imedi /  23 დეკემბერი 2017, 18:48 / სანდო წყარო

EMC საპოლიციო კონტროლის დაწყების წინააღმდეგია

საპოლიციო შემოწმება

საპოლიციო შემოწმება

“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) შსს-ს მიერ სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ ნეტგაზეთი წერს.

ორგანიზაციის თქმით, ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამსართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში და ორგანიზაცია შს მინისტრის ბრძანებას გაასაჩივრებს საერთო სასამართლოებში:

“აბსტრაქტული საფუძვლებით, დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნით, 36 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება, რა დროსაც ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირი შეიძლება დაექვემდებაროს პოლიციის მხრიდან შემოწმებას, წარმოადგენს არაპროპორციულ და არათანაზომიერ ჩარევას მოქალაქეთა უფლებებში. აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ ფაქტობრივად პოლიცია ერთდროულად ატარებს საგამოძიებო და პრევენციულ ღონისძიებებს, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ამ მასშტაბის ღონისძიებები: პირების დაკავება, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა და უკანონო ნივთების ამოღება” – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საპოლიციო კონტროლი, ისევე როგორც შეჩერება და ზედაპირული შემოწმება, არის პრევენციული ღონისძება და მათი გამოყენება არ უნდა ხდებოდეს დანაშაულის გამოძიების მიზნით.

მანამდე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საპოლიციო შემოწმების დროს მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა საკუთარი უფლებები იცოდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში საპოლიციო კონტროლს დადებითად აფასებენ.

" მგონია, ეს საპოლიციო კონტროლი, რომელის გუშინ შს მინისტრმა დააანონსა, არის მნიშვნელოვანი და დროული. მივესალმები, თუ ასეთი ღონისძებები პერიოდულად ჩატარდება,"- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ. 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას ადგილი არანაირ გადაცდომას არ ექნება და თუ ექნება, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, საპოლიციო კონტროლი და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა.

ღონისძიებების შედეგად სულ დაკავებულია 69 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის - 12.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი 22 დეკემბერს გაიმართა და განაცხადეს, რომ ქვეყანაში საპოლიციო კონტროლი დაიწყო

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 17:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს

„იმისათვის, რომ ასეთ ძალადობას არ მიეცეს, თუნდაც პოტენციურად, სისტემური ხასიათი, სწორედ ამის გამო იყო საჭირო დღევანდელი რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა. სწორედ იმის გამო, რომ თავის დროზე, სახელმწიფო არ რეაგირებდა ასეთი ტიპის სამართალდარღვევებზე, ვხედავდით, რომ იზრდებოდა თვითნებობა წინა ხელისუფლების პირობებში. სწორედ იმისათვის არის აუცილებელი ასეთი მყისიერი რეაგირება, რომ სისტემური სახე არ მიიღოს ძალადობამ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

28 მაისი 2026, 17:43

საზოგადოება

ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

მარტა კოსი

28 მაისი 2026, 17:22

მსოფლიო

მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 17:18

რეგიონი

ბაკურიანში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ახალი საბავშვო ბაღი კი დასრულების ეტაპზეა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში 400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი დასკვნით ეტაპზეა.

28 მაისი 2026, 17:14

პოლიტიკა

გორის ინციდენტში დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდა: არ მჭირდება მე არც ოპოზიციის და არც არავის ჩარევა. აქ უნდა იმოქმედოს კანონმა. გუშინ ისეთი პიროვნებები შემოგვესივნენ გარშემო, რომ ვატყობ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სისტემა არაფერ შუაშია, სისტემური რატომაა? იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დასასჯელი დაისჯება

ყველამ დაინახა რაც მოხდა იმ კადრებში. იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დასასჯელი დაისჯება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გორის ინციდენტში დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდამ.

28 მაისი 2026, 17:02

საზოგადოება

უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აბიტურიენტებისათვის უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:59

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი კუბაზე ზეწოლას აძლიერებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე ზაფხულს კუბის რეჟიმის კრახისთვის ემზადება და უკვე ჩაატარა სამხედრო წვრთნები, რათა შეემუშავებინა ახალი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ კუნძულოვანი სახელმწიფო ქაოსში აღმოჩნდება. ინფორმაციას AXIOS-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:51

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა“ და ,,ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:49

რეგიონი

წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წალკა, შარტავას 1 ა) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.

ალექსანდრე დარახველიძე

28 მაისი 2026, 16:40

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე გორში მომხდარ ინციდენტზე: შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა

სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხის აგონ კანონის წინაშე, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 16:38

მსოფლიო

შვეიცარიაში, რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

შვეიცარიის ქალაქ ვინთერთურის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:29

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.

28 მაისი 2026, 16:24

მსოფლიო

შვედეთი უკრაინას Gripen-ის ტიპის 16 გამანადგურებელს გადასცემს

შვედეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს Gripen-ის ტიპის 16 ერთეულ გამანადგურებელს გადასცემს და კიდევ 20 ერთეული უახლესი Gripen E-ტიპის თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

28 მაისი 2026, 16:16

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება

მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.

ეკა სეფაშვილი

28 მაისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.

28 მაისი 2026, 16:09

საზოგადოება

1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:03

პოლიტიკა

სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის

არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.

28 მაისი 2026, 16:01

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

ილია ინჯია

28 მაისი 2026, 15:58

პოლიტიკა

ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის

საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

28 მაისი 2026, 15:39

მსოფლიო

შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა

ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.