სუს-ი: ამოღებულია რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.
„საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.
ორივე მათგანში ჯამში განთავსებული იყო ექვსი ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული კონტეინერებიდან სპეციალური გამნაღმველი ჯგუფის მიერ ამოღებულ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება, რაც ექსპერტიზისათვის გადაიგზავნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ხოლო ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი ვიზუალური სახე და ე.წ. მულაჟების სახით კვლავ დაბრუნებულ იქნა ზემოაღნიშნულ ამანათში, რათა წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლებისთვის. ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესი, რა თქმა უნდა, კონტროლდებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამკვეთებისა და დამატებითი პირების დადგენა, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი ყოფილიყვნენ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირების საქმეში, ასევე, დადგენილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტი და მათი გამოყენების საბოლოო მიზნები.
დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას C-4 შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით. ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები. ასაფეთქებელი მოწყობილობის ექვსივე ინდივიდუალურ ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო.
ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს.
კონტრტერორისტული ცენტრის მიერ კომპლექსურად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიო ფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალი“ მეშვეობით.
მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს აღნიშნული პუნქტიდან. ხოლო მეორე კონტეინერი - სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით, დატოვეს თბილისში კონკრეტულ მისამართზე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ და ამოღებულ იქნა აღნიშნული გზავნილი იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე. საქმის მასალებით აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ.
ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.
რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ სამ ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას - განკუთვნილი იყო რუსეთში გასატანად თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა, აღნიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში.
ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
აღნიშნულ საქმეზე კომპლექსურად მიმდინარე ღონისძიებებში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
22 აგვისტო 2026, 21:58
სპორტი
სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
22 აგვისტო 2026, 21:30
მსოფლიო
მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გერმანიაში ხელისუფლების მილიტარისტულ პოლიტიკას აპროტესტებენ. მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას, რაც თავდაცვის ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, პროტესტი ამჯერად ბერლინში გამოუცხადეს და ხელისუფლებას სოციალური სექტორის დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდეს.
22 აგვისტო 2026, 20:36
მსოფლიო
ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან
ახალი კონსტიტუციით, ორპალატიანი პარლამენტი ერთპალატიანად გარდაიქმნება. ასტანაში არჩევნებს „ქრონიკა“ გააშუქებს.
22 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრევენციისთვის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, პიკური აქტივობის პერიოდში მზეზე ყოფნა შეზღუდონ. ატარონ ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე.
22 აგვისტო 2026, 20:28
პოლიტიკა
ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პატიმარი სააკაშვილი კი ირწმუნება, რომ მისი პარტია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გვარამიას ჰგონია და ფასის დაკლებას არ აპირებს. ასევე, სააკაშვილი თანამებრძოლებს მოუწოდებს წარსულში დატოვონ ყოფილები, რადგან სიბინძურეებით გაიყიდნენ.
22 აგვისტო 2026, 20:18
სამართალი
აღკვეთილი ნარკოდანაშაულები, სამართალდამცველების ეფექტიანი ბრძოლა, ამოღებული დიდი ოდენობით ნივთიერებები და კიდევ რამდენიმე დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველი სამართალდამცველები რეგულარულად ატარებენ ოპერაციებს და ნარკოტიკების გასაღების მცდელობისთვის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკავებენ.
22 აგვისტო 2026, 20:15
რეგიონი
უნიკალური კურორტის ახალი სიცოცხლე - აბასთუმანს ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განხორციელებულია. გზის რეაბილიტაცია კი სამცხე-ჯავახეთს იმერეთთან, ბევრად უსაფრთხო და კომფორტული მონაკვეთით დააკავშირებს. პროექტებს საფუძველი „ფონდმა ქართუმ“ ჩაუყარა.
22 აგვისტო 2026, 19:09
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა
საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 18:42
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები ხვალ, 23 აგვისტოს, 19:15 საათზე თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება. 28 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში შინ მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას ეწვევა.
22 აგვისტო 2026, 18:09
ეკონომიკა
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
22 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება
„გოდერძიზე არსებული საბაგიროები, აქტიურად ემსახურება დამსვენებლებს. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ზაფხულის სეზონის განვითარებას და ხელს უწყობს ტურისტებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას. „ემ თი ეის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას არა მხოლოდ გოდერძიზე, არამედ ჩვენს მიერ ოპერირებად სხვა კურორტებზეც“ - განაცხადა ლევან დარსალიამ.
22 აგვისტო 2026, 17:33
კულტურა
ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს
ცოცხალი შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი სანახაობა - დღეს საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტი ნუცა ბუზალაძე ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს.
22 აგვისტო 2026, 17:22
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, მინდა, ფონდ „ქართუსა“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი
აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, აბასთუმნის შემოვლით გზაზე გარკვეული შეფერხებები იყო და სახელმწიფომ ორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
22 აგვისტო 2026, 17:17
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან, დავით ფაცაციასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების საჭიროებებს, მათ ყოველდღიურ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს გაეცნო. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც დევნილ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს.
22 აგვისტო 2026, 17:16
საზოგადოება
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაციის ტურისტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების განმტკიცებასა და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას.
22 აგვისტო 2026, 17:12
რეგიონი
„მზესთან უფრო ახლოს - აჭარული გემოები“ - კურორტ გოდერძიზე ღონისძიება გაიმართა
მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, ალპურ ზონაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. ქართველმა შეფ- მზარეულებმა აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს.
22 აგვისტო 2026, 16:53
მსოფლიო
მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა
რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
22 აგვისტო 2026, 15:05
მსოფლიო
რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი შეაფასა. თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ზელენსკიმ პარტნიორებს დაბომბვებისგან დასაცავად დამატებითი სამხედრო დახმარების სასწრაფოდ მიწოდება სთხოვა.
22 აგვისტო 2026, 14:58
მსოფლიო
„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო და მას „აბსოლუტური ამორალურობა“ და „მიზანმიმართული ტერორიზმი“ უწოდა.
22 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული კიევში იმყოფება, სადაც იგი უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება. მისი ვიზიტი რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ინტენსიური იერიშების ფონზე მიმდინარეობს.


