რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელმაც მანდატურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში ხელი გაარტყა, დაკავებულია
ფოტო: ვიდეოკადრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ყველა სიახლე
10 მარტი 2026, 19:37
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან.
10 მარტი 2026, 19:28
სამართალი
პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
10 მარტი 2026, 19:25
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე, გამართულ შეხვედრებზე მათ გაიმეორეს, რომ გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე, გამართულ შეხვედრებზე მათ გაიმეორეს, რომ გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან.
10 მარტი 2026, 19:22
პოლიტიკა
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი - ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ყველა აქტორს გავსაუბრებოდით
ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ყველა აქტორს გავსაუბრებოდით. საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ყველა აქტორთან თანამშრომლობდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, გვქონდა გულახდილი საუბრები, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ საქართველოში ვიზიტის შესახებ.
10 მარტი 2026, 19:03
მსოფლიო
CNN: აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გაეცნენ პენტაგონის მიერ კონგრესისთვის წარდგენილ შეფასებას.
10 მარტი 2026, 19:00
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა უმასპინძლა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს და ა(ა) იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორს, ედუარდ ჯიშკარიანს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ უმასპინძლა, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
10 მარტი 2026, 18:57
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი: არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ხელსაწყო, არამიზნობრივად გამოიყენება საქართველოში გეოპოლიტიკური მიზეზების გამო და ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არ არის ქართველი ხალხის ნების პატივისცემა
გვჭირდება პირველ რიგში დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობა. შემდეგ კი უნდა შევწყვიტოთ ყველანაირი დაფინანსება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში „რეჟიმის“ შეცვლაში მონაწილეობენ. ამ ენჯეოების დაფინანსება უნდა შეწყდეს. ელჩი კი გადადგეს, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომას ფროელიხმა.
10 მარტი 2026, 18:55
ეკონომიკა
იუსტიციის სამინისტრო ბიზნეს სუბიექტებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის სარეგისტრაციო პროცედურის გავლას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს
იუსტიციის სამინისტრო 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში განახევრებულ ფასად მოიყვანონ.
10 მარტი 2026, 18:54
მსოფლიო
მერცი: ირანში ომის ყოველი მომდევნო დღე სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს - გვაშფოთებს, რომ აშკარად არ არსებობს საერთო გეგმა ამ ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისთვის
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას სულ უფრო მეტად აშფოთებს ირანთან ომის დასრულების სტრატეგიის აშკარა არარსებობა.
10 მარტი 2026, 18:47
საზოგადოება
გიგლა თამაზაშვილი: საირიგაციო წყლის სუბსიდირების ახალი მექანიზმი 2026 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება
საირიგაციო წყლის სუბსიდირების ახალი მექანიზმი 2026 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება, - განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.
10 მარტი 2026, 18:45
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი პეტერ ფიშერზე: ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს - მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს სუვერენიტეტს. ვფიქრობ, ის ძალიან ცუდი ელჩია და უნდა გადადგეს
ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის არ უნდა აკეთებდეს კომენტარს გერმანიაში ფედერალური მიწის არჩევნებზე. ის ყურადღებას უნდა უთმობდეს საქართველოში გერმანიისა და გერმანელი ხალხის წარმომადგენლობაზე. იგი საპირისპიროს აკეთებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა.
10 მარტი 2026, 18:43
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: დღეს, ირანის ტერიტორიაზე ჩვენი დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე იქნება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ „დღეს, ირანის ტერიტორიაზე ჩვენი დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე იქნება“.
10 მარტი 2026, 18:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს, ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას
შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს, ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.
10 მარტი 2026, 18:37
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენთვის გაზრდილი ბიუჯეტი არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის მეტი შესაძლებლობა ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის. მიმდინარე წელს დაახლოებით 3 მილიონი ლარი მოხმარდება ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის პროექტებს
ჩვენთვის გაზრდილი ბიუჯეტი არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის მეტი შესაძლებლობა ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს მისი უშუალო ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ უპრეცედენტო პროექტებისთვის, რომელსაც ვახორციელებთ და ეს არის მიმართული, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ჯანდაცვის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ.
10 მარტი 2026, 18:34
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე აშშ-ის სახდეპის მიერ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელებაზე: საქართველოს შეფასება განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს
საქართველოს შეფასება და მისი მოხვედრა პირველ კალათაში განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელების შესახებ.
10 მარტი 2026, 18:22
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: პრეზიდენტი ტრამპი წყვეტს, როდის დასრულდება ომი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ირანში მიმდინარე კონფლიქტის ვადებსა და სამხედრო სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად „ძალიან ძლიერ პოზიციაშია“, რაც, მისი თქმით, პრეზიდენტს მოქმედების მაქსიმალურ არჩევანს აძლევს.
10 მარტი 2026, 18:19
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძე საქართველო-იტალიას შორის გაცვლით პროგრამაზე: პროექტი ხორციელდებოდა 2007 წლამდე და ასობით ბავშვს მისცეს შესაძლებლობები, უნარები, დღეს წარმატებულები ყოფილიყვნენ. მეც ამ პროექტის მონაწილე ვარ
წამყვანმა კითხვა დაუსვა იტალიაში ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც ის დელეგაციასთან პალერმოში ევროპარლამენტარსა და პალერმოს ყოფილ მერს, ლეო ლუკა ორლანდოს და პალერმოს მერს შეხვდა.
10 მარტი 2026, 18:14
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ირანის ახალი ლიდერი გონივრულად მოიქცევა, თუ გაითვალისწინებს ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ყური უნდა უგდოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვებს და არ უნდა ისწრაფვოდეს ბირთვული იარაღის შექმნისკენ.
10 მარტი 2026, 18:12
ეკონომიკა
ნინო ჯელაძე: სებ-ის ახალი წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ახალ წესზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 18:09
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ეუთოს მთავარი ფუნქციაა რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნება. მათ ძალიან კარგად ესმით, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. რამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კვლავ გაგრძელდება კონსტრუქციული თანამშრომლობა ეუთოსთან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.


