სუს-მა 4 სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, 4 პირი დააკავა, ჯამში, პასუხისგებაში 11 ადამიანი მისცა - უწყებამ დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები გაავრცელა
ფოტო: სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოთხივე საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„პირველი საქმე: დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ასევე, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა შპს „ქროსფოინთის“ სახელით სამუშაოების ფაქტობრივი შემსრულებელი ორი პირი, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ასევე, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ორი ადამიანი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15,26 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულების პროცესში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 2 089 154 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ქროსფოინთის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია. შესაბამისად, დამკვეთი იძულებული იყო გამოეცხადებინა ახალი ტენდერი და სხვა სუბიექტთან გაეფორმებინა ხელშეკრულება გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
მეორე: კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულნი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე, რომლის დახმარებითაც სააგენტოს თანამშრომელმა, 560 ლარის სანაცვლოდ, დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესამე საქმე: ყალბი ვალუტის დამზადების, შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე თბილისში დაკავებულია ერთი ადამიანი. მან, ჯამში, 7000 ყალბი აშშ დოლარი გაასაღა, სანაცვლოდ კი მოქალაქისგან მოითხოვა და გამოართვა 2450 აშშ დოლარი.
საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხსენებული 7000 აშშ დოლარი არ შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს და, შესაბამისად, არის ყალბი.
ამ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეოთხე სისხლის სამართლის საქმე: სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი, ასევე, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა საზედამხედველო კომპანია შპს „თი აი ჯი ეი აუდიტესკორტის“ ორი თანამშრომელი.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, გზის ბეტონის საფარის დაგების სამუშაოების განხორციელებისას, შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი, საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 254 990 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, ხოლო საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და მათი თავიდან აცილების მიზნით. კიდევ ერთხელ მკაცრად ვაფრთხილებთ ყველას, ვინც კი განიზრახავს, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები პირადი კორუფციული გეგმებით დააზიანოს - ჩვენ გვაქვს შესაბამისი ნებაც და საშუალებაც, რომ ბოლომდე ჩავყვეთ ყველა კორუფციულ გარიგებას და ყველაფერი გავაკეთოთ მისი მაქსიმალური პრევენციისთვის. შესაბამისად, გამოიტანონ სათანადო დასკვნები როგორც ჩვენ მიერ გადადგმული, ასევე გადასადგმელი ნაბიჯებიდან და ხელი აიღონ დანაშაულის ჩადენაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 21:09
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.
02 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ს სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს
ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ს სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.
02 აპრილი 2026, 21:01
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან
მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.
02 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.
02 აპრილი 2026, 20:54
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე
ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.
02 აპრილი 2026, 20:50
პოლიტიკა
მედია სტანდარტი და დარღვევები - კომუნიკაციების კომისიის 4 მაუწყებელზე დაკვირვების შედეგები განიხილა. ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. კომისიის გადაწყვეტილება 8 აპრილს გასაჯაროვდება.
02 აპრილი 2026, 20:45
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი: თავშესაფარში მოვარდნენ, ტრავმირებული ცხოველი აიყვანეს ხელში და დააგდეს დაბლა, რომელსაც ახლა ჩვენი ვეტერინარები შესაბამის პროცედურებს უტარებენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ არაგველის განცხადებით, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები.
02 აპრილი 2026, 20:40
საზოგადოება
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს - მიზანი ცხოველებთან ერთად, ადამიანების და გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეს მოდელი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.
02 აპრილი 2026, 20:36
ეკონომიკა
ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა.
02 აპრილი 2026, 20:31
პოლიტიკა
მიუსაფარ ცხოველთა თემა და პოლიტიკური კამპანია - ვინ ცდილობს საკითხით სპეკულირებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი
თემა, რომელიც სენსიტიურია და გარკვეული ჯგუფების მიერ სპეკულაციისთვის გამოიყენება. მიუსაფარ ცხოველთა შესახებ ოპოზიციის აქტივობა, ფაქტების გარეშე მძიმე ბრალდებების გავრცელება და ყველა შესაბამისი უწყების განცხადების მიმართ უნდობლობა, მმართველ გუნდს მიზანმიმართულ კამპანიაში არწმუნებს.
02 აპრილი 2026, 20:15
საზოგადოება
პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიისთვის გლოვის და მარხვის დროს სიმშვიდე და ერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ახალი პატრიარქის სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი მსჯელობა და დისკუსია სასულიერო პირებისთვის მიუღებელია.
02 აპრილი 2026, 20:01
მსოფლიო
Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა
საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:24
მსოფლიო
POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:11
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა
გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
02 აპრილი 2026, 18:56
პოლიტიკა
სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
02 აპრილი 2026, 18:56
მსოფლიო
POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:54
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
02 აპრილი 2026, 18:47
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ
ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.


