პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვისთვის ექვს პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს, უცხო ქვეყნიდან დაუკავშირდა წარსულში ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი წევრი ელმურაზ მამედოვი, რომელმაც ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაზარალებულს 200 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა უარი. კრიმინალური სამყაროს წევრმა მსხვერპლის დაშინებისა და თანხის მიღების მიზნით, სამ თანამზრახველს დაავალა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მკვლელობა.
„7 ნოემბერს, საღამოს საათებში, დაზარალებულის კუთვნილი ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი პირი ჩაუსაფრდა არასრულწლოვანს, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა. ელმურაზ მამედოვთან შეთანხმებისამებრ ერთ-ერთმა პირმა, მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით გაისროლა არასრულწლოვანის მიმართულებით, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.
სამართალდამცველებმა ორი პირი 8 ნოემბერს დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაში იმყოფება.
ელმურაზ მამედოვს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.109-ე მუხლის „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ანგარებით) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა.
მამედოვის თანამზრახველებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ე“, „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად, ანგარებით) და 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (გამოძალვაში დახმარება, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში დახმარება, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინათ.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ელმურაზ მამედოვი მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს მოკვლის მუქარით სძალავდა 50 000 აშშ დოლარს.
დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ, კი ბრალდებულმა ბიზნესმენის მაღაზიის დაზიანება რამდენიმე პირს შეუკვეთა, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად უკანონო შეძენაში დაეხმარა. დანაშაულში ჩართულმა პირებმა იარაღის რამდენჯერმე გასროლით დააზიანეს დაზარალებულის მაღაზიის ფასადის მინა და იქ არსებული პროდუქცია.
სამართალდამცველებმა ზემოხსენებულ ფაქტზეც ელმურაზ მამედოვის თანამზრახველი ორი პირი მიმდინარე წლის 8 ნოემბერს დააკავეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვაში დახმარება, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა) წარედგინათ, ხოლო მამედოვს ბრალდება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენაში დახმარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და 25.236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახითის პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
საზღვარგარეთ მყოფი „ქურდული სამყაროს“ წევრისა და კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე უკვე გამოცხადებულია ძებნა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოთ?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა.
01 აპრილი 2026, 11:20
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი
დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ს, სადაც წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.
01 აპრილი 2026, 11:19
მსოფლიო
მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.
01 აპრილი 2026, 11:16
საზოგადოება
დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან(EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.
01 აპრილი 2026, 11:12
პოლიტიკა
ანა დოლიძე გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს - 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.
01 აპრილი 2026, 10:59
პოლიტიკა
ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია - ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.
01 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
01 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
მარკო რუბიო: თუ რთულ დროს ევროპელები საკუთარი ბაზებით სარგებლობის უფლებას არ მოგვცემენ, რა საჭიროა მაშინ ნატო?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი შექმნილი იყო არა მხოლოდ ევროპაში ამერიკული ბაზების განთავსებისთვის, არამედ საჭიროების ჟამს ევროპული სამხედრო ბაზებით სარგებლობისთვის.
01 აპრილი 2026, 10:55
სპორტი
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია⚽
ცნობილი გახდა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა, 48-ვე მონაწილე გუნდი. ერაყის ნაკრებმა კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ერთ-ერთ ფინალურ მატჩში ბოლივია 2:1 დაამარცხა და იმ 47 ნაკრებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მანამდე უკვე მოახერხეს. ისინი 12 ჯგუფში არიან გადანაწილებულები.
01 აპრილი 2026, 10:39
ტექნოლოგიები
მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება🚀
რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.
01 აპრილი 2026, 10:37
მსოფლიო
რუბიო ირანთან ომზე: ფინიშის ხაზს ვხედავთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანთან ომში ფინიშის ხაზი გამოჩნდა, თუმცა მას საბრძოლო მოქმედებების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება არ სურს.
01 აპრილი 2026, 10:29
სამართალი
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:26
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:11
სამართალი
კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:06
მსოფლიო
შვეიცარიული მედია: ტრამპი ირანთან დაკავშირებით „პირველი რიგის დილემის“ წინაშე დგას - რეჟიმისთვის “თავის მოკვეთით” სტრატეგიულ დონეზე ვაშინგტონმა ჯერჯერობით დიდად ვერაფერს მიაღწია
შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომში მასიურ ესკალაციასა და საჰაერო დარტყმების მკვეთრ შეწყვეტას შორის მერყეობს, თუმცა, ზესახელმწიფოს ძნელად თუ შეუძლია საომარი მოქმედებების ცალმხრივი შეწყვეტა ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე.
01 აპრილი 2026, 10:02
საზოგადოება
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 240 წარმომადგენელი გადაამზადა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.
01 აპრილი 2026, 09:53
ეკონომიკა
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო
მიმდინარე წელს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ჯამურად 224.3 ათასი ლარის ოდენობის თანადაფინანსება ქართული ღვინის მწარმოებელმა ხუთმა კომპანიამ მიიღო - „ვილა მოსავალი“, „მეღვინეობა ჩელთი“, „თიკო ისთეით“, „ბი ჯი ვაინსი“ და „ასკანელი ძმები“.
01 აპრილი 2026, 09:53
მსოფლიო
Foreign Policy: აშშ-ის სახმელეთო ოპერაციის არცერთი ვარიანტი ირანში წარმატებული არ იქნება
როდესაც აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ ინტენსიურდება, ის, რაც ადრე წარმოუდგენლად ჩანდა, სულ უფრო შესაძლებელი ხდება. კითხვა აღარ არის, შესაძლებელია თუ არა სახმელეთო შეჭრა, არამედ სად შეიძლება ის დაიწყოს და შეძლებს, თუ არა ამერიკული მხარე სტრატეგიული შედეგების მიღწევას, იუწყება ჟურნალი Foreign Policy.
01 აპრილი 2026, 09:38
სამართალი
კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.
01 აპრილი 2026, 09:30
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ის სტივ უიტკოფთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ომის დასრულების საკითხებზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.


