მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
გიორგი გვარაკიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ.
„პროკურატურის, სუს-ის, შს სამინისტროს ერთობლივად ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების – საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
გენერალური პროკურორის განმარტებით, პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, აირჩია პოლიტიკა, აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ არ დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები და ქვეყანაში შეენარჩუნებინა მშვიდობა. აღნიშნულის გამო საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები – ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად. გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს.
2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ. გარდა აღნიშნულისა, კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეომიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“. პარლამენტის შენობის მიმდებარედ დაწყებული აქციები, მოკლე დროში გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. არაერთგზის ჰქონდა ადგილი საპოლიციო ძალასთან მიზანმიმართულად და ორგანიზებულად დაპირისპირებას, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების სროლას სამართალდამცველთა მიმართ. მოძალადეთა მოქმედებები კოორდინირებული იყო ზემოხსენებულ პოლიტიკოსებთან. ამავდროულად ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. რაციების საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“ და ,,გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისებიდან.
2024 წლის 28 ნოემბერს, ლიდერების მოწოდებით, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, პოლიციის თანამშრომლებთან დაწყებული ძალადობრივი დაპირისპირება გაგრძელდა ექვსი დღის მანძილზე. შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს სამართალდამცავი უწყების 158 თანამშრომელს, მათ შორის რამდენიმე მათგანს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები, ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობაში არსებულ ოთახებს, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობა, ასევე ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება. აღნიშნულის პარალელურად, კოორდინირებულად ხდებოდა ფინანსური სახსრების და მატერიალური რესურსების შეგროვება და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რაშიც პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ე.წ. ფონდები, რომლებიც თავის მხრივ დაფინანსებას იღებდნენ საერთაშორისო დონორებისგან. ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე. პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
ყველა სიახლე
04 მარტი 2026, 01:30
მსოფლიო
Deutsche Welle: აიათოლა ხამენეის ვაჟი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს
მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს.
04 მარტი 2026, 01:24
მსოფლიო
ტრამპი ირანელებს: თუ აპირებთ გარეთ გასვლას და პროტესტს, ჯერ ნუ იზამთ ამას, იქ ძალიან საშიშია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერჯერობით არ სურს ირანელების მიერ პროტესტის გამოხატვა.
04 მარტი 2026, 01:14
რეგიონი
გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
04 მარტი 2026, 00:40
საზოგადოება
კახა კალაძე: მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით
თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამოქალაქეებს სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის საშუალებით სტამბოლის აეროპორტიდან მიმართა.
03 მარტი 2026, 23:48
მსოფლიო
მაკრონი: აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება
აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება, რასაც ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
03 მარტი 2026, 23:14
პოლიტიკა
სამხარაძე ბრენდან ჰანრაჰანთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ ორმხრივი ინტერესის ბევრ საკითხზე - საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ, დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე
საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ, ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელთან, ბრენდან ჰანრაჰანთან შეხვედრის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
03 მარტი 2026, 22:53
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
03 მარტი 2026, 22:36
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.
03 მარტი 2026, 22:16
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: 9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია და ცდილობენ განმეორდნენ, მაგრამ ამაოდ
საქართველოსათვის 9-წლიანი ჯოჯოხეთის მომწყობთა 9 პარტიად გაერთიანების ფონზე, გაგვახსენდება, რომ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში" ჯოჯოხეთი 9 წრედ იყოფა, მე-9 წრეში კი მოღალატეები და გამყიდველები ხვდებიან, ანუ ზუსტად ისეთები, როგორებიც 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარჩენები არიან- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
03 მარტი 2026, 22:09
სამართალი
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა
დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
03 მარტი 2026, 22:05
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
03 მარტი 2026, 22:00
სამართალი
გურამ დავითაშვილი: 2026 წელს მიგრაციის დეპარტამენტის სამიზნე შედეგი გახლავთ 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება - მიმდინარეობს ახალი განთავსების ცენტრის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 150 ადამიანზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი უკანონო მიგრაციასთან წარმატებული ბრძოლაზე საუბრობს. როგორც გურამ დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, უკანონო მიგრანტების გაძევების მაჩვენებლის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
03 მარტი 2026, 21:48
პოლიტიკა
ლიკა შარტავა: გაიმართება სუვერენული ერების ალიანსი, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული სამიტის ფარგლებში საუბარი შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას
გაიმართება სუვერენული ერების ალიანსი, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.
03 მარტი 2026, 21:44
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ ყოველგვარი ვაჭრობა ესპანეთთან - ჩვენ არ გვინდა არაფერი გვქონდეს საერთო მათთან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ესპანეთთან ყოველგვარ სავაჭრო კავშირს გაწყვეტს. გადაწყვეტილების მიზეზი მადრიდის უარია, დართოს აშშ-ის სამხედრო ძალებს ესპანური ბაზების გამოყენების უფლება ირანზე დარტყმებთან დაკავშირებული მისიებისთვის.
03 მარტი 2026, 21:37
მსოფლიო
ტრამპი ბრიტანეთის პრემიერზე: ბრიტანეთით კმაყოფილი არ ვარ - ეს არ არის უინსტონ ჩერჩილი, ვისთანაც საქმე გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიმართ. კრიტიკის მიზეზი ლონდონის პოზიცია გახდა - ბრიტანეთი არ შეუერთდა აშშ-ისრაელის ერთობლივ იერიშს ირანზე, თუმცა ამერიკულ ძალებს ბრიტანული ბაზების გამოყენების უფლება მისცა.
03 მარტი 2026, 21:29
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს
ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებშია არსებული ვითარების სწრაფი დასრულება.
03 მარტი 2026, 21:26
კულტურა
ვან გოგის ფერის მიღმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ყვითელი - ვან გოგის ფერის მიღმა“ - ამსტერდამის მუზეუმი იმპრესიონისტი მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.
03 მარტი 2026, 21:23
მსოფლიო
NBC News: ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის
ტრამპმა 2016 და 2024 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიდწილად მისი წინამორბედების ხანგრძლივი და დამქანცველი ომების წინააღმდეგ კამპანიის წარმოებით მოიპოვა - ახლა კი მან საკუთარი ომი წამოიწყო, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი სტატიაში სათაურით „ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის“.
03 მარტი 2026, 21:14
სამართალი
ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან და გაძევებული მიგრანტების მზარდი სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა რომ ეფექტიანია, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. იანვარში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 232, თებერვალში კი 312 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი ჯამურად გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 350 პროცენტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, დღეს კიდევ 98 არალეგალი გააძევა.
03 მარტი 2026, 21:14
საზოგადოება
დედის დღე პენიტენციურ დაწესებულებაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქალთა მეხუთე პენიტენციურ აწესებულებაში დედის დღე აღნიშნეს.


