქტიურად ემსახურება დამსვენებლებს. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ზაფხულის სეზონის განვითარებას და ხელს უწყობს ტურისტებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას. „ემ თი ეის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას არა მხოლოდ გოდერძიზე, არამედ ჩვენს მიერ ოპერირებად სხვა კურორტებზეც“ - განაცხადა ლევან დარსალიამ.
22 აგვისტო 2026, 17:33
კულტურა
ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს
ცოცხალი შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი სანახაობა - დღეს საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტი ნუცა ბუზალაძე ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს.
22 აგვისტო 2026, 17:22
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, მინდა, ფონდ „ქართუსა“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი
აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, აბასთუმნის შემოვლით გზაზე გარკვეული შეფერხებები იყო და სახელმწიფომ ორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
22 აგვისტო 2026, 17:17
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან, დავით ფაცაციასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების საჭიროებებს, მათ ყოველდღიურ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს გაეცნო. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც დევნილ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს.
22 აგვისტო 2026, 17:16
საზოგადოება
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაციის ტურისტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების განმტკიცებასა და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას.
22 აგვისტო 2026, 17:12
რეგიონი
„მზესთან უფრო ახლოს - აჭარული გემოები“ - კურორტ გოდერძიზე ღონისძიება გაიმართა
მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, ალპურ ზონაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. ქართველმა შეფ- მზარეულებმა აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს.
22 აგვისტო 2026, 16:53
მსოფლიო
მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა
რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
22 აგვისტო 2026, 15:05
მსოფლიო
რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი შეაფასა. თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ზელენსკიმ პარტნიორებს დაბომბვებისგან დასაცავად დამატებითი სამხედრო დახმარების სასწრაფოდ მიწოდება სთხოვა.
22 აგვისტო 2026, 14:58
მსოფლიო
„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო და მას „აბსოლუტური ამორალურობა“ და „მიზანმიმართული ტერორიზმი“ უწოდა.
22 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული კიევში იმყოფება, სადაც იგი უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება. მისი ვიზიტი რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ინტენსიური იერიშების ფონზე მიმდინარეობს.
22 აგვისტო 2026, 14:37
რეგიონი
ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა
ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა
22 აგვისტო 2026, 14:35
საზოგადოება
საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, საერთაშორისო ბანაკში 50 ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, მსოფლიო საპატრიარქოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.


