03 მარტი 2026, 15:32 / სანდო წყარო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინა 153351 გრ. „მეტამფეტამინის (ფუძე)“ შემცველი ნივთიერება, რომელიც მოათავსა თავის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის საწვავის სისტემის დანამატ ავზში და სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლო“-ს გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერება სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ყველა სიახლე

03 მარტი 2026, 16:50

მსოფლიო

„ცაჰალის“ განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით კვლავ რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარაკეტო იერიში წამოიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

03 მარტი 2026, 16:43

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები აფხაზეთის მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დედებთან შეხვედრაზე.

03 მარტი 2026, 16:30

მსოფლიო

ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აუკრძალეს და პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდეს

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალმმა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აუკრძალა და პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

03 მარტი 2026, 16:18

პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით. დღეს შესრულდება რეისი ომანიდან, მასკატის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

03 მარტი 2026, 16:09

პოლიტიკა

ლევან ცუცქირიძემ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

პარტიის „თავისუფლების მოედანი" თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დებატებში, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავა, მონაწილეობას არ მიიღებს.

03 მარტი 2026, 16:04

საზოგადოება

Best Discovery-საქართველო m&i Transatlantic Vienna 2026-ის საქმიანი ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულია

საქართველოს ტურისტული მიმართულება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გამართულ ფორუმზე პირველ ადგილზე დასახელდა. საქართველომ ნომინაციაში „საუკეთესო აღმოჩენა“ გაიმარჯვა.

03 მარტი 2026, 15:59

ეკონომიკა

ევროკომისარი: დაკავშირებადობის დღის წესრიგი სამ რამეს უზრუნველყოფს - ის ქმნის საერთო სტრატეგიულ ჩარჩოს; პრიორიტეტს ანიჭებს რეფორმებს; აკავშირებს ინვესტიციებს პოლიტიკასთან. ამ დღის წესრიგის წინ წაწევა საერთო ინტერესებშია

შავი ზღვის სტრატეგიაში ევროკავშირმა აიღო დაკავშირებადობის დღის წესრიგის ვალდებულება, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაუმჯობესებას შავი ზღვის რეგიონთან, თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან, - განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა დენ იორგენსენმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალზე.

ვიქტორ ორბანი და ვოლოდიმირ ზელენსკი

03 მარტი 2026, 15:49

მსოფლიო

ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ

„ორბანი ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც მას გავლენიანი პოლიტიკური ძალები აძლევენ ძალას, სხვაგვარად ის არაფრად ღირს. უნგრეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არ ფლობს სამხედრო წონას“, - დააკონკრეტა ზელენსკიმ.

03 მარტი 2026, 15:34

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს

„ჩვენ ასევე ვატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. პარალელურად, აქტიურად ვნერგავთ ინოვაციებს. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, წინ მივიწევთ ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებისა და წყალბადის გადაწყვეტების მიმართულებით, ასევე ვახდენთ ჭკვიანი და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას ჩვენს ენერგოსისტემაში. სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის როლს მსგავსი მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტების განვითარებისას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ილჰამ ალიევი

03 მარტი 2026, 15:34

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რადგან დღეს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე სრულად არის დატვირთული

„მიუხედავად ყველა ამ დაბრკოლებისა და ჩვენს რეგიონში არსებული მძიმე პერიოდებისა, აზერბაიჯანისა და მისი პარტნიორების მიერ მრავალი ქვეყნისთვის მიწოდებული ენერგოუსაფრთხოება გახდა ისეთი რამ, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რადგან დღეს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე სრულად არის დატვირთული. ჩვენ ასევე განვიხილავთ ქსელის გაფართოებისა და ინტერკონექტორების მშენებლობის შესაძლებლობებს, რათა დავაკმაყოფილოთ ბაზრის მზარდი მოთხოვნა და მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შევძლოთ მაქსიმალური მოცულობის ექსპორტი“, - აღნიშნა ალიევმა.

03 მარტი 2026, 14:58

მსოფლიო

„ცაჰალმა“ თეირანში სამთავრობო კვარტალი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ინფორმაციით, მათ გვიან ღამით თეირანში სამთავრობო კვარტალზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

ლევან მაჭავარიანი

03 მარტი 2026, 14:48

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ „ლელოც", გახარიაც და „ნაციონალური მოძრაობაც" ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება

ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ „ლელოც", გახარიაც და „ნაციონალური მოძრაობაც" ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მახაშვილი

03 მარტი 2026, 14:37

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: კარგად ხედავენ, რომ დღეს მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყამენ

ძალიან კარგად ხედავენ, რომ დღეს ინფორმაციას, მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყამენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

03 მარტი 2026, 14:36

რეგიონი

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი დასრულდა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი დასრულდა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, საფეხმავლო ბილიკზე, კაფე-ბარებზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

03 მარტი 2026, 14:31

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: დიფ სთეითმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაღებინა გადაწყვეტილება, რმელიც შეფასდა ისტორიაში როგორც თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და თავისუფალ სიტყვაზე

„დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო, რომელიც იყო ერთ-ერთი პლატფორმა თავისუფალი მედიის, აღმოჩნდა პირველი თავდამსხმელი თავისუფალ სიტყვაზე. „იმედის“ და „პოსტივის“ მაყურებელს ძალით ხომ არ აყურებინებენ ამ ტელევიზიებს? ყველამ კარგად იცის, მათი პოპულარობა რატომ იყო - იმიტომ რომ მაყურებელი ჰყავდა. ისიც ყველამ კარგად იცის, რომ ობიექტურად შუქდებოდა ყველაფერი. სწორედ ეს ვერ აიტანა, როგორც ჩანს, დიფ სთეითმა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება მიაღებინა, რომელიც რა თქმა უნდა შეფასდა ისტორიაში როგორც თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და თავისუფალ სიტყვაზე“, - მიიჩნევს მაჭარაშვილი.

03 მარტი 2026, 14:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა

აზერბაიჯანის დედაქალაქში მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნულ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის.

გურამ მაჭარაშვილი

03 მარტი 2026, 14:27

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: როდესაც ერთიანდები მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება უკანონოდ ჩამოაგდო და იმის იქით რას სთავაზობ ამომრჩეველს - ამას არ ამბობ, რა თქმა უნდა, ეს განწირულია ისევ დაშლისთვის

როდესაც ერთიანდები მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ხელისუფლება უკანონოდ ჩამოაგდო და იმის იქით რას სთავაზობ ამომრჩეველს - ამას არ ამბობ, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის განწირულია ისევ დაშლისთვის, - პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა

ლევან მახაშვილი

03 მარტი 2026, 14:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი რადიკალებზე: ოთხი წლის თავზე საითკენაც უბიძგებდნენ ქვეყანას, იმავეს აკეთებენ დღესაც. ოთახებში კრიმინალური ოჯახებივით რომ იკრიბებიან, დონ კორლეონესავით, იქ კი არ შეიკრიბონ, რეგიონებში გავიდნენ და ხალხს მოუსმინონ

ოთხი წლის თავზე რასაც ამბობდნენ და საითკენაც უბიძგებდნენ ქვეყანას, იმავეს აკეთებენ დღესაც. ვერ ისწავლა ამ ხალხმა ჭკუა, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

03 მარტი 2026, 14:25

საზოგადოება

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.