imedi /  24 დეკემბერი 2017, 18:18 / სანდო წყარო

პოლიციელების მიერ ზვიად რატიანის ცემის ფაქტს პროკურატურა და გენინსპექცია სწავლობს

ზვიად რატიანი

ზვიად რატიანი

"სამართალდამცველებს საპოლიციო ფორმა ეცვათ და მათ ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეამოწმეს" - ამის შესახებ შს-ის მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე თქვა.

მეზვიშვილის თქმით, ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ზვიად რატიანი ნასვამი იყო, "ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, აგრესიულად იქცეოდა, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს".

"ჩვენ აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო-მასალა. ამის დამადასტურებელი ჩანაწერები არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მათი საჯაროდ გამოტანა სწორად არ მიგვაჩნია. ამ მასალას მტკიცებულების სახით აუცილებლად წარვადგენთ სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. სურვილის შემთხვევაში ასევე შეგვიძლია, რომ მასალა ზვიად რატიანს გადავცეთ, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარის დეტალები. ვიდეომასალაში აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ უკვე შედგენილია ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი", - განაცხადა ნათია მეზრვიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველებს მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც. "ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საზოგადოებას ვპირდებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრულის დაცვით", - თქვა მეზვირშვილმა. 

ვიდეო: თიკა ქობულაშვილი

ყველა სიახლე

02 მარტი 2021, 14:26

პოლიტიკა

ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაასრულა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება დასრულებულია. პარლამენტის პიკეტირება დღეს სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია ბოლოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დატოვეს.

მაკა ბოჭორიშვილი

02 მარტი 2021, 14:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობების მიუხედავად, ვითარება ამ დრომდე ვერ განიმუხტა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე უფრო გაიზარდა

„სწორედ, ამ კონტექსტში, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, პარლამენტის ბოიკოტი, წარმოადგენს ევროკავშირის წუხილის საგანს. ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან რეგულარულად ისმოდა მოწოდებები ქვეყანაში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის აუცილებლობის შესახებ და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის თაობაზე. მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობებისა, ვითარების განმუხტვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

02 მარტი 2021, 14:18

საზოგადოება

საპატრიარქოს პრესსამსახური პრემიერ-მინისტრისა და პატრიარქის შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს

საპატრიარქოს პრესსამსახური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ილია მეორის შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს. შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მხარდაჭერაზე, ასევე იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც აქტიურად მიმდიმარეობს ეკლესიის წინააღმდეგ.

ნინო წილოსანი

02 მარტი 2021, 14:16

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან

დიდი ევროპული ოჯახის წევრობა გულისხმობს მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიღწევებთან ინტეგრირებას. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან . ამ გადმოსახედიდან ნათლად ჩანს რა უნდა გავაკეთოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად, ნათლად ჩანს ჩვენი მზაობა და იმის ფონზე, რომ ჩვენი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერას აღგვითქვამენ ამ პროცესის განმავლობაში ასევე გარდაუვალია შედეგი რაც ჩვენს ევროპული ოჯახში წევრობას გულისხმობს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

02 მარტი 2021, 14:10

ეკონომიკა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა პარლამენტში მინისტრებს მოუსმინონ

“მიმდინარე კვირას დაგეგმილ “მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ანრი ოხანაშვილი

02 მარტი 2021, 14:09

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ერთ საღამოს ვიკრიბებით და დიალოგზე ვსაუბრობთ და დილით პიკეტს აწყობენ - ეს პროცესს არ წაადგება

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიალოგის რესურსი იყოს, თუ შემხვედრი პოზიციაც იქნება კონსტრუქციული და არა ისეთი, რასაც დღეს ყველა ვხედავდით პროვოკაციების და პიკეტის სახით, რომელიც ხელს უშლის ერთი მხრივ დიალოგს, არ წაადგება დემოკრატიულ პროცესებს და ამით ცდილობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა ვისაუბროთ, საღამოს არ უნდა მეუბნებოდე, რომ მზად ვართ საუბრისთვის და დილით არ უნდა აწყობდე პიკეტირებას პროვოკაციებს, ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კახა კახიშვილი

02 მარტი 2021, 14:05

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების შეკვეცის თემა მხოლოდ საარჩევნო ჯგუფის ფარგლებში არ უნდა გადაწყდეს

ვიდრე „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი შედგებოდა, ვთქვი, რომ საარჩევნო კოდექსში არის რიგი ცვლილებები, რასაც მხარს არ დავუჭერ, - ეს განცხადება დღეს, პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კახიშვილმა გააკეთა.

