30 იანვარი 2026, 11:09 / სანდო წყარო

რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და 70 % -ს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის შედეგად, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ - 2025 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

„კერძოდ, სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70 % გაიხსნა. ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აღნიშნული დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი. შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. ამასთან, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებში შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის ფაქტები. ნარკოტიკული და ორგანიზებული დანაშაულების გამოვლენის ზრდის და პოლიციის მხრიდან გააქტიურებული ბრძოლის პროპორციულად, 2025 წელს სულ დარეგისტრირდა დანაშაულის 54 134 ფაქტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში +4 158 ფაქტით (+ 8,32%) მომატებულია.

რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა განპირობებულია ნარკოდანაშაულების ფაქტების გამოვლენის, თითქმის, გაორმაგებული მაჩვენებლით. 2025 წელს ნარკოტიკული დანაშაულის 10 475 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც წინა - 2024 წელთან შედარებით გაზრდილია 4 877 ფაქტით (87,12 %-ით). ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკომპრომისო ბრძოლის და გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკის შედეგად, 2025 წელს, ნარკოტიკული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 7 119 პირის მიმართ, აღნიშნული პირებიდან ნარკორეალიზაციაში ჩართული იყო 2 265 პირი (მათ შორის 471-ს ბრალი წარედგინა ნარკოტიკების გასაღების მუხლით). შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ გააქტიურებული ბრძოლის შედეგად, ასევე, ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენაში, როგორიც არის „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულები. საანგარიშო პერიოდში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 228 პირის მიმართ, მათ შორის „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით - 15 პირის მიმართ.

2025 წელს საგამოძიებო უწყებების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გაზრდილია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტების გამოვლენა (+299 ფაქტი, +37,52 %).

2024 წელთან შედარებით შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა.

განზრახ მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია -11 ფაქტით, ხოლო ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირებული -517 ფაქტით. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის ფაქტები: ბინიდან ქურდობა - შემცირებულია - 43 ფაქტით; ყაჩაღობა - შემცირებულია - 22 ფაქტით; თაღლითობა - შემცირებულია - 333 ფაქტით; გამოძალვა - შემცირებულია -37 ფაქტით.

2025 წელს შემცირებულია კიბერდანაშაულის შემთხვევებიც (-141 ფაქტი). სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირებულია -134 ფაქტით, კლება ფიქსირდება ტრეფიკინგის შემთხვევებთან მიმართებითაც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციული ნაკადების ეფექტიანი მართვა. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დროული გამოვლენა და ქვეყნიდან გაძევება. მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაზე მიუთითებს სტატისტიკური მონაცემები: 2025 წელს ქვეყნიდან გაძევებული იქნა უცხო ქვეყნის 1311 მოქალაქე; 2024 წელს ქვეყნიდან გაძევებული იქნა უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე; 2025 წელს ფიქსირდება 261% -ანი ზრდა წინა წელთან შედარებით. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ 2019-2024 წლებში მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან გააძევა 948 უცხოელი, ხოლო 2025 წელს, მხოლოდ ერთ წელიწადში ქვეყნიდან გაძევებული იქნა 1311 უცხოელი, რაც ფაქტობრივად აღემატება ბოლო 6 წლის განმავლობაში გაძევებულ უცხოელთა ჯამურ რაოდენობას. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს.

კერძოდ, 2024 წლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა შეადგენდა 1 870 638-ს, ხოლო 2025 წლის მაჩვენებლით ავტოპარკი გაზრდილია 134 040 ავტოსატრანსპორტო საშუალებით და შეადგენს 2 004 678-ს. აღნიშნული ტენდენციის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს.

სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. ცენტრი მუდმივად ზრუნავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე და მოქალაქეთა სიცოცხლის დაცვაზე. ამ მიზნით, ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ახორციელებს. 2025 წელს საგზაო უსაფრთხოების სისტემა 2024 წელთან შედარებით კიდევ უფრო განვითარდა, შესაბამისად დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაში 8886 ვიდეოკამერაა ჩართული, 2025 წელს საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციების რაოდენობა 658-მდე გაიზარდა, რის საფუძველზეც ქვეყნის მასშტაბით საშუალო სიჩქარე 2 327 კილომეტრ საავტომობილო გზაზე კონტროლდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 17:30

მსოფლიო

POLITICO: აშშ-ს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს

გამოცემა POLITICO წერს, რომ შეერთებულ შტატებს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს.

03 აპრილი 2026, 17:26

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძემ და ლიკა შარტავამ სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს შეხვდნენ და ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

03 აპრილი 2026, 17:13

ეკონომიკა

საქართველოსა და სომხეთს შორის ტექნოლოგიურ სფეროში პარტნიორობა გრძელდება - ერევანში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა

რეგიონული ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ჯობავა სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის მოადგილეს, რუბენ სიმონიანს შეხვდა.

დონალდ ტრამპი

03 აპრილი 2026, 17:11

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკას ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია.

საკურა

03 აპრილი 2026, 17:04

საზოგადოება

4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მისულ დამთვალიერებლებს ორი დღის განმავლობაში დახვდებათ იაპონურ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; ანიმეების გამოფენა; იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნება; ორიგამის, შოდოს მასტერკლასი. ასევე, შესრულდება იაპონური ცეკვები.

03 აპრილი 2026, 16:55

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.

03 აპრილი 2026, 16:45

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელისაშვილი მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 16:33

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 16:30

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რომლის რეალიზაცია სხვადასხვა დროს განახორციელა.

03 აპრილი 2026, 16:19

საზოგადოება

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.

03 აპრილი 2026, 15:47

მსოფლიო

ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის საჰაერო სივრცეში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო მისი პილოტი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 15:41

საზოგადოება

კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება

ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.

03 აპრილი 2026, 15:41

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:40

პოლიტიკა

კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით

არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:39

საზოგადოება

კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი

გუშინ რაც მოხდა ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე

სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს

შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.

03 აპრილი 2026, 15:26

საზოგადოება

თბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 15:22

ჯანდაცვა

ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია

ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.

ზვიად შალამბერიძე

03 აპრილი 2026, 15:16

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე: არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს

არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.