რა პროცედურებია საჭირო ამნისტიის ფარგლებში მართვის უფლების აღსადგენად. დეტალურად
ფოტო: Facebook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის მოწმობა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტის სამართლებრივი შეღავათი გავრცელდეს მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის.
მნიშვნელოვანია მართვის უფლების აღდგენის პროცედურები:
- 780-მდე პირს, რომელთაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდათ მართვის, მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ავტომატურად აღუდგებათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა;
- მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ 3500-მდე პირს, ავტომატურად არ აღუდგება მართვის უფლება. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ;
- აღსანიშნავია, რომ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო ,მართვის უფლება დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს 11 000-მდე ადამიანს. მათ მართვის უფლება აღუდგებათ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში;
- იმ 20 000-მდე პირის მიმართ, რომელთაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო შეჩერებული აქვს მართვის უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე უზრუნველყოფს თითოეული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მიუთითებს, რომ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგა.
ამასთან, ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ დანაშაულზე. მსგავსი ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენმა პირებმა, მართვის უფლების აღდგენის მიზნით, უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 1152 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის მიზნით კი პირმა უნდა მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
ნარკომომხმარებლებისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
ამნისტია არ შეეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვის ან რეალიზაციის/გასაღების გამო მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევებს.
ასევე, ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს მართვის უფლების შეჩერების შემთხვევებს.
მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს აძლევს შესაძლებლობას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს. აღნიშნული მიუთითებს, რომ იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში აღნიშნულ პირებზე მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები გავრცელდება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 18:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია
აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:14
საზოგადოება
დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს
მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
02 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს
„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:06
საზოგადოება
დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია
გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან
უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
02 აპრილი 2026, 17:53
პოლიტიკა
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს
მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
02 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.
02 აპრილი 2026, 17:51
მსოფლიო
Reuters: რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა
რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 17:41
საზოგადოება
მამა გიორგი ბერაძე: ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა
ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა, - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ.
02 აპრილი 2026, 17:37
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 17:35
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევევების ფაქტებს განიხილავს
სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კომისიამ „ფორმულას“ შემთხვევაში 20 სავარაუდო დარღვევა გამოავლინა, 18 დარღვევა - „ტვ პირველზე“, 7 - „პოს ტვ“-ის შემთხვევაში და 4 - „იმედზე“. კომისიის დასკვნა 8 აპრილს გახდება ცნობილი.
02 აპრილი 2026, 17:33
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს: ომის გაჩაღების ნაცვლად შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პოლონელ კოლეგას, დონალდ ტუსკს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და მას მოუწოდა, ომის გაჩაღების ნაცვლად შეიყვაროს და გადაარჩინოს საკუთარი ქვეყანა.
02 აპრილი 2026, 17:29
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით. გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
02 აპრილი 2026, 17:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: გარეშე ძალებიდან ცდილობენ მიიღონ სასიცოცხლო ენერგია, რომელიც პირველ რიგში მათი დაფინანსებით გამოიხატება, რომ შემდეგ დესტრუქცია განახორციელონ საკუთარ ქვეყანაში
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
02 აპრილი 2026, 17:13
რეგიონი
კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ერთდროულად აუმჯობესებს განათლების, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხს.
02 აპრილი 2026, 17:11
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება
„ყველა ეს თემა მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ეს ყველაფერი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში უნდა დავინახოთ. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი კვლავ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება“, - აცხადებს სამხარაძე.
02 აპრილი 2026, 17:06
მსოფლიო
მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნა არარეალისტურია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არარეალისტური უწოდა იდეას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისა და მისი ძალით გახსნის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 16:48
პოლიტიკა
ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.


