imedi /  26 ნოემბერი 2017, 21:10 / სანდო წყარო

იმედის კვირის ექსკლუზივი: კადრები სპეცოპერაციის ადგილიდან

ფოტოები, რომლებიც "იმედის დღის" ჟურნალისტმა სოფო მთივლიშვილმა არხის საკვირო გადაცემისთვის "იმედის კვირა" მოიპოვა, დიდი ალბათობით სპეცოპერაციის ადგილასაა გადაღებული. ამას ადასტურებს, ჯავშანმანქანა ნომრით 703, რომელიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, ასევე მსუბუქი ავტომანქანის კუთხეც, რომელსაც სისხლის ლაქები ეტყობა, რაც ორმხრივ შეტაკებაზე მოწმობს.






ფოტომასალაზე ასახულია ასევე ადამიანის ცხედარი. ეს სავარაუდოდ ახალგაზრდა კაცია. მის გვერდით შეინიშნება მცირე ზომის საგანი, შესაძლოა, ეს იყოს ცეცხლსასროლი იარაღიც.



მეორე ფოტოზე, სავარაუდოდ იმ დამნაშავის ცხედრის ნაწილებია, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით თავი აიფეთქა. ეს ფოტო, რამდენიმე დეტალზე დაკვირვებით შესაძლოა ამყარებდეს ვერსიას ტერორისტებს შორის აჰმედ ჩატაევის არსებობის შესახებ. ფოტოზე ჩანს სავარაუდოდ ფეხის პროთეზი, უფრო ზუსტად, ფეხსაცმელი და პროთეზის ნაწილი. ცნობილია, რომ აჰმედ ჩატაევმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მარცხენა ფეხი დაკარგა.



ყველა სიახლე

უილიამ ევანინა

08 აგვისტო 2020, 13:41

მსოფლიო

აშშ-ის კონტრდაზვერვაში საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის, ირანისა და ჩინეთის ჩარევის შესახებ განაცხადეს

გამოცემის ინფორმაციით, ევანინა აცხადებს, რომ ჩინეთი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის წინააღმდეგია, ირან აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება სრულს, რუსეთი კი ტრამპს უჭერს მხარს და არჩევნებზე მისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ მოქმედებს.

არჩილ თალაკვაძე

08 აგვისტო 2020, 13:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაც ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციასა და რუსეთის პრეზიდენტს აქვს

„რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ. ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება და აქ არის არჩილ ტატუნაშვილის საფლავი, ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, აქვს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპაციაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტს“.

თამარ ბაჩალიაშვილი

08 აგვისტო 2020, 13:26

სამართალი

ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა მიმდინარეობს

ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა მიმდინარეობს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროცესს, მასთან ერთად, გარდაცვლილის მამა და ძმა ესწრებიან.

გიორგი გახარია

08 აგვისტო 2020, 13:18

პოლიტიკა

გიორგი გახარია: აგვისტოში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს, ასე დაიწყო ომი საქართველოში

„აგვისტოში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად დღეს ჩვენ დაკარგული გვაქვს, უკვე სრულად ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ“.

არჩილ თალაკვაძე

08 აგვისტო 2020, 13:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლება დღეს დგას გმირების ოჯახების, ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის სადარაჯოზე

„საქართველოს ხელისუფლება დღეს დგას გმირების ოჯახების გვერდით, ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის სადარაჯოზე, ეს არის უპირველესი. მე პირადად, ისევე როგორც ჩემი მეგობრები და კოლეგები, მოვედით აქ, რადგან სწორედ დღეს აქ არიან დაღუპული გმირი ჯარისკაცების მშობლები, მეუღლეები, შვილები“.

08 აგვისტო 2020, 13:07

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 1 122 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 12 ადამიანი კი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 1 122 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 12 ადამიანი კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში COVID 19-ს 9 195 დამიანი ემსხვერპლა.

სომხეთი კორონავირუსი

08 აგვისტო 2020, 13:07

COVID19

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 40 ათასს გადააჭარბა

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 40 185 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 785 ადამიანი. კიდევ 228 კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა ავადმყოფობა სახელდება.

ტომას ტუხელი

08 აგვისტო 2020, 13:01

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენის“ უკანასკნელ ვარჯიშზე გუნდის მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი დაშავდა

„პარი სენ-ჟერმენის“ უკანასკნელ ვარჯიშზე გუნდის მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას GOAL-ი ავრცელებს. გერმანელი სპეციალისტი ფეხბურთელებთან ერთად ორმხრივ თამაშში მონაწილეობდა, რა დროსაც ერთ-ერთი შეჯახებისას, ტერფის ძვლის მოტეხილობა მიიღო და თუ რამდენად მძიმეა მისი დაზიანება, დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი. პსჟ უახლოეს შეხვედრას 12 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ გამართავს.

არჩილ თალაკვაძე

08 აგვისტო 2020, 12:57

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში ორი სახე აქვს, პირველი - როდესაც, სამხედრო თვითმფრინავის დანახვისას, ბრძოლის ველიდან გარბის და მეორე - ყალბი განცხადებები

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე: ერთია, როდესაც ის, სამხედრო თვითმფრინავის დანახვისას, ბრძოლოს ველიდან გარბის და ტოვებს სტუმრებს, დაცვის წევრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან და მეორე სახეა, როცა ის გუშინ ჰააგაში იდგა და ყალბი განცხადებებით ეხმაურებოდა საქართველოს ინტერესებს“.

