„იმედინიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ლაშა ჭიღლაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ადვოკატი მხოლოდ ერთი მუხლის შესახებ საუბრობს
ლაშა ჭიღლაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„იმედინიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ლაშა ჭიღლაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. მათგან ერთ-ერთია 315-ე მუხლი, რომელიც შეთქმულებას გულისხმობს, ხოლო მეორე მუხლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ამ დრომდე ვცდილობთ.
ლაშა ჭიღლაძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. გამომძიებლების შეკითხვებს ის თითქმის ერთი საათის განმავლობაში ადვოკატის თანდასწრებით პასუხობდა, თუმცა გამოკითხვიდან გამოსული ჭიღლაძე არ საუბრობს რას ედავება გამოძიება.
ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ასახელებენ მხოლოდ 315-ე მუხლს, ხოლო მეორე მუხლის შესახებ არაფერს ამბობენ. ისინი ასევე არ საუბრობენ იმაზე, თუ რა კითხვები დაუსვეს საქმის ირგვლივ.
გამოკითხვიდან გამოსული ჭიღლაძე მედიის შეკითხვებს გაურბის, თუმცა, სავარაუდოდ მან გამოკითხვის დეტალებზე ვრცლად ისაუბრა დავით ქაცარავასთან, რომელიც სასამართლოს ეზოში ელოდებოდა.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ უკრაინაში მყოფმა ვანო ნადირაძემ დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს ვაჟა ცეცაძე.
ყველა სიახლე
16 ივნისი 2026, 20:56
პოლიტიკა
„ნაციონალები“ ალიანსს სამუშაო გარემოს უწუნებენ, „ახლები“ გაერთიანებიდან გასვლას ფიქრობენ. ოპოზიციური ქაოსი გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაპირისპირების მორიგი ფაზა ოპოზიციურ ალიანსში. ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ ყრილობაზე იმ ერთობის დატოვებაზე იმსჯელონ, რომელიც ვერ შედგა.
16 ივნისი 2026, 20:48
პოლიტიკა
მახაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე: გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა შესაძლებლობები, რომ აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა მეტი სარგებელი ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც განიხილეს, როგორც სახელმწიფოებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გადატვირთვის საკითხიც.
16 ივნისი 2026, 20:48
სამართალი
ფინანსური დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს გამოცდილება ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე ილაპარაკა. პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.
16 ივნისი 2026, 20:44
მსოფლიო
ზელენსკი: ამჟამად უკრაინა რუსეთზე უკეთესად გამოიყურება როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოწინავე შეიარაღების წარმოებაში - აგრესორმა ინიციატივა დაკარგა
ამჟამად უკრაინა რუსეთზე უკეთესად გამოიყურება როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოწინავე შეიარაღების წარმოებაში. აგრესორმა ინიციატივა დაკარგა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე Reuters Next Europe.
16 ივნისი 2026, 20:43
საზოგადოება
ჯივიპი: კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე მილსადენის რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით მოწესრიგება დასრულდება ხვალ, 17 ივნისის დილის 07:00 საათამდე. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 20:41
პოლიტიკა
კიდევ ერთი ქართული გაკვეთილი ევროკავშირის კიდევ ერთი წევრისათვის - გამჭვირვალობაზე ზრუნვას ამჯერად რუმინეთი იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კიდევ ერთი ქართული გაკვეთილი ევროკავშირის კიდევ ერთი წევრისათვის. გამჭვირვალობაზე ზრუნვას ამჯერად რუმინეთი იწყებს. დეპუტატთა პალატა კანონპროექტის განხილვისთვის ემზადება. ეს კი ასოციაციებს, ფონდებსა და ფედერაციებს დაფინანსების წარმომავლობის დადასტურებას ავალებს. - ნინი გოგიშვილი გიამბობთ.
16 ივნისი 2026, 20:37
პოლიტიკა
საფრანგეთის პრეზიდენტს გარე მითითება არ მოსწონს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი პარიზის მხრიდან ქართული კანონმდებლობის დეტალურ კრიტიკას იხსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საფრანგეთის პრეზიდენტს გარე მითითება არ მოსწონს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი პარიზის მხრიდან ქართული კანონმდებლობის დეტალურ კრიტიკას იხსენებს.
