პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
ფოტო: პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 273.58 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერებას ,,პრეგაბალინ“-ს. ბრალდებულები ფსიქოტროპულ ნივთიერებას ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე ბათუმში მათ დროებით საცხოვრებელ ბინებში. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერება სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამენაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდიოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 14:43
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: მგონი თავად ექსპერტმაც ვერ გაიგო რა წერია ამ დასკვნაში. თავადვე მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რაც წერია ამ დასკვნაში
მგონი თავად ექსპერტმაც ვერ გაიგო რა წერია ამ დასკვნაში. თავადვე მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რაც წერია ამ დასკვნაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.
17 მარტი 2026, 14:42
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღებაზე: ყველაფერს კადრულობენ ჩვენი ქვეყნის მიმართ და თუ ფაქტი ეჭირათ ხელში, როგორ არ მოხდებოდა დასანქცირება
ყველაფერს კადრულობენ ჩვენი ქვეყნის მიმართ და თუ ფაქტი ეჭირათ ხელში, როგორც არ მოხდებოდა დასანქცირება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღების საკითხს.
17 მარტი 2026, 14:42
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას მიაწოდეს, გამზადებული იყო დასკვნა და უბრალოდ ხელი მოაწერა, ძალიან რეალურია
საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას მიაწოდეს, გამზადებული იყო დასკვნა და უბრალოდ ხელი მოაწერა, ძალიან რეალურია, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პატრიცია გრჟებიკის განცხადებასთან დაკავშირებით.
17 მარტი 2026, 14:39
საზოგადოება
მამა თეოდორე გიგნიძე: თქვენც ილოცეთ რომ უფალმა შეგვიწყალოს და კიდევ დიდხანს გვიმყოფოს პატრიარქი
„უნდა ილოცონ მოძღვრებმა, ეპისკოპოსებმა. ზეთისცხება ჩავუტარეს და ახლა ყველამ უნდა ვილოცოთ. მეც ვიყავი ძალიან ცუდად და როცა უწმინდესი მოვიდა წამოვდექი და 20 წელია დავდივარ. ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ უნდა ვილოცოთ“, - აღნიშნა მედიასთან ქაშუეთის ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა ელიზბარმა.
17 მარტი 2026, 14:37
მსოფლიო
კაია კალასი: ირანში ომის გაჩერება ყველას ინტერესში იქნება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, ირანში ომის გაჩერება ყველა მხარის ინტერესში იქნება.
17 მარტი 2026, 14:27
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდნენ
რამდენიმე წუთის წინ კავკასიის მედიცინის ცენტრში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ. ისინი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან.
17 მარტი 2026, 14:17
სამართალი
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს. კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე.
17 მარტი 2026, 14:16
საზოგადოება
თბილისის მერი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო
კახა კალაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძისგან პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
17 მარტი 2026, 14:13
მსოფლიო
„ცაჰალის“ ინფორმაციით, ირანში მოკლულია ორგანიზაცია „ბასიჯის“ ხელმძღვანელი, ღოლამრეზა სოლეიმანი
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, წუხელ საჰაერო თავდასხმის დროს ლიკვიდირებული იყო ორგანიზაცია „ბასიჯის“ ხელმძღვანელი, ღოლამრეზა სოლეიმანი.
17 მარტი 2026, 14:05
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრიფინგი მიმდინარეობს. LIVE
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ბათუმში ბრიფინგს მართავს. ცნობისთვის, აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მასში შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა.
17 მარტი 2026, 14:05
რეგიონი
ჯიღაურაში ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგისა და მართვის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე პროექტის „ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი და მართვა საქართველოს პირობებში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მონაწილეები პროექტის შედეგებს და ფერმერებისთვის მომზადებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს გაეცნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:55
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:53
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე: ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით
მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.
17 მარტი 2026, 13:49
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი მოკლულია
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის არმიის საჰაერო დარტყმებს ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:45
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება - რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო, რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, მინისტრის თქმით, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება.
17 მარტი 2026, 13:43
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე პატრიარქზე: რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია - ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს
მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.
17 მარტი 2026, 13:37
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის წევრები თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქ. №12-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:19
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:18
პოლიტიკა
ხუნდაძე: გთავაზობთ, 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს შემდეგნაირად : 7 - 8 წლამდე წლოვანების მანქანებზე გადასახადი გავზარდოთ არა 6-ჯერ, არამედ იყოს 2 ლარი; 8-დან 10-მდე - 2.5-ლარი, 11-დან 12 წლამდე - 3-ლარი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შემუშავებულ კანონპროექტში, გარკვეული ცვლილებები შევიდეს. კონკრეტულად, მან გააკეთა დიფერენცირება ავტომობილების წლოვანების მიხედვით. ხუნდაძის სიტყვებით, კარგია, რომ დადგენილება შეიცვალა კანონპროექტით და სკითხი პარლამენტში განიხილება:
17 მარტი 2026, 13:17
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს.