შარლ მიშელი

02 მარტი 2021, 13:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი

ევროკავშირი და მათ შორის პირადად მეც შეშფოთებული ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისითა და პოლარიზაციით. ამის მიუხედავად, დღეს მე თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი, წინ გადადგან ნაბიჯი და იპოვონ გამოსავალი შექმნილი რთული ვითარებიდან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Facebook-ზე წერს.

დავით ზალკალიანი

02 მარტი 2021, 13:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რაც შარლ მიშელის ვიზიტმა დაადასტურა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცილების ოფიციალური ცერემონიის დასრულებისას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

02 მარტი 2021, 13:52

სამართალი

პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

02 მარტი 2021, 13:52

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 10 565 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 565 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 441 პაციენტი გარდაიცვალა.

02 მარტი 2021, 13:45

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 3 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსის 3 943 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 358 ადამიანი გარდაიცვალა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

02 მარტი 2021, 13:42

სამართალი

სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია imedinews-ს სუს-ის პრესსამსახურში დაუდასყურეს. მათი განმარტებით, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებიბა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ირაკლი ქადაგიშვილი

02 მარტი 2021, 13:39

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: შარლ მიშელმა ოპოზიციას მიანიშნა, რომ დიალოგის ადგილი საპარლამენტო ველია

შარლ მიშელმა ოპოზიციას მიანიშნა, რომ დიალოგის ადგილი საპარლამენტო ველია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. „შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სულ სხვა განვითარებას ელოდა, მაგრამ ჩვენ გუშინ დავინახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სხვა რეჟიმში გადაიყვანა ურთიერთობა, როცა თქვა, რომ არ შეიძლება, არსებობდეს რადიკალური მოთხოვნები, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ დიალოგის ფორმატი. მან მიანიშნა დიალოგის ადგილი – საპარლამენტო ველი. ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება ამ დოკუმენტში თუ ზოგადად არსებობდეს, საკონსტიტუციო ჩარჩოებში და საკონსტოტუციო ინსტრუმენტებით უნდა წყდებოდეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მამუკა მდინარაძე

02 მარტი 2021, 13:38

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის ჩარჩოს, რათა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და მისი მედიაცია არ დარჩეს შედეგის მიღმა

მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება, მათი შემოსვლა პარლამენტში და 2024 წლამდე მონაწილეობა იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

02 მარტი 2021, 13:37

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: სამარცხვინოა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია

„მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში და გულისტკივილით ვიტყვი, უბრალოდ, რომ დღეს რაც პარლამენტის გარშემო ხდება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. ჩვენ იქ შევთანხმდით, რომ ორმხრივად შეწყდება პროვოკაციები, ორმხრივად შერბილდება ტონი, ორმხრივად შევიკავებთ თავს შეურაცხმყოფელი გამოხდომებისგან, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და კარგი იქნება, რომ ეს ორმხრივად გავიაზროთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შარლ მიშელი

02 მარტი 2021, 13:36

პოლიტიკა

შარლ მიშელი: საქართველოში ჩემმა ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა

ევროკავშირის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს სამუშაო. დღეს ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, - ასე აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტს.

02 მარტი 2021, 13:33

COVID19

ჯანმო ჰიდროქსიქლოროქინის COVID-19-ის პრევენციის მიზნით გამოყენების რეკომენდაციას კატეგორიულად არ იძლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კოლეგია ჰიდროქსიქლოროქინის COVID-19-ის პრევენციის მიზნით გამოყენების რეკომენდაციას კატეგორიულად არ იძლევა.

კახა კალაძე

02 მარტი 2021, 13:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისის მერობა ჩემთვის მხოლოდ თანამდებობა არ არის, ეს დიდი პასუხისმგებლობაა

ეს უბრალოდ თანამდებობა არ არის, ეს დედაქალაქის სამსახურში ყოფნას ნიშნავს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ავიღე და რაც თბილისის მოსახლეობამ დამაკისრა ღირსეულად შევასრულო, დანარჩენზე კი ჩემი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

02 მარტი 2021, 13:27

საზოგადოება

სეულში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ გაიმართება

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, 2021 წლის 3 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით, კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.