16 ივნისი 2026, 20:33
პოლიტიკა
უცვლელი ვალდებულებები და ნაკლები უფლებები - ევროკავშირი ახალ წევრებს ძველებისგან განსხვავებულ პირობებს სთავაზობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ლუქსემბურგში დაადასტურა. საქართველოს ხელისუფლებისთვის თანასწორობის პრინციპის დარღვევა მიუღებელია.
16 ივნისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე: ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ რა ხდება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში, რა როლს თამაშობს საქართველო მშვიდობის დამყარების პროცესში სამხრეთ კავკასიაში, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში
გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე უსაფრთხოების ვითარებას ჩვენს რეგიონში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.
16 ივნისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ნიკა გვარამიას საჯაროდ შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 2 ათასი ლარით დაჯარიმდა. 16 დღე და 60-მდე საქმე - როგორ მუშაობს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნიკა გვარამიას საჯაროდ შეურაცხყოფისათვის მოქალაქე დაჯარიმდა. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა სამმართველომ გამოავლინა.
16 ივნისი 2026, 20:23
მსოფლიო
Deutsche Welle: YouGov-ის მიერ 16 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, AfD-ის რეიტინგმა 29%-ს მიაღწია, მაშინ როცა კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულ ბლოკს გერმანელთა მხოლოდ 20% უჭერს მხარს
გერმანიაში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) რეიტინგების სათავეში მყარად პოზიციონირებს და ზოგიერთ გამოკითხვაში კონსერვატიულ ბლოკს (CDU/CSU) თითქმის 10 პროცენტული პუნქტით უსწრებს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 20:20
სამართალი
კორუფციული სქემები „საქართველოს რკინიგზაში“. ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 ადამიანი პასუხისგებაში მისცეს. რა დაადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციული სქემები გამოავლინა. პასუხისგებაშია მიცემული ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 ადამიანი, დავით ფერაძე მიმალულია. საქმე 2020-2021 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას და უკანონოდ მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას ეხება.
16 ივნისი 2026, 20:14
პოლიტიკა
სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში - მაღალი რანგის სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სერბეთი საქართველოს მიღწევებს აღიარებს. პრეზიდენტი ვუჩიჩი მიიჩნევს, რომ ბელგრადს თბილისისგან ბევრი შეუძლია ისწავლოს. მაღალი რანგის სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა.
16 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ
ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
16 ივნისი 2026, 20:09
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ ირანს მისცემს უფლებას, ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დაუყოვნებლივ დაიწყოს ნავთობისა და საწვავის გაყიდვა
აშშ ირანს მისცემს უფლებას, ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დაუყოვნებლივ დაიწყოს ნავთობისა და საწვავის გაყიდვა. ეს თეირანისთვის იქნება ადრეული ფინანსური სტიმული კონფლიქტის დასასრულებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 19:49
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
16 ივნისი 2026, 19:46
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის დირექტორთან ვერონიკ დოკენდორფთან.
16 ივნისი 2026, 19:45
მსოფლიო
ლავროვი: ევროკავშირის შიდა პრობლემების თვალსაზრისით, შესაძლოა ცუდიც არ იყოს, იქ უკრაინა რომ შევიდეს - ისინი მაშინ უბრალოდ დაიშლებიან
ევროკავშირი შესაძლოა „უბრალოდ დაიშალოს“, თუ მასში უკრაინა გაწევრიანდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
16 ივნისი 2026, 19:35
მსოფლიო
ირანი, შეთანხმების ფარგლებში, ისრაელისგან ლიბანიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ირანი, თეირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ისრაელისგან ლიბანის ტერიტორიის დატოვებას მოითხოვს.
16 ივნისი 2026, 19:18
პოლიტიკა
გია აბაშიძე „Yandex Bank“-სა და WB Bank-სთვის დაწესებულ სანქციებზე: რაც უფრო მეტს ყვირის „ნაცბაბლის" სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში. ასეთია სექტის ერთ-ერთი პროპაგანდისტი თეონა ბაღდავაძე, რომელიც Wildberries-ს PR-მომსახურებას უწევს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „Yandex Bank“-ს და WB Bank-ს, რომელიც კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია და აღნიშნულია, რომ Wildberries-ის საქართველოში პიარ მომსახურებას თეონა ბაღდავაძე უწევს.