გიორგი გახარია

08 აგვისტო 2020, 12:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს მშვიდობიანი განვითარება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის

„ამ მიმართულებით ვინც რანაირი სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს საქართველოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება, პირიქით, ეს ურთიერთობა ბოლო წლებში გახდა ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასოდეს, სწორედ, ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ, რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს მშვიდობიანი განვითარება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

არჩილ თალაკვაძე

08 აგვისტო 2020, 12:43

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება ისე, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა

„რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა“.

08 აგვისტო 2020, 12:42

სამართალი

სენაკში გუშინ ღამით, სასულიერო პირის ოჯახი დააყაჩაღეს

სენაკში გუშინ ღამით, სასულიერო პირის ოჯახი დააყაჩაღეს. ყაჩაღობის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა ადგილზე არ იყო თავად სასულიერო პირი. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა და სხვა ნივთები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

ფოთი მემორიალი

08 აგვისტო 2020, 12:40

რეგიონი

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი ფოთშიც მიაგეს

მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ ფოთის საკათედრო ტაძარში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

08 აგვისტო 2020, 12:31

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 5 212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 5 212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 882 347-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 129 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 14 854-მდე გაიზარდა. ჯამში 690 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მამუკა მდინარაძე

08 აგვისტო 2020, 12:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ომიდან 2 თვეში დაუჭირეს, დღეს ისინი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობენ

„ამ რეზოლუციას მხარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დაუჭირეს. დღეს ისინი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობენ! რუსეთი ოკუპანტია და ეს ომი საქართველოს არ დაუწყია! ყველაფერი შეიძლება გაატარო ადამიანმა, მაგრამ ამ თემაზე - გამორიცხულია!“ - წერს მდინარაძე.

08 აგვისტო 2020, 12:16

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: ქედს ვიხრი საქართველოს ერთიანობისა და მისი ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლი გმირების წინაშე, მათი თავდადების მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან

ქედს ვიხრი საქართველოს ერთიანობისა და მისი ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლი გმირების წინაშე, მათი თავდადების მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას გააკეთა. მისი თქმით, ქართული საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას. „ჩვენ ვრჩებით კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზის ერთგულნი და გვჯერა, რომ ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

სალომე ზურაბიშილი

08 აგვისტო 2020, 12:14

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: თუ გვინდა ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ, ამის საწინდარი ჩვენი ერთობაა

„ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს. დღეს დუმილისა და დაფიქრების დღეა. ამ ადამიანებმა სამშობლოსა და ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში- ეს შიდა დაპირისპირება ბოღმა და სიძულვილი, რომელიც ყოველდღიურად იძლევა შედეგს ჩვენს ახალგაზრდებში, ეს არის არა ღირსეული საქართველო - ეს ჩვენი გმირების უპატივისმცემლობა და მათი დავიწყებაა. ისინი სამშობლოს ერთიანობისათვის მოკვდნენ და დღეს ჩვენ სიძულვილში ვართ ჩავარდნილნი, რაც ხელს მხოლოდ მტერს აძლევს. ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ ამის საწინდარი ჩვენი ერთობაა. ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

08 აგვისტო 2020, 12:08

საზოგადოება

სოფიო ქაცარავას წერილი Emerging Europe-ში: რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, მიუხედავად ინტენსიური ჰიბრიდული საომარი მდგომარეობისა, საქართველო მშვიდობისკენ და სტაბილურებისკენ მიისწრაფვის

2008 წლის აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, მიუხედავად ინტენსიური ჰიბრიდული საომარი მდგომარეობისა, საქართველო მშვიდობისკენ და სტაბილურებისკენ მიისწრაფის, - ამის შესახებ Emerging Europe-ი წერს.

მარინა ეზუგბაია

08 აგვისტო 2020, 12:06

COVID19

მარინა ეზუგბაიას ვარაუდით, კორონავირუსის მე-2 ტალღა გვიან შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროის მონაცემებით კლინიკაში 31 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ინფექციის დიაგნოზით, - მათგან არც ერთი არ არის მძიმე პაციენტი. გასული დღე ღამის განმავლობაში კი მათ არც გამოჯანმრთელებულები შემატებიათ და მათთან არც ახალი ინფიცირებული მოუთავსებიათ. მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯერჯერობით პირველი ტალღაც ბოლომდე დამარცხებული არ არის და რთულია პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა იქნება ე.წ მეორე ტალღა. მისი თქმით სავარაუდოდ ეს გვიან შემოდგომასაა მოსალოდნელი.

თეა ახვლედიანი

08 აგვისტო 2020, 12:04

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: რუსეთ-საქართველოს ომი არის ყველაზე ტრაგიკული და უმძიმესი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში

„ჩვენი მოსახლეობა, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში, არის უმძიმეს, ხშირ შემთხვევაში გაუსაძლის ეკონომიკურ-სოციალურ პირობებში. უხეშად ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ დავასრულოთ ეს რეჟიმი იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების ჭრილში შევამსუბუქოთ ადამიანების მდგომარეობა კონფლიქტის სრულფასოვან პოლიტიკურ გადაწყვეტამდე“, - აღნიშნა ახვლედიანმა